1745228381
„გწერთ, ვინც აქამდე სიყვარულით და უდიდესი ენერგიით მგულშემატკივრობდით, გჯეროდათ ჩემი, ვგრძნობ, ისევ გვერდში დამიდგებით და ამიტომაც. არც მაქვს სხვა გამოსავალი, ისეთი რამ დამჭირდა“ - ხათუნა სამნიძე
სოცმედია • 9 აპრილი 13:06
სისტემა მახინჯია არა მხოლოდ თავისი სტრუქტურით, არამედ, უპირველესად, შინაგანი ბუნებით. იგი მაამებლურია, ფუჭი გარეგნულობითაა მოცული და არ მალავს თავის ნამდვილ, ღია რუსულ ხასიათს - მტრულს, დამონებისმოყვარეს, ბოროტის გამტარს. ეს სისტემა, ქართული სახელწოდებებისა და ლოზუნგების მიუხედავად, პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ეროვნულ თვითშეგნებასა და თავისუფლების სულისთვის.
უკვე ორი საუკუნეა, რაც რუსეთი იბრძვის ქართული იდენტობის, დამოუკიდებლობისა და სულიერი ღირსების წინააღმდეგ - შეუპოვრად, დაგეგმილად, ცბიერად. დღესაც, 21-ე საუკუნეში, მისმა აგენტურმა ქსელებმა მყარად ჩაიგდეს ხელში ქვეყნის მართვის ბერკეტები. ჩვენივე თანამემამულეების მეშვეობით ხდება ბრძოლა ქართველი ადამიანის წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, 80-90-იანი წლების თაობა, ჩვენი მშობლები და ბებია-ბაბუები, ბოლომდე ვერ გათავისუფლდნენ იმპერიული ლოიალობისაგან. საბჭოთა სენტიმენტები - მანეთისადმი ნოსტალგია და ილუზიური სტაბილურობის სურვილი, მათ მეხსიერებაში დღემდე ბობოქრობს. შედეგად, მათივე შთამომავლობა ან გაზარდეს დამახინჯებული იდენტობით, ან საერთოდ ვერ აღზარდეს - თაობები, რომელთაც აკლიათ მორალური ხერხემალი, შინაგანი გმირობა და მწყურვალე სული უფლისა და სიმართლისკენ.
გვჭირდება გმირები. არა ბრმა ძალით, არამედ სულის ძლიერებით მებრძოლნი, თავდადებულნი, გაუტეხელნი, გაუყიდავნი. ადამიანები, რომლებიც არ დაექვემდებარებიან დროებით სარგებელს, არ იტყვიან უარს ჭეშმარიტებაზე და არ დამალავენ სახეს, როცა სიმართლეა სათქმელი.
ღმერთო, გადმოგვხედე, რათა კვლავ აღდგეს ქართველი კაცი, როგორც თავისუფლების შვილად მოვლენილი, მახვილი გონებით, მამაცი გულითა და უდრეკი სულით.წერს Facebook-ზე არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მთელი მსოფლიოს...
საზოგადოება • 9 წუთის წინ
"ქართული ოცნება" დაარსების 13 წელს აღნიშნავს. პოლიტსაბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის დაარსების შემდეგ, "2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინ...
პოლიტიკა • 10 წუთის წინ
„სოლიდარობა! თავისუფლება!“ — რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პოლიტიკა • 25 წუთის წინ
ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკეზეა, რომლებიც გლოვობენ პაპ ფრანცისკეს აღდგომის ორშაბათს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს. სალომე ზურაბიშვილი ასევე პაპ ფრანცისკესთან...
საზოგადოება • 32 წუთის წინ
თამარ ჩერგოლეიშვილი: და კიდევ ერთი თხოვნა მექნება აღელვებულ აქტივისტებთან:ხმა ვისაც მიეცით, ის პარტია აკაჩავეთ.თუ იმედი გაგიცრუვდათ, მოათვალიერეთ სპექტრი, ამოარჩიეთ ახალი პარტია და იმას მიადექით კითხვ...
სოცმედია • 34 წუთის წინ
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 12 წლის განმავლობაში იყო კათოლიკური ეკლესიის სულიერი ლიდერი. მისი გარდაცვალება ნიშნავს, რომ ვატიკანში დაწყებულია საუკუნოვან ტრადიციებზე დაფუძნებული...
მსოფლიო • 36 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა