"თანახმა ვარ ამნისტიაზე, მზია ამაღლობელის გათავისუფლების სანაცვლოდ"..."მორჩით ცირკებს'' - ძალადობაში ბრალდებული კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნების სასამართლო
სამართალი • 1743175278
შიდა ქართლის პროკურატურამ, სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი მილაძეზე ძალადობის მუხლით, კასპის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეს გიორგი მჭედლიშვილსა და აპარატის უფროსს ზურაბ ჩიტიშვილს ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 2022 წლის თებერვალში მომხდარ შემთხვევას, როდესაც საკრებულოს მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებზეც იძალადეს. საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშიცაა გაგზავნილი.
კასპის საკრებულოში "მთავარი არხის" ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ [video]
ძალადობის შესახებ ვიდეომასალა თავად სამოქალაქო აქტივისტმა გადაიღო. ირაკლი მილაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს. ბრალდებულებს გირაო შეუფარდეს და ბრალდების მიუხედავად, მაღალ თანამდებობებზე კვლავ მუშაობენ.
დღეს გორში სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჩიტიშვილმა ,,ცირკი'' უწოდა მზია ამაღლობელის შემთხვევას.
"რას იტყვით იმ შემთხვევაზე, როდესაც მზია ამაღლობელი სილის გაწვნისთვის არის დაკავებული, ხოლო თქვენ გარეთ ხართ ადამიანის დასისხლიანებისთვის?' - ჰკითხეს ჟურნალისტებმა ჩიტიშვილს.
,,მორჩით ცირკებს'' - უპასუხა ჩიტიშვილმა.
ირაკლი მილაძეს გორის პროკურატურიდან აცნობეს, რომ მისი სურვილის შემთხვევაში, კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს, ამნისტია შეეხებათ.
ირაკლი მილაძე ამბობს, რომ თანახმაა, თუმცა მზია ამაღლობელის თავისუფლების სანაცვლოდ.
"ჩემი ცემიდან 3 წელი გავიდა. აღარც მახსოვდა ეს ამბავი. მე თანახმა ვარ, მით უმეტეს ერთ-ერთი ბრალდებული ასაკოვანი კაცი ყოფილა, გავრცელდეს მათზე ამნისტია, თუკი საჯაროდ ბოდიშს მოიხდიან და ასევე თუკი პროკურატურა მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვს.'' - განაცხადა ირაკლი მილაძემ.[ფოტო: ქართლის ამბები]
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331
დიპლომატი, გია ჯაფარიძე საერთაშორისო პატნიორებს ურჩევს, აამოქმედონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ, რათა საქართველოს მოქალაქეების დახმარება შეძლონ. ჯაფარიძის თქმით, ახლა საჭიროა ნაკლები საუბა...
პოლიტიკა • 1773055828
რომან გოცირიძე:როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსა...
სოცმედია • 1773055664
ორთოპედიული ბალიშების ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია. ეს პროდუქტი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა. ეს პრო...
ჯანმრთელობა • 1773055479
სალომე ზურაბიშვილი: ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზე (თუ ვითომც თვითმკვლელობაზე), უწესო ცხოვრებაზე და კიდევ რაზე არა, ოცნების მაღალ თანამდებობების პირები თუ დაბალი ჩინოვნიკები არიან შემ...
პოლიტიკა • 1773054324
ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ალიანსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა, რომ "ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი." კობა...
პოლიტიკა • 1773054177












