1745322594
„იხვნისკარტა ტილოსანმა ქაბატო ნინომა ბრძანა“ - მეგი გოცირძე
პოლიტიკა • 14 აპრილი 3:36
14 აპრილი დედა ენის დაცვის დღეა - ეს თარიღი ისტორიაში შევიდა, როგორც კომუნისტური რეჟიმის უკან დახევის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ 1978 წელს ქართული ენის დასაცავად ფართომასშტაბიანი აქცია მოაწყო.
46 წლის წინ, 1978 წელს შედგა საბჭოთა საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელშიც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი აღარ ჰქონდა მინიჭებული, ანუ დედა ენა რუსული ენით უნდა ჩანაცვლებულიყო.
სხვადასხვა დაწესებულებებში კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვები მოეწყო. ბევრს არც კი შეუმჩნევია კონსტიტუციის 75-ე მუხლში მომხდარი ცვლილება. ერთ-ერთმა პირველმა, ვინც ამ საკითხზე პროტესტი ხმამაღლა გამოთქვა, აკაკი ბაქრაძე იყო. ცეკას პროპაგანდის განყოფილების ორგანიზებით მოწვეულ თათბირზე, აღნიშნულ თემაზე მსჯელობისას, მან შევარდნაძეს ასეთი სიტყვები უთხრა:
ქართველთა პროტესტი მაშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან დაიწყო, საიდანაც აგორდა საერთო სახალხო წინააღმდეგობრივი მოძრაობა. კონსტიტუციის ახალი პროექტის გასაპროტესტებლად სპონტანურად გაერთიანებული სტუდენტური ჯგუფების გარდა, უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე არსებობდა არალეგალური ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებულნი იყვნენ თამარ ჩხეიძე, გია ჭანტურია, გელა ნიკოლეიშვილი, გია ჩხიკვიშვილი და სხვები. ეს ჯგუფი უკვე იდეურად იყო მომზადებული საბრძოლველად, როცა ქართული ენის გადარჩენის საკითხი დადგა. ამ მოძრაობას მხარი აუბა უნივერსიტეტში დაარსებულმა „ახალგაზრდა მწერალთა წრემაც“.
ფილოლოგიის ფაკულტეტიდან გააქტიურდნენ სტუდენტები: თამარ მახარობლიძე, ნოდარ გრიგალაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, დარეჯან თვალთვაძე, გიორგი ალიბეგაშვილი და სხვები... უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაც და პროფესურაც ფარულად უჭერდა მხარს სტუდენტური ჯგუფების აქტიურობას.
როგორც ფაქტების მომსწრენი ჰყვებიან, განსაკუთრებით აქტიურობდნენ არნოლდ ჩიქობავა, ბესიკ ჯორბენაძე, ლადო მინაშვილი, ზურაბ ჭუმბურიძე, დამანა მელიქიშვილი, გრივერ ფარულავა, რევაზ სირაძე და სხვანი. უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს დავით ჩხიკვიშვილს, ზემოდან დავალების მიუხედავად, სტუდენტების საწინააღმდეგოდ არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია.
უნივერსიტეტში დაწყებულმა პროტესტმა ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. მოსახლეობა პროტესტის გამოსახატავად თბილისსა და ბათუმში შეიკრიბა. საპროტესტო ტალღამ კულმინაციას 1978 წელის 14 აპრილს მიაღწია. რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 100 000 ადამიანი შეიკრიბა.
დემონსტრანტების უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ, თუმცა საპროტესტო გამოსვლებს მხარს უჭერდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლებიც.
საპროტესტო აქციის ყველა მონაწილემ იცოდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებისგან ხიფათი მოსალოდნელი იყო, მაგრამ მას მაინც არავინ შეუშინდა.
ამავე დღეს შეტაკება მოხდა საბჭოთა ძალოვნებსა და მომიტინგეებს შორის, მთავრობის სახლთან კი მობილიზებული იყო საბჭოთა ჯარი.
იმის გამო, რომ სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა, მომიტინგეებს ედუარდ შევარდნაძემ მიმართა და 1956 წლის 9 მარტის მოვლენები შეახსენა, თუმცა მის მიმართვას ნეგატიური შეძახილები მოჰყვა მომიტინგეების მხრიდან.
ამის შემდეგ, მალევე ცნობილი გახდა, რომ ქართული ენა კონსტიტუციურ სტატუსს ინარჩუნებდა, რის შემდეგაც თბილისში სიტუაცია ჩაწყნარდა, თუმცა დაძაბულობამ იმატა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ვინაიდან საბჭოთა ხელისუფლების ეს ნაბიჯი იქ აღიქვეს, როგორც ქართული ნაციონალისტური განწყობების წახალისება.
