„რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს“ - ზელენსკი

ზელენსკია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის ბალისტიკურ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მან დაწერა, რომ რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს.

მისივე თქმით, მხოლოდ რუსეთზე დასავლეთის ზეწოლასა და უკრაინის თავდაცვის ძალების გაუმჯობესებას შეუძლია განსაზღვროს, თუ როდის დასრულდება ომი უკრაინაში.

“რუსულმა რაკეტამ ჩვეულებრივ ქალაქს დაარტყა, პირდაპირ დაეცა ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი შენობებია. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო ბალისტიკური რაკეტა. ამ დროისთვის დადასტურებულია გარდაცვალების 14 შემთხვევა, მათ შორის 6 ბავშვია. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სულ მცირე, ხუთი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

რუსული დარტყმები ყოველდღიურია. ხალხი ყოველდღე იხოცება. ასე გრძელდება მხოლოდ ერთი მიზეზით: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ ამას ვხედავთ. მთელი მსოფლიო ხედავს ამას. თითოეული რაკეტა, თავდასხმისთვის გამოყენებული ყოველი დრონი ადასტურებს, რომ რუსეთი მხოლოდ ომს ეძებს. მხოლოდ მსოფლიოს ზეწოლას რუსეთზე,  უკრაინის ძალისხმევას, ჩვენი საჰაერო თავდაცვასა და ჯარის გაძლიერებას შეუძლია განსაზღვროს, როდის დასრულდება ომი.

შეერთებულ შტატებს, ევროპას და დანარჩენ მსოფლიოს აქვთ შესაძლებლობა აიძულონ რუსეთი, შეწყვიტოს ტერორი და ომი. ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს”, – წერს ზელენსკი და რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სასულიერო პირი
"არტისტობას ნუ მასწავლით... ეს გზის გადაკეტვა რა არის?" - სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც წულუკიანის განცხადებას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამის შემდეგგზაზე შევიდა მანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისგან დაჟინებით ითხოვდა გატარებას. ავტომობილშ...

პოლიტიკა 3 წუთის წინ

კობახიძ წულუკიანი
„ეს არის ობიექტური მოცემულობის გახმოვანება“ - ივანიშვილის კობახიძე ივანიშვილის წულუკიანის განცხადებაზე

 "ქართული ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება "ფაქტის კონსტატაცია და ობიექტური მოცემულობის გახმოვანებაა". რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკა...

პოლიტიკა 5 წუთის წინ

ნიკა გვარამია წულუკიანი
„ბოროტი ქიშმიში“ - ნიკა გვარამია წულუკიანზე

ნიკა გვარამია: ეს თეა წულუკიანი, არც მეტი, არც ნაკლები, შეპყრობილია და ეგზორციზმის სეანსები სჭირდება.ბოროტი ქიშმიში

სოცმედია 35 წუთის წინ

წულუკიანი მიქანაძე
„თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად იქნა საზოგადოებაში ინტერპრეტირებული, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ - გივი მიქანაძე

თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად იქნა საზოგადოებაში ინტერპრეტირებული, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის, თუმც...

პოლიტიკა 38 წუთის წინ

ნინო ზაუტაშვილი
„სარჩელი უკვე მზად არის "ტვ იმედის" და საზმაუს მენეჯმენტის წინააღმდეგ“ - ნინო ზაუტაშვილი

პირველი არხიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი მენეჯმენტის წინააღმდეგ სარჩელი უკვე მოამზადეს - როგორც ნინო ზაუტაშვილი "პირველებთან" ამბობს, საზმაუს ყოფილი თანამშრომლე...

პოლიტიკა 40 წუთის წინ

საზმაუს მცველები
„მოვითხოვთ ზაუტაშვილისა და ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას; გვაქვს ინფორმაცია, რომ ზეწოლის მიზეზით რამდენიმე ადამიანმა დატოვა სამსახური“ - "საზმაუს მცველები"

  საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა უზრუნველყოფილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი იდეით და არსით არის დემოკრატიული ინსტიტუცია. სამწუხაროდ, დღეს ის არ ასრულებს კან...

პოლიტიკა 42 წუთის წინ