ვიდეო: „ვინ გასცა ბრძანება?“ - 20 ივნისს დაზარალებულები გახარიას

პოლიტიკა 14 აპრილი 12:13

20 ივნისი

ოცი ივნისს აქციის დარბევის დროს დაშავებულები გიორგი გახარიას აკრიტიკებენ. ხალხი, ვისაც სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. დათვის ტყვიებს დამიზნებით ესროდა, დამკვეთს დასახელებას ითხოვს.

 

დაზარალებულები დარწმუნებულები არიან, რომ გახარიამ ისიც, ვინ გასცა აკრძალული საშუალებებით ადამიანების დარბევის ბრძანება, მაგრამ დამნაშავეს ხელს აფარებს.

6 წლის წინ დაზარალებული დავით ფარდაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ წლების მერეც კაცს სამედიცინო დახმარება სჭირდება.

 

ეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა. გახარიას შეეძლო ემხილა მის ზემოთ მდგომი, დამკვეთი ან ნებართვის გამცემი. ამ დე ფაქტო მთავრობის პირობებში გამოძიებული არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ ყველა გზა ბიძინასთან მივა და თვითონ ბიძინას ვერ დაიჭერენ.

იდეები თანხმდებოდა ბიძინასთან და მერე ბიძინა ეუბნებოდა კურთხევას, რომ ყველაფერი ეკადრებინათ, ოღონდ თვითონ დარჩენილიყო ხელისუფლებაში.

20 ივნისს მერე ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად შეიცვალა. ახლა იმედი მეძლევა, რომ ჩემი მდგომარეობა შესაძლოა ცოტა გავაუმჯობესო, ახლა კლინიკაში ვარ და კიდევ თერაპიებს გავდივარ" - ამბობს დავით ფარდაშვილი. 
აქციის მონაწილეები გაბრაზდნენ იმის გამოც, რომ დღეს მაკოო გომურს თეა წულუკიანი იცავს.

 

კონკრეტულად დაასახელოს ვინ გასცა ბრძანება, ვინ გამოიწვია ათეულობით საქართველოს მოქალაქის ცხოვრების დანგრევა. როცა ამას არ აკეთებ, არ ვიცი, შთაბეჭდილება რჩება, რომ შენი დუმილი თვის დროზე დაფასდა პრემიერ-მინისტრობით... დასმული მარიონეტი იყო, რომელსაც საერთოდ არანაირი უფლებამოსილება არ ჰქონდა. არ ვიცი ახლა ასეთი დეპუტატებიც გვყავს, მაგრამ თვითონვე ისეთ იმიჯს იქმნიდა, რომ თავისი იმიჯიდან გამომდინარე მაინც უნდა რცხვენოდეს თუ ასეთი ხელის ბიჭი იყო ივანიშვილის, რომ არ ეკითხებოდნენ, ვინ რას გააკეთებდა.

ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა ასეთ სერიოზულ ბრძანებებზეა საუბარი, არავის აქვს უფლებადა  მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი მასშტაბური გადაწყვეტილებები მიიღება ივანიშვილის მიერ" - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ წულუკიანის საგამოძიებო კომისიასთან საუბრის დროს თქვა, რომ 2019 წლის 20 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამეს რეზინის ტყვიები მისი ბრძანებით არ გამოუყენებიათ, თუმცა მისივე მტკიცებით, მისთვის უცნობია, ვისი გადაწყვეტილებით მოხდა ეს. 

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიციელი კაცია
„დამწყევლეთ“ - ნიკა კაციას პროცესზე მისული პოლიციელი

ნიკა კაციას კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი წყევლაში ადანაშაულებს - ეს ბრალდება რეჟიმის პატიმარს სასამართლო პროცესზე იმ გამომძიებელმა წარუდგინა, რომელმაც ბრლის დადგენილება გააცნო. ბაქარ ლებანიძეს, რ...

პოლიტიკა 7 წუთის წინ

ვოლსკი
„მოლოდინია, რომ დახმარება დიფ სთეითის, ბრიუსელის მხრიდან, კიდევ ექნებათ“ - ივანიშვილის ვოლსკი ოპოზიციაზე

 არაერთი იყო უკვე, ამ დღევანდელ ეტაპამდე, სერიოზული შეხვედრა, სერიოზული დიალოგი ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრაქტიკულად ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას. ეს ცუდია ერთი მხრი...

პოლიტიკა 27 წუთის წინ

გოცირიძე წილოსანი
„იხვნისკარტა ტილოსანმა ქაბატო ნინომა ბრძანა“ - მეგი გოცირძე

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: უფლის შეწევნით ორი ეკლესია ააშენა მამაჩემმაო, იხვნისკარტა ტილოსანმა ქაბატო ნინომა ბრძანა და მამაჩემისთვისაც რომ ვინმეს ეფეშქაშებინა 80 მილიონი , ორსაცა და სამ ეკლესიასაც...

სოცმედია 32 წუთის წინ

ჭიოკაძე
ვიდეო: 20 წლის გოგოსთან, რომელიც პოლიციელს ძალადობაში ამხელს

20 წლის სტუდენტი, რომელიც ამბობს, რომ აქციაზე მასზე პოლიციელმა იძალადა, "პირველებთან" მომხდარს იხსენებს. ნატა ჭიოკაძე ამბობს, რომ დაინახა, როგორ გასცა როინ მესხმა ბრძანება, რომ ტროტუარზე მდგომი ერთ-ერ...

პოლიტიკა 38 წუთის წინ

სხვიტარიძე
ხმაური და დაპირისპირება საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე

ხმაური და დაპირისპირება საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე. დღევანდელ პროცესზე ჩვენებას მოწმე გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი აძლევს. ის სასამართლოში უამრავი პოლიციელის თანხლებით მივიდა.   ედიშერა...

პოლიტიკა 41 წუთის წინ