"უკრაინელებმა აჩვენეს ცეცხლის შეწყვეტის სრული მზაობა, საკმაოდ მალე პუტინს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, სერიოზულად უყურებს თუ არა მშვიდობას" - რუბიო

რუბიო

შეუძლებელია ომი დაასრულო, თუ ორივე მხარე ამაზე არ შეთანხმდება. და, ამას ახლა ვარკვევთ. გავარკვევთ საკმაოდ მალე - რამდენიმე კვირის განმავლობაში, და არა თვეების - სერიოზულად უყურებს თუ არა რუსეთი მშვიდობას. იმედი მაქვს, რომ ეს ასეა. მსოფლიოსთვის კარგი იქნებოდა, ეს ომი რომ დასრულდეს, თუმცა ნათელია, რომ ეს შეთავაზება უნდა შევამოწმოთ. ასე ვმუშაობთ ჩვენ ამ პროცესზე.

ამ კვირაში, ჩვენთან იყო ჩამოსული ბატონი კირილი [პუტინის წარმომადგენელი]. მქონდა მასთან საუბრის შესაძლებლობა. სხვებსაც შეხვდა. რაღაც გზავნილები წაიღო აქედან და ეს გზავნილები ასეთია: შეერთებულმა შტატებმა უნდა იცოდეს, სერიოზულად უყურებთ თუ არა მშვიდობას. საბოლოო ჯამში პუტინს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება; რუსეთის ფედერაციას მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. მიმაჩნია, რომ უკრაინელებმა აჩვენოს მზაობა შევიდნენ, მაგალითად, სრულ ცეცხლის შეწყვეტაში, რათა მოლაპარაკებისთვის სივრცე შექმნან.

რაღაც მომენტში, საკმაოდ მალე - და არა 6 თვეში - რუსებს და პუტინს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, სერიოზულად არიან თუ არა განწყობილები მშვიდობაზე, და იმედია, სერიოზულად.- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მედიასთან საუბარში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
წულუკიანი
„წულუკიანი ისტორიის გადაწერას ცდლობს და გმირებს შეურაცხყოფს“ - ომის ვეტერანები

აგვისტოს ომის ვეტერანები თეა წულუკიანის განცხადებას, თითქოს გიორგი ანწუხელიძე "ვიღაცის პიარს შეეწირა", მოღალატეობრივს უწოდებენ. ამბობენ, რომ "ოცნება" ახლა ისტორიის გადაწერას ცდილობს და გმირებს შეურაცხ...

პოლიტიკა 10 წუთის წინ

ტრამპი
ტრამპი წელს აშშ-დან 1 მლნ მიგრანტის დეპორტაციას გეგმავს - WP

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წელს რეკორდული 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაციას აპირებს. ამის შესახებ Washington Post-ი მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს...

მსოფლიო 6:34

აქცია რუსი ფოტოგრაფი
რუს პროპაგანდისტ ფოტოგრაფს, რომელმაც თბილისის აქციებზე გადაღებული ფოტოებით კონკურსი მოიგო, დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვევა გაუუქმეს

რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ფოტოგრაფს, რომელმაც ავტორიტეტულ ფოტო კონკურსში თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ნამუშევრებით გაიმარჯვა, დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვევა გაუუქმეს. World Press P...

პოლიტიკა 6:13

პაპუაშვილი პატარაია
„ამ ადამიანისთვის ჩარიცხული თითოეული ცენტი, არის ტერორიზმისთვის ჩარიცხული ცენტი“ - ივანიშვილის პაპუაშვილი ბაია პატარაიაზე

ივანიშვილის შალვა პაპუაშვილი სოცქსელში ბაია პატარაიას სტატუსის სქრინს აზიარებს და წერს: უკვე აღარ მგონია, მის რომელიმე უცხოელ დონორს ეს აწუხებდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანისთვის ჩარიცხ...

პოლიტიკა 5:15

წულუკიანი
„ბაბუა მოკლე ზუსტად ამ აფრასიძეებმა აქ რომ ანგელოზებად გამოჰყავთ“ - წულუკიანის ე. წ. საგამოძიებო კომისიას ხალხი უპირისპირდება

თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისია სკანდალში ეხვევა - "ქართულ ოცნებას" მოკლული ახლავ არღვლიანის ოჯახი საგანგებო განცხადებით  პასუხობს.   მოკლული კაცის შვილიშვილი ამბობს, რომ წულუკიანის კომისიას მისი ო...

სოცმედია 4:08

ორჯონკიძე ივანიშვილი
„თავიდანვე ბანდიტების მფარველი იყო თავად ბანდიტი ივანაშვილი - 90-იანების პირველ ნახევარში რუსეთში პირველი დიდი ფული რუსი პენსიონერების საბანკო ანაბრების ძარცვით იშოვა! საქართველოს ხელისუფლებაში კი 9 თვის ჩვილის მკვლელობით მოვიდა“ - მაია ორჯონიკიძე

მაია ორჯონიკიძე: ვაზაგაშვილმა უფროსმა ყაზბეგში მოხუცი ცოლ-ქმარი აწამა და დააუთოვა, ვაზაგაშვილმა უმცროსმა ერთი ყმაწვილი მოკლა და მეორე, ვინც შემთხვევით ამ მკვლელობას შეესწრო, მეთერთმეტე სართულიდან გადა...

სოცმედია 4:04