"არანაირი შეთანხმება, სანამ ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება, სანამ ეს ხორცსაკეპი მანქანა იქნება" - აშშ რუსეთისთვის სანქციების შესაძლო შემსუბუქებაზე
რუსეთ-უკრაინის ომი • 1744781501
არ იქნება მოლაპარაკებები, არანაირი გადაწყვეტილებები, არანაირი შეთანხმება, სანამ ხოცვა- ჟლეტა არ შეწყდება - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ განხილულა მოლაპარაკებებზე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რაიმე ფორმით შემსუბუქება, ან მოხსნა?
"რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს, მდივან რუბიოს და ნებისმიერ სხვა ლიდერს შორის გამართულ დისკუსიაზე. რაც შემიძლია ვთქვა, არის შეხსენება იმისა, რაც თავიდანვე ნათელი იყო: არ იქნებოდა მოლაპარაკებები, არანაირი გადაწყვეტილებები, არანაირი შეთანხმება მანამ, სანამ ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება. ხოლო ბზობის კვირის შემდეგ, ცხადია, რომ მეტი კითხვა უნდა გაჩნდეს იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის ერთგული. მაგრამ არ არსებობს მოლაპარაკებები ან შეთანხმება, რომელიც დაფუძნებულია ადმინისტრაციის და ასევე მდივან რუბიოს რეგულარულ განცხადებებზე, სანამ ეს ხორცსაკეპი მანქანა იქნება. ეს არ შეცვლილა. და სანამ ეს არ შეწყდება, მსგავსი არაფერი ხდება და ჩვენ, ცხადია, ვაგრძელებთ მუშაობას ამ მხრივ ცეცხლის შეწყვეტისთვის." თქვა ტემი ბრიუსმა.ცნობისთვის, რუსეთმა ბზობის დღესასწაულზე სუმის რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში და 34 ადამიანი მოკლა, მათ შორის, 2 ბავშვი. დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი.
ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც, მისი თქმით, რეჟიმის არაღიარებასა და მისთვის ლეგიტიმაციის არმიცემას გულისხმობს. მისი თ...
პოლიტიკა • 1776690342
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...
საზოგადოება • 1776689877
Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...
მსოფლიო • 1776688704
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...
პოლიტიკა • 1776686930
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...
საზოგადოება • 1776686637
ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...
მსოფლიო • 1776686624












