„ვთქვით, რომ არ ვუშვებდით ქვეყანაში; ატყდა რეკვები, თხოვნები...პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო პასუხისმგებლობა და ეს იყო კობახიძე“ - გახარია გავრილოვზე

პოლიტიკა 14 აპრილი 10:54

გახარია გავრილოვ

გვქონდა შესაძლებლობა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ეს კაცი არ შემოგვეშვა და ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ. ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი - განაცხადა წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარიამ რუსი კომუნისტი დეპუტატის, გავრილოვის საქართველოში შემოსვლაზე.

მისი განცხადებით, იყო დაახლოებით 10-12 კაციანი სია, რომლის ქვეყანაში შემოშვებაზე შსს და სუს-ი უარს ამბობდა, თუმცა გახარიას თქმითვე, პარლამენტიდან "ატყდა რეკვები":

"როდესაც ეს ღონისძიება იგეგმებოდა, შსს-ში შემოვიდა სია ადამიანებზე, რუსეთის მოქალაქეებზე, რომელთა შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ, შსს-მ, ისევე როგორც სუს-მა კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე - იყო დაახლოებით 10-12 კაცი. ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი იყო ყველა დაბრაკული, ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს კანონი [ოკუპაციის შესახებ] დარღვეული არ ჰქონდა , მაგრამ გვქონდა შესაძლებლობა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ეს კაცი არ შემოგვეშვა და ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ. ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი. ამის შემდგომ, იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, იმიტომ, რომ ეს მართლა სერიოზული რისკი იყო, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცის შემოშვების შემდეგ, და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე... ღვინოს მე ვსვამდი გავრილოვთან?... ამის შემდგომ, იქამდე იყო შეთანხმება მისული, რომ ამ ღონისძიების, რომელიც იყო საერთაშორისო, ამით დაგვიწყეს შანტაჟი, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა უნდა შემოვიყვანოთო. მაგრამ მაინც, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, მერე თქვეს, რომ მას ჰყავდა მოადგილე [გავრილოვს], პრეზიდენტი იყო ეს კაცი , რომ ვიღაცა სხვა იქნებოდა ხელმძღვანელი ამ კონფერენციის. ამის შემდგომ, მოხდა ის, რაც მოხდა, ამათ საღამოს მოუწყვეს რესტორანში ქეიფი, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, დაჯდნენ თვითმფრინავში და წავიდნენ. ეს იყო სიმართლე და რეალობა და არავინ, ვინც აიღო პასუხისმგებლობა ამ კაცის საქართველოში ჩამოყვანაზე, და შემდგომ იმაზე, რაც შეიძლება მომხდარიყო, ვერავის ვერ დავურეკავდი და ვერც ერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტიპი, ხაზზე ვერ ვიპოვეთ" აღნიშნა გახარიამ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოლეგ ბარციცი
"საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო...

პოლიტიკა 14:45

საქბანკი აგროჰაბი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მწვანე მიმართულებით მათ გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა.   პროექტი...

ბიზნესი & ეკონომიკა 14:42

სალომე ედიშერაშვილი
VIDEO: საბა სხვიტარიძის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა

საბა სხვიტარიძის საქმის გამომძიებელის ჩვენება სასამართლოზე - პროცესზე მისულმა სალომე ედიშერაშვილმა დღეს თქვა, რომ რიგი საგამოძებო მოქმედებები არ ჩაუტარებია და ასევე აღიარა, რომ არ გამოუკითხავს პოლიციე...

პოლიტიკა 14:27

კაცი მანდატური
ვიდეო: „აი, ამ ადამიანმა... საბას დედას ხელები უშალა; ეზოში კი ჩემსკენ გამოიწია ხელით“ - მარიკა არევაძე

მარიკა არევაძე: აი ამ ადამიანმა:- ჯერ სასამართლოს მითითების მიუხედავად ვერ გაუბედა პოლიციელებს და ვერ უთხრა რომ გასულიყვნენ საბას სხსომის დარბაზიდან;- შემდეგ საბას დედას ხელები უშალა;- ეზოში კი ჩემსკე...

პოლიტიკა 13:52

პოლიცია დაკავება
სასამართლოს ეზოში პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა პირი, რომელმაც სხვიტარიძის საქმის გამომძიებელს "მონა" დაუძახა

სასამართლოს ეზოში პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა პირი, რომელმაც სხვიტარიძის საქმის გამომძიებელს "მონა" დაუძახა. "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია რეჟიმის ტყვის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმა გ...

პოლიტიკა 13:40

საქბანკი აიდ მენეჯერი
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნა უკვე ტერმინალის გარეშე არის შესაძლებელი

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა. მისი მეშვეობით...

ბიზნესი & ეკონომიკა 12:27