1746472964
„ქართულმა ავტოიმპორტიორმა კომპანიებმა ე.წ. აშშ-ის აუქციონის კოდები გასცეს ყაზახებზე, ყირგიზებზე, სომხებზე… მარტივად რომ ავხსნათ, ქართველები “გაწიეს გვერდზე” – ოთო აბესაძე
პოლიტიკა • 16/8/2024 • 15:35
"უცნაური და მტრული", - ასე იხსენებს საქართველოს მთავრობასთან შეხვედრას ვაშინგტონში დაბრუნებული ჯინ შაჰინი. საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინის ვიზიტს და ვიზიტის შემდგომ გაკეთებულ შეფასებებს Foreign Policy-ის საგარეო პოლიტიკის რეპორტიორების ჯეკ დეტჩისა და ემი მაკინონის ყოველკვირეულ შემაჯამებელ რუბრიკაში Situation Report-ში ეხმაურებიან. სენატორმა გამოცემას ინტერვიუ მისცა, გთავაზობთ სტატიის ფრაგმენტს:
"უბრალოდ ბოდვა საქართველოში". სენატორი ჯინ შაჰინი იმყოფებოდა საქართველოში, სადაც ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი მიიღო.
კრიტიკოსები შიშობენ, რომ ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა კი საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი შეაჩერა.
შაჰინმა შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან, ასევე საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან შეაფასა როგორც "გამაოგნებლად უცნაური" და "ძალიან ანტაგონისტური". მისი თქმით, საქართველოს ოფიციალური პირები ავითარებენ შეთქმულების თეორიას, რომ შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოში მთავრობის დამხობას.
"ჩვენ ვუთხარით, რომ საქართველოში ჩამოვედით, რათა ჩვენი ურთიერთობები ისევ ჩვეულ კალაპოტში დავაბრუნოთ, მაგრამ პასუხად პრემიერმინისტრისგან ბოდვა მივიღეთ", - ამბობს შაჰინი.
მოსკოვი დიდი ხანია რაც ადანაშაულებს ვაშინგტონს, რომ ის აღმოსავლეთ ევროპაში მთავრობების დამხობას ცდილობს. თუმცა, მსგავსი რიტორიკა განსაკუთრებით გამაოგნებელია საქართველოს ოფიციალური პირებისგან, რადგან ეს ქვეყანა წლების განმავლობაში იყო აშშ-ის ახლო მოკავშირე, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში ცდილობს გაწევრიანებას.
"მე ვფიქრობ, ეს უბრალოდ რიტორიკაა. არა მგონია, მათ მართლა სჯეროდეთ ამ ყველაფრის", - ამბობს შაჰინი, - წერია Foreign Policy-ის სტატიაში.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელისუფლებო მედია, TASS-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დიმიტრი ტროფიმ...
პოლიტიკა • 19:50
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში "MEGOBARI ACT"-ის განხილვა დაიწყო. კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძ...
პოლიტიკა • 19:47
ნუცა მახარაძე: ერატი თვეა მე და ქეატის დაგვსდევენ,15 წუთის წინ ლიფტის კართან დაგვხდა ერთი არარაობა და წიწაკის სპრეი და საღებავი შეგვასხეს და თქვენი ნაცი დედა მოვტყანო ასე მოგვაძახა! დანარჩენს მერე გეტ...
სოცმედია • 19:36
აზერბაიჯანის მმართველი პარტიის დეპუტატის, აზერ ბადამოვის რუსეთიდან დეპორტაცია, როგორც ბაქოში ვარაუდობენ, უკავშირდება ბადამოვის საჯარო შეურაცხმყოფელ განცხადებას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ ნიკოლაი...
მსოფლიო • 19:33
„ძალიან კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. [ვისაუბრეთ] მრავალ თემაზე, მათ შორის რუსეთ/უკრაინის ომზე, სირიასთან, ღაზასთან დაკავშირებულ საკითხებზე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 19:32
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,ჩემის აზრით, კობახიძე და მისი ამფსონები ძალიან დააფრთხო მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის მთლიანად “შეტენვამ”. ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს, როდესაც მათ მა...
სოცმედია • 19:29
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა