„იცით, ვინ ყოფილა ექს-პრემიერ, ამჟამად ძალად გაოპოზიციონირებული გახარიას მამა, ბატონი ზაური? არა? მოგახსენებთ...“ - შალვა ნათელაშვილი
სოცმედია • 1744773731
შალვა ნათელაშვილი:
მაპატიეთ, გვიანია, მაგრამ ამ ამბის უთქმელობაც დილამდე არ ივარგებს. იცით, ვინ ყოფილა ექს-პრემიერ, ამჟამად ძალად გაოპოზიციონირებული გახარიას მამა, ბატონი ზაური? არა? მოგახსენებთ, საქართველოს დამოუკიდებლობის ყველაზე საშიში მტრის, საქართველოსთან მიმართებით თანამედროვე რუსული იმპერიული იდეოლოგიის მამამთავრის, დღესაც ყველა კრემლის გეგმების განხორციელებაში მთავარი ვიზის გამცემის, პუტინის ორდერის კავალერ, ალექსანდრე ჭაჭიას თანამებრძოლი, მასთან ერთად რუსეთის სპეცსამსახურთა გეგმით სეპარატულ მოტივაციათა გასაღვიძებლად, სახალხო მოძრაობა--"სამეგრელოს" დამფუძნებელი და კოორდინატორი, მაგ რეგიონში სეპარატიზმის გასაღვივებლად მოსკოვიდან წამოსული მილიონების მიმთვისებელი.რა თქმა უნდა, თავის დროზე სწორედ მოსკოვმა გამოგზავნა გახარია, ჭაჭიას პროტექციით, პრემიერად ივანიშვილის კარზე, რათა დიდი ბატონი ეკონტროლებინა. რაც, არ გამოეპარა ჭორვილელ ტურას და პირველსავე შესაძლებლობისთანავე ამოჰკრა პანჩური. აი, როგორ ხვდებიან ჩვენს უბედო ქვეყანაში აგენტურა უმაღლეს ხელისუფლებაში და მერე, როგორ გადმოდიან ისინი ოპოზიციაში და უფრო მეტიც----მე მიტოლებენ თავს, ხოლო ზოგიერთი იდიოტი ასეთებს ხმასაც აძლევს. ფუი, თქვენი. მაპატიეთ.
ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...
სოცმედია • 1772907484
გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...
სოცმედია • 1772903209
გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...
პოლიტიკა • 1772898323
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...
პოლიტიკა • 1772896558
ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...
პოლიტიკა • 1772896140
დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.
სოცმედია • 1772894141












