„ორი დროშით იყო მოსული, თავისი მათხოვა და ზემოთ აღვმართეთ ორმა ქართველმა ამაყად“ - როგორ იხსენებს ქართველი სტუდენტი შოვში დაღუპულ ზაზა მესხთან შეხვედრას

სოცმედია 15/8/2023 • 5:06

ზაზა მესხი

შოვში, სტიქიის ზონაში 8 ადამიანის ძებნა-შველის ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. დაკარგულებს შორის არის ზაზა მესხი და მისი სამი შვილი. ზაზა მესხი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჰოლანდიიდან ჩამოვიდა და შოვში დასასვენებლად იმყოფებოდა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს შორის იდენტიფიცირებულია ზაზას მეუღლე – ალინა პოლიკოვსკა.

სოციალურ ქსელში მოქალაქე ლიზა ოთიურიძე ზაზა მესხის შესახებ წერს და მასთან შეხვედრას იხსენებს:

„როდესაც სტუდენტი გოგო, მრავალი კილომეტრით შორს, სხვა ქვეყანაში, უკრაინის ოკუპაციას აპროტესტებ და უცბად ხედავ ზღვა ხალხში საქართველოს დროშას აღმართულს, სიამაყით და ბედნიერებით ივსები.

შემდეგ მისი მიმართულებით სვლას იწყებ, თან სიხარულისგან გულისცემა გემატება. აღმოაჩენ ადამიანს, რომელთან გასაუბრებაც გარწმუნებს შენი მცირე, მაგრამ მტკიცე ერის პატრიოტიზმში.

ზაზა მქვიაო, წლებია შორს ვარ მაგრამ სულ ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავარ და შორიდან როგორც შემიძლია, ჩემს ქვეყანას ვეხმარებიო. გაუხარდა, რომ გამიცნო ქართველი სტუდენტი, დახმარებას დამპირდა, საჭიროების შემთხვევაში. ისეთი პატრიოტი, სუფთა თვალების და ღრმა აზროვნების ადამიანი იყო, გაოცებული დავრჩი.
ძალიან იშვიათად თუ მოუხდენია ასეთი შთაბეჭდილება ვინმეს ასეთ მცირე დროში. ოჯახით და შვილებით მრავალი წელია ნიდერლანდებში ვცხოვრობო.

რუსეთის აგრესიას აპროტესტებდა – ისიც და მეც. მე, სამწუხაროდ, უდროშოდ, ის კი ორი დროშით იყო მოსული. თავისი მათხოვა და ზემოთ აღვმართეთ ორმა ქართველმა ამაყად.
გვარიც მითხრა და ზღვა ხალხში ვეღარ მოვახერხეთ კოორდინატების გაცვლა.

შოვის ტრაგედიისას აღმოვაჩინე დაკარგულების ფოტოებში. ზაზა მესხი ჰოლანდიიდან, შვილებთან ერთად.

მინდა იცოდეთ მისმა მეგობრებმა, რაც ალბათ ისედაც იცით, თქვენ ძალიან მაგარი მეგობარი გყავდათ, რომელიც თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული იყო“, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიანმარში
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 056-მდე გაიზარდა

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა და 2 056 შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს. ამ დროისთვის დაშავებულია 3 900-მდე ადამიანი, ხოლო 270 დაკარგულად მიიჩნ...

მსოფლიო 4 წუთის წინ

ორბანი ლეპენი
„მე ვარ მარინი“ - ორბანის სოლიდარობა ლე პენს

 Je suis Marine!  [ „მე ვარ მარინი“] - წერს  X-ზე უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი და მარინ ლე პენს სოლიდარობას უცხადებს. შეგახსენებთ, საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი ევროკ...

მსოფლიო 10 წუთის წინ

გია ხუხაშვილი
„წესით, ძალიან მალე დაიწყებს ამერიკული პოლიტიკური კლასი (ქოცების ენაზე დიფ სტეიტი) მის გაკოჭვას“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:„ლეპენის დაპატიმრება, დანია-გრენლანდიის ურყევი პოზიცია, არის ტრამპის ევროპული პოლიტიკის და არა მხოლოდ ევროპულის, კანადასთან მიმართებაშიც – სრული ფიასკო.წესით ძალიან მალე დაიწ...

სოცმედია 14 წუთის წინ

ლე პენი
მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა

ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს, ევროკავშირის სახსრების მითვისების საქმეში, სასამართლომ თანამდებობის დაკავება 5 წლით აუკრძალა, შესაბამისად, ის 2027 წლის საპრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს....

მსოფლიო 21 წუთის წინ

გიორგი ჩიკვაიძე
„დაწესებულებაში შეყვანისას მეც გამაშიშვლეს, ბუქნების კეთებაც მაიძულეს“ - გიორგი ჩიკვაიძე

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ 11 მარტს დაკავების შემდეგ ისიც გააშიშვლეს, ბუქნების გაკეთება აიძულეს, შემდეგ კი სკანერზე გაატარეს. "ბოლო დღეებია, ვფიქრობდი, მეცნობებინა თუ ა...

პოლიტიკა 22 წუთის წინ

შალვა პაპუშვილი
„აქ დაბალი ღობე არავინაა” – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მარინ ლე პენის შესახებ ინფორმაციას აზიარებს და წერს: ,,მე, რა თქმა უნდა, არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში...

პოლიტიკა 27 წუთის წინ