საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს  შეხვდა

საზოგადოება 27 მარტი 12:49

პავლიაშვილი არეშიძე

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე,  სოლომონ პავლიაშვილი ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს  შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე. 

 

შეხვედრის მთავარი თემა იყო ცირკულარული ეკონომიკის სწავლების დანერგვა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში. ბატონი სოლომონი წლების განმავლობაში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას და არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. იგი მუშაობს როგორც აგრარული მეცნიერების ასევე, მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით. 

 

რექტორთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ცირკულარული ეკონომიკის, როგორც დისციპლინის სწავლების შესაძლებლობა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში - როგორც არჩევითი, ისე ძირითადი კურსის სახით. ასევე, საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის და ნარჩენების მართვის მიმართულებით ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების საკითხს. აღსანიშნავია, რომ ბატონი სოლომონის ხელმძღვანელობით, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი,  თანამშრომლობს ბერნის  უნივერსიტეტთან  და განიხილეს ამ მოდელის ბსუ-ში დანერგვის შესაძლებლობა. 

 

შეხვედრის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა რექტორს გადასცა სახელმძღვანელოები: ,,საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება“, ,,ცირკულარობის გზამკვლევი საქართვლოსთვის“ და ,,შუა დერეფნის ენერგეტიკული განზომილება“, რომლებიც შემუშავდა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის მიერ, რომლის ხელმძღვანელიც თავად არის.  სამეცნიერო მასალა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში აღნიშნული მიმართულებით სწავლებისა და კვლევების განვითარებას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავითაიას ქუჩ
ისნის რაიონში დავითაიას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონის გამგეობამ თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.   ინფრასტრუქტურული პროექტის  ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო...

საზოგადოება 6:43

პარლამენტის წევრი
"არ გაგიტარებთ“ - ნინო წილოსანი იმუქრება

"ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი. ეს დღეებია, ერთი მეორის მიყოლებით პოსტავდნენ ანწუხელიძის სახელს... ჰგონიათ პიარის დახმარებით ყველაფრის გადაფარვა შეუძლი...

სოცმედია 6:39

ნანუკა ჟორჟოლიანი
„დღეს, რუსთაველზე გავდივართ საქართველოსთვის და გავდივართ ბევრნი, რადგან უნდა დავანახოთ ყველას, რომ არავინ დათმობს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: მნიშვნელობა არ აქვს ვის ვირჩევთ.ვინ მოგვწონს და ვინ არა.არის ამ ყველაფერზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი.ეს არის საქართველო და მისი დამოუკიდებლობა.დღეს, რუსთაველზე გავდივართ საქართვ...

სოცმედია 6:37

ზელენსკი პუტინთან საუბრისთვის მზადაა
"პუტინს არ აინტერესებს დიპლომატია... ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ს წინადადების პასუხია რუსული დრონები და ბომბები, რუსეთი იმსახურებს ყველა მკაცრ ზომას" - ზელენსკი

„სამწუხაროდ, დღეს უკვე მეტი დარტყმა და დაბომბვა მოხდა. ჩერკასის რეგიონი - თავს დაესხნენ დრონებით. ხერსონის რეგიონი - არტილერია და დრონების მიერ ჩვეულებრივ შენობებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ჩამოყრილ...

რუსეთ-უკრაინის ომი 6:31

ამინდი
წვიმა, ელჭექი, ქარი – დღევანდელი ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებ...

საზოგადოება 6:25

გიორგი გახარია
„გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად“ - გიორგი გახარია

ზუსტად 34 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერ...

პოლიტიკა 6:18