1745292341
რომელი ცნობილი მომღერლის შვილიშვილია პოლიციელი “Nike”-ის მაისურით და რა კავშირი აქვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან
საზოგადოება • 8 აპრილი 10:30
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები.
ამასთან, სააგენტო განმარტავს, კონკრეტული პროდუქტის შეძენისას, თუ რას უნდა მიაქციოს მოსახლეობამ ყურადღება.
ხორცის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ:
• შენახვისა და განთავსების პირობებს - ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით - 2-დან 6-გრადუსამდე; შენახვის ვადა 48 საათია.
გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია :
იმ ქვეყნის დასახელება, სადაც მდებარეობს სასაკლაო;
იმ სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი;
ხორცის დამზადების თარიღი და საათი.
თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო"), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი;
ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც ხორცი ინახება.
სეს-ს ცნობით, კვერცხის შეძენისას, მოსახლეობამ ყურადღება უნდა მიაქციოს შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვარგისიანობის ვადას, ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხის წარმოშობის ქვეყნისა და წარმოების თარიღის შესახებ.
"გაითვალისწინეთ - ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია", - ამბობენ სააგენტოში.
აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეხმიანება და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლების ანგა...
პოლიტიკა • 6 წუთის წინ
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 23 აპრილს ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი დაესწრება. შეხვედრაში ბრიტანეთის და უკრაინის გარდა მონაწილეობას საფრანგეთი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 9 წუთის წინ
მსოფლიოში ცნობილი ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ირმა გიგანი რომის პაპთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: საოცარი და გამორჩეული აბსოლუტურად გულდასაწყვეტია.ჩემი გულითადი სამძიმარი,რა ენერგია ჰქონდა.გ...
სოცმედია • 25 წუთის წინ
ტრაგედია დატრიალდა კახეთში. თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენში მცხოვრები მამაკაცი და მისი ორი შვილი ტბაში დაიხრჩვნენ. გარდაცვლილები არიან გია ბურნაძე დ...
შემთხვევა • 34 წუთის წინ
"ახალგაზრდა პოლიციელი", რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე ფორმის გარეშე, „nike”-ს მაისურით გამოჩნდა და დაკავებებში, მათ შორის ქალების მიმართ ძალადობრივ ქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა რეზი ჯინჭარ...
პოლიტიკა • 3:25
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გელა ხასაია, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა ხასაიას 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ზაჰესის იზოლატორიდან წერილს აქვეყნებს და წერს, რომ “საკნიდან უფრო მძაფრა...
პოლიტიკა • 3:20
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა