1744517289
„ბაბუა მოკლე ზუსტად ამ აფრასიძეებმა აქ რომ ანგელოზებად გამოჰყავთ“ - წულუკიანის ე. წ. საგამოძიებო კომისიას ხალხი უპირისპირდება
სოცმედია • 6 აპრილი 5:22
ჟურნალისტი დათო გამცემლიძე:
ტრამპი „ჭკვიანი გიჟია“.არის ასეთი სოციოტიპაჟი: „ჭკვიანი გიჟი“.მისი გადაწყვეტილებების ახსნა „იდიოტიზმით“ ყველაზე იოლია, თუმცა ლოგიკა მათში არის.. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .მაგალითად საბაჟო ტარიფები: აბსოლუტურად უდავოა, რომ ამერიკას თითქმის ყველა სავაჭრო პარტნიორი ძარცვავდა შეუსაბამო საბაჟო ტარიფებით.ანუ თვითონ ბეგრავდნენ მაღალი განაკვეთით ამერიკულ პროდუქციას, ხოლო ამერიკა ვერ ბეგრავდა იმავე განაკვეთით.„ვერ“ რატომ?იმიტომ, რომ ეს იყო, დიახაც „ფასი“, რომელსაც ამერიკა და ამერიკელი ხალხი იხდიდა გლობალური ლიდერობისთვის და გლობალური გავლენისთვის.ისევე, როგორც USAID მაგალითად.თუმცა ტრამპის „ფილოსოფის“ საფუძველი იზოლაციონიზმია; რაც სხვათა შორის ამერიკისთვის უცხო სულაც არ არის. ტრამპამდეც არსებობდა.არათუ XIX საუკუნეში, არამედ რუზველტის დროსაც კი. პირველ ეტაპზე.შესაბამისად, ტრამპის მიზანი ახლა ამერიკაში სამუშაო ადგილების შექმნა, ამერიკული ინდუსტრიების აღორძინებაა და სხვა ყველაფერი კიდია:„დაგიჭამიათ ერთმანეთი“.ტრამპის ლოგიკაც ესაა: ოდესღაც საამაყო დეტროიტი, Ford-ის სამშობლო, რატომ იქცა ვირთხების საუფლოდ? იმიტომ, რომ 1970-იანი წლებიდან გერმანულმა მანქანებმა.......იაპონურმა მანქანებმა.......ზუსტია გათვლა, რომ გერმანულ, კორეულ და იაპონურ ავტომობილთა იმპორტის შეზღუდვა ამერიკის „ავტომრეწვეს“ ააღორძინებს?დიახაც ნამდვილად ზუსტია:ახლავე არა, 1-2 წელიწადში არა, მაგრამ ამერიკის გენიალურ ინდუსტრიებს, მის მაღალკვალიფიციურ „ცისფერსაყელოიან“ მუშებსა და „თეთრსაყელოიან“ ინჟინრებს ნამდვილად აქვთ პოტენციალი ამერიკული „ავტომრეწვი“ დროთა განმავლობაში ძველებურად „დაქოქონ“.ანუ რაც ყველაზე მთავრია ტრამპისთვის - Jobs (!!-სამუშაო ადგილების) შექმნას ამით ტრამპი ნამდვილად მიაღწევს.. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ახლა დავაკვირდეთ ოპონენტებს რა არგუმენტი მოჰყავთ საწინააღმდეგოდ(?): „იმპორტი გაძვირდება და ამერიკელები იძულებულნი გახდებიან „მერსედესებსა“ და „ტოიოტებში“..... მეტი გადაიხადონო“.....ან საერთოდ ვეღარ იყიდიან საყვარელ მანქანებსო.მერე და რა ამით?უკაცრავად, უკაცრავად........კი, ნამდვილად ასე იქნება, მაგრამ.....რა უფრო არსებითია ტრამპისთვის და კაცმა რომ თქვას ამერიკული სოციუმისთვის ანუ ამერიკელი ხალხისთვის? ამერიკაში შეიქმნას სამუშაო ადგილები, მუშა დასაქმდეს, ინჟინერი დასაქმდეს, ჯანდაცვის დაზღვევის ყიდვა შეძლონ ოჯახისთვის და აღარ იყონ იძულებულნი ცოლ-შვილის ოპერაციისთვის ყველაფერი გაყიდონ....... თუ ის, რომ ამერიკელმა, რომელიც BMW-ზე ან Lamborghini-ზე გიჟდება მეტი გადაიხადოს? ან საერთოდ ვეღარ იყიდოს?დიდი ბოდიში...... თუ ვეღარ იყიდის და იძულებული გახდება Porsche-ს ნაცვვლად Ford-ით იაროს, ეს არ არის დიდი უბედურება. ამით ცხოვრება არ დაენგრევაბოლოს და ბოლოს, Ford გერმანულ მანქანებს არ სჯობს, მაგრამ რუსული Москвич-ის მაგვარი ნაგავი არ არის ხომ?მანქანაა.გაუბედურდება ამით ადამიანი თუ Mercedes-ით ვეღარ ივლის? კი, მისთვის პერსონალურად ეგებას დიდი უბედურება იყოს, მაგრამ.....განა ეს „უბედურება“ თანაზომადია უმუშევარი ადამიანის უბედურებასთან? განადგურებულ დეტროიტთან?ტრამპის წინამორბედები უბრალოდ ვერ ბედავდნენ მეთქი იგივეს, თორემ პრობელმა არსებობდა.„გიჟია/იდიოტია“-ს ძახილი ჩვენც ბევრჯერ გამოგვიცდია და პიტალო პრიმიტივებზეა გათვლილი: ყველა შემთხვევაში აუცილებელია „აღმძრავ ლოგიკას“ მივაგნოთ.გლობალური ლიდერობის დაკარგვით (ეს ლიდერობა „ფასი“ ღირს მეთქი და მონეტერული გამოხატულებაც აქვს საბოლოოდ - დოლარის ძლევამოსილებით თუნდაც) რომ ამერიკა აუცილებლად (!!), გრძელვადიან პერსპექტივაში (ანუ 50-100 წლის მასშტაბირებით) დაემცრობა, „დაპატარავდება“ ეს უეჭველია, მაგრამ ტრამპი მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაზე თვლის