„არის განცდა, რომ ხელისუფლება მიდის რუსეთისკენ, თუმცა ამას არ ამბობს“ - მამა დოროთე
საზოგადოება • 1744777417
ყველას აქვს ასეთი განცდა, რომ ჩვენი ხელისუფლება მიდის რუსეთისკენ. მაგრამ ამას არ ამბობენ, რადგან იციან, რომ იქითკენ წასვლა - მიდიან - მაგრამ არ არის სწორი. იძახიან, რომ "მივდივართ ევროპისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შევწყვიტეთ". მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დგას მთავრობის წინაშე და მათ სათქმელი ექნებათ, რომ "ჩვენ არ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა რუსეთი".
[...] არცერთ ჯარისკაცს არ აქვს იმის უფლება, რომ ბრძანება გააკრიტიკოს, ასე იყო მაშინაც და ასეა ახლაც, ყველა ქვეყანაში - უბრძანეს? მიდის. - მტერია? უნდა დახვდეს.
ესენი რას ამბობენ, რომ "აი, ანწუხელიძე უაზრო მსხვერპლია". ამით რას ეუბნებიან ჯარისკაცს? რომ "ჩვენ თუ ბრძოლას მოგიწოდებთ, ჯერ დასხედით, განიხილეთ რამდენად სწორად, ჩვენი ბრალია თუ არა მტერი რომ შემოვიდა". ეს ანწუხელიძემ როგორ უნდა გაარკვიოს, მიშას ბრალია რუსეთის შემოსვლა თუ რუსეთის ბრალი. მით უმეტეს, ანწუხელიძემ იცის, რომ საკუთარ ქვეყანაში ომს არ იწყებენ, ის არ გადასულა სხვა ქვეყანაში, საკუთარ ქვეყანაში იდგა. რომელი ერი არ ისურვებდა, რომ ანწუხელიძე მისი ერის შვილი ყოფილიყო. რომელი ერი არ იამაყებდა ანწუხელიძით. და ჩვენ, ერი ვამაყობთ, მაგრამ მთავრობა რას აკეთებს?
თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა სამოქალაქო პლატფორმა "ისაუბრესთან" კომენტარში.
ცნობისთვის, ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა 11 აპრილს პირველი არხის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე საუბრისას თქვა, რომ "ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის - ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ".
"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის შეფასებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო შეთანხმ...
პოლიტიკა • 1768304955
"ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი, ეკატერინე ტიკარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "პირველების" შეკითხვას პასუხობს. ჯანდაცვის ყოფილი მინის...
პოლიტიკა • 1768302869
ალეკო ელისაშვილი მოსამართლე მზია გარშაულაშვილს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე უყვება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხომათა დარბაზში ამბობს, რომ ბორკილები ისე ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაშ...
პოლიტიკა • 1768301481
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა. გიგუაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი ახლა ციხეში შესახლებ...
პოლიტიკა • 1768299741
"ხამენეი 12 დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ხელმძღვანელობის წევრები "ქვეყნიდან გაქცევისთვის ემზადებიან" - ამის შესახებ ირანის შაჰის დინასტიის მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევმა განაცხადა. მისი...
მსოფლიო • 1768299082
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ირანში მიმდინარე მოვლენებზე მკვეთრი შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნის მოქმედი რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ინდოეთში ვიზიტისას ისაუბრა. „თუ...
მსოფლიო • 1768298986












