ვანო ჩხარტიშვილის საგანგებო განცხადება

პოლიტიკა 6/9/2022 • 13:45

ვანო ჩხარტიშვილი

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ქართულ საინფორმაციო საშუალებებში, ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე სანქციების „მომლოდინე“  ქართველი  ბიზნესმენების სიის თაობაზე გუშინ გავრცელებულ  ინფორმაციასთან დაკავშირებით იმთავითვე მინდა განვაცხადო, რომ  ადგილი აქვს მცდელობას, რამდენიმე კვირის წინ ელენე ხოშტარიას და ნაციონალური მოძრაობის წევრებისა მიერ ხელოვნურად აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის საერთაშორისო არენაზე გატანა მოხდეს.

გამოქვეყნებული სია არის მტკნარ სიცრუეზე აგებული მორიგი  ფეიკი, რომელსაც ქართველი ავტორები ჰყავს იქნება ეს „დროას“ ლიდერი  ელენე ხოშტარია, ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი თუ რადიკალების მედია რუპორები, რომლებმაც კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგ საჯაროდ არაერთხელ გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანის მიზნით რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ ჩემს ღია და ოფიციალურ პარტნიორობაზე.

რეალობა კი ისაა, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა  ჩემს კავშირს  მათ მიერ დასახელებულ რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ ან „პეტროკასა“, თუ“ გალფთან“ და „ფოთის პორტთან“. ბრალდებების გამიზნულ ფალსიფიკაციაზე მეტყველებს ისიც, რომ  ოფიციალურმა  უწყებებმა კატეგორიულად უარყვეს მითითებული პირების მიერ დასახელებული სანქცირებული ტვირთების  საქართველოში შემოტანის ფაქტი.

ჩემი დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც სმარტ კაპიტალის ჰოლდინგის ქოლგის ქვეშ საქმიანობენ, არიან ღია და გამჭვირვალე ბიზნეს სტრუქტურები. ჩვენ გამიზნულად არ ვმონაწილეობთ სახელმწიფო ტენდერებში, ხოლო ჩვენს საქმიანობას ყოველწლიურად აუდიტს უკეთებს მსოფლიოს ოთხეულში შემავალი აუდიტორული კომპანია „დელოიტი“, რომელიც ჰოლდინგში შემავალ ყველა ფირმას ფარავს. მისი დასკვნა  არის საჯარო და ყველა მსურველს შეუძლია ნახოს

და დარწმუნდეს, რომ არანაირი კავშირი რუსულ კომპანიებთან ჩვენ  არ გვაქვს.

ზემოაღნიშნულმა პირებმა ეს კარგად იციან, მაგრამ  არც მალავენ  ამდაგავარი დაუსაბუთებელი ბრალდებების მიზანს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა  კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ სანქცირების  გადაწყვეტილებები მიიღონ და ამით ქვეყანაში გარკვეული დაძაბული პოლიტიკური  დღის წესრიგი შექმნან. ამასვე ემსახურებოდა გუშინ გამოქვეყნებული სიაც, რათა რადიკალების ფეიკებს, საერთაშორისო ფიასკოს ფონზე, რამენაირი „საერთაშორისო“ ლეგიტიმაცია მაინც მისცემოდა. 
სასაცილოა ეს ყველაფერი, რომ არ იყოს დაკავშირებული ისეთ სენსიტიურ სფეროსთან, როგორიცაა ბიზნესი. მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციები ჩემთვის საფინანსო ინსტიტუტებთან თუ საქმიან წრეებთან ურთიერთობაში  შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეული რეპუტაციული ზიანის მომტანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლონდონის ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ უკვე მიმდინარეობს  ჩემთვის და ჩემთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უსაფუძვლო ბრალდებებით  მიყენებული  ზარალის მასშტაბების შესწავლა, რომლის შემდეგაც იგეგმება  სასამართლო პროცედურების დაწყება  საერთაშორისო, მათ შორის,

გაერთიანებული სამეფოს სასამართლო იურისდიქციაში. გასაგები რომ იყოს,  განვმარტავთ, რომ ჩემს მიმართ გავრცელებულმა ცრუ ბრალდებებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩემს პარტნიორ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომელთა კომპანიების საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და მიყენებული ზიანის  შესაძლო  ფაქტი გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს იურისდიქციას განეკუთვნება. შესაბამისად, ოპონენტებს სათანადო ფასის გადახდა მოუწევთ და შესაძლებელია, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით  სოლიდური კომპენსაციის გადახდა დაეკისროთ. ანალოგიური რეაგირება გვექნება ნებისმიერ  მცდელობებზე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი,  ცრუ ინფორმაციების ტირაჟირებით საქმიანი რეპუტაცია შემილახონ მე და ჩემს კომპანიებს," - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კობახიძე
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო“ - კობახიძე

რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც შემდეგ ხელი მოაწერ...

პოლიტიკა 14:19

მაკკლირი ივანიშვილი
„სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ“ - მაკკლირი

დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირებას ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი პლატფორმა X-ზე ეხმაურება.   ლიბერალ-დემოკრატთა პარტ...

პოლიტიკა 14:02

სასულიერო პირი
"არტისტობას ნუ მასწავლით... ეს გზის გადაკეტვა რა არის?" - სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც წულუკიანის განცხადებას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამის შემდეგგზაზე შევიდა მანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისგან დაჟინებით ითხოვდა გატარებას. ავტომობილშ...

პოლიტიკა 13:57

კობახიძ წულუკიანი
„ეს არის ობიექტური მოცემულობის გახმოვანება“ - ივანიშვილის კობახიძე ივანიშვილის წულუკიანის განცხადებაზე

 "ქართული ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება "ფაქტის კონსტატაცია და ობიექტური მოცემულობის გახმოვანებაა". რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკა...

პოლიტიკა 13:56

ნიკა გვარამია წულუკიანი
„ბოროტი ქიშმიში“ - ნიკა გვარამია წულუკიანზე

ნიკა გვარამია: ეს თეა წულუკიანი, არც მეტი, არც ნაკლები, შეპყრობილია და ეგზორციზმის სეანსები სჭირდება.ბოროტი ქიშმიში

სოცმედია 13:26

წულუკიანი მიქანაძე
„თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად იქნა საზოგადოებაში ინტერპრეტირებული, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ - გივი მიქანაძე

თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად იქნა საზოგადოებაში ინტერპრეტირებული, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის, თუმც...

პოლიტიკა 13:22