ამ მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა დასავლური პრესა. ამერიკული საზოგადოება ვერ იჯერებდა საბჭოთა სივრცეში ხალხის ღია პროტესტის შესაძლებლობას და საბჭოთა ხელმძღვანელობის უკან დახევას. ეს რეაქციები კარგად გამოჩნდა მაშინდელ ამერიკულ პრესაში, რომლის თაობაზეც უნივერსიტეტის პროფესორს თინათინ ბოლქვაძეს კვლევაც აქვს ჩატარებული. მას განხილული აქვს ამერიკელების მიერ გაზეთებში გამოქვეყნებული თითოეული სტატია, რომელიც საქართველოში მიმდინარე აპრილის მოვლენებს მიეძღვნა:
„1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს „ნიუ-იორკ ტაიმსი“ („New York Times“) ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. 15 აპრილს უკვე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „საბჭოთა ქართველები ქუჩაში გამოვიდნენ სახელმწიფო ენის დასაცავად“.
ამერიკელები გაოცებულები არიან ამ ფაქტით. ეს ხდება იმ დროს, როდესაც შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება, როცა საშიშროებაა სამხედრო მანქანის ამოქმედებისა. ერთ-ერთი რესპონდენტი, დემონსტრაციის მონაწილე დაუფარავად ამბობს ინტერვიუში, რომ „ღმერთს მადლობას შესწირავს, თუ მომიტინგეებს არ ესვრიან“.
სტატიაში ავტორი 1978 წლის გამოსვლებს განიხილავს ფართო ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში. ავტორი ქრეიგ ვიტნი სტატიაში, ასევე, საუბრობს ქართველების რუსეთთან შეერთების მიზეზებზე, რომელიც, მისი აზრით, გამოწვეული იყო მუსლიმანური გავლენისგან თავის დასაღწევად. სხვა შემთხვევაში ქართველები არავითარ შემთხვევაში არ ისურვებდნენ რუსეთთან ალიანსს. ქრეიგ ვიტნი ამ თემაზე სტატიას 18 აპრილსაც აქვეყნებს სათაურით „საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხში“.
ავტორი ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის, რომ 14 აპრილს, ორი ამერიკელი კონგრესმენი, რობერტ მაკკეი და ერიკ რეიმენი ჩამოვიდნენ საქართველოში. ისინი პირდაპირ ქუჩაში ესაუბრებოდნენ პროტესტანტებს. მათი თქმით, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობას, ძირითადად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ.
ასევე საინტერესოა სტატიის ის ნაწილი, რომელშიც საუბარია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძესა და სტუდენტებს შორის გამართულ დიალოგზე. ე. შევარდნაძემ სიტყვით მიმართა სტუდენტებს: „შვილებო, რა გინდათ, რატომ აკეთებთ ამას?“ დემონსტრანტებმა კი წინა რიგებიდან ასე უპასუხეს: „ჩვენ არ ვართ თქვენი შვილები!“ სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ნუ ეცდებით ასეთი „მამაშვილური“ საუბრით ჩვენი გულის მოგებას. უმჯობესია კონსტიტუციაში აღდგეს ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი“, - აგრძნობინეს სტუდენტებმა ხელისუფლებას.
14 აპრილის თემას „ნიუ-იორკ ტაიმსი“ დეკემბრის თვეშიც უბრუნდება. გარდა ამისა, ამ მოვლენის შესახებ წერდნენ სხვა გამოცემებიც: „ჩიკაგო ტრიბუნი“ და „ტორონტო“, სადაც ავტორები საქართველოს „ღირსეულ, კავკასიურ რესპუბლიკას“ უწოდებენ. სწორედ აქ იყო ასეთი პროტესტი მოსალოდნელიო".
საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა. მისი მეშვეობით...
ბიზნესი & ეკონომიკა • 48 წუთის წინ
ნიკა კაციას კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი წყევლაში ადანაშაულებს - ეს ბრალდება რეჟიმის პატიმარს სასამართლო პროცესზე იმ გამომძიებელმა წარუდგინა, რომელმაც ბრლის დადგენილება გააცნო. ბაქარ ლებანიძეს, რ...
პოლიტიკა • 60 წუთის წინ
ვიდეო - ამ წუთებში საბურთალოზე სეტყვაა
საზოგადოება • 11:57
არაერთი იყო უკვე, ამ დღევანდელ ეტაპამდე, სერიოზული შეხვედრა, სერიოზული დიალოგი ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრაქტიკულად ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას. ეს ცუდია ერთი მხრი...
პოლიტიკა • 11:54
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: უფლის შეწევნით ორი ეკლესია ააშენა მამაჩემმაო, იხვნისკარტა ტილოსანმა ქაბატო ნინომა ბრძანა და მამაჩემისთვისაც რომ ვინმეს ეფეშქაშებინა 80 მილიონი , ორსაცა და სამ ეკლესიასაც...
სოცმედია • 11:49
20 წლის სტუდენტი, რომელიც ამბობს, რომ აქციაზე მასზე პოლიციელმა იძალადა, "პირველებთან" მომხდარს იხსენებს. ნატა ჭიოკაძე ამბობს, რომ დაინახა, როგორ გასცა როინ მესხმა ბრძანება, რომ ტროტუარზე მდგომი ერთ-ერ...
პოლიტიკა • 11:44
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა