"პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება... დიდი მიღწევაა ეს, როგორც ჩანს" - ესებუა დამკავებელ პოლიციელს
სამართალი • 1679331540 507

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პირველად დაიკითხა სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, ავთანდილ გალდავა. სწორედ გალდავაა ის პირი, ვინც ესებუას მილიონი ლარი გადასცა და გასვლის შემდეგ ის მძევლად თან წაიყვანა.
გალდავას თქმით, თავდაპირველად ესებუა თანხას და ვერტმფრენს ითხოვდა, გარდა ამისა, მისივე თქმით,
მან ესებუას ხმა მძარცველის ხმას პირველივე პროცესზე მიამსგავსა.
"ისიც გამიკვირდა, რომ პიროვნება ბანკშია შესული და სულაც არ კითხულობს იქ 500 000 ლარი არის თუ არა და გარედან ითხოვს ფულის შეტანას, როდესაც საკმაოდ დიდი ოფისია ზუგიდში, საკმაოდ დიდი ოფისი არის და რატომ გარედან.. მითხრა ხელმძღვანელობამ, რომ ისევ შენ დაელაპარაკე და აუხსენი, რომ ფულის თემას აუცილებლად მოვაგვარებდით და მანქანის თემას მოვაგვარდებოდა პრობლემა არ იყო, რადგან ამ ვერტმფრეს უკვე ჩაეხსნა" - თქვა გალდავამ.
პროცესზე ესებუამ მოსამართლეს კითხვის დასმის უფლება სთხოვა და გალდავას მისი დაკავება მიულოცა.
"პირველ რიგში, მინდა, რომ მოგილოცოთ ჩემი დაკავება, დიდი მიღწევაა ეს როგორც ჩანს. მე გამიხარდებოდა, რომ როგორც მე და ჩემ ოჯახს შეგვებრძოლეთ, ისე შეებრძოლოთ ჩვენ მტერს, რაც შეეხება ჩემს კითხვას, თქვენ როცა აძლევდით ჩვენებას, რამდენჯერმე აგიჩუყდათ გული. მე მაინტერესებს რატომ არ აგიჩუყდათ გული, როცა ჩემ ოჯახს სასტიკად გაუსწორდით, ჩემი უდანაშაულო ძმა ოთხი წლით გაუშვით ციხეში და ჩემს ნათესავებსაც იგივე "ტრიუკი" გაუკეთეს" - თქვა ესებუამ.

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...
პოლიტიკა • 1685465201

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....
პოლიტიკა • 1685462135

მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...
საზოგადოება • 1685462057

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1685460921

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...
სოცმედია • 1685460818

11-12 ივლისს ვილნიუსში არის ნატოს სამიტიდღეს ღარიბაშვილმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა პუტინის გზავნილი - თითქოს რუსეთი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა რომ ნატოს გაფართოება შეეჩერებინათავი რომ დავანებოთ იმას რომ ე...
პოლიტიკა • 1685460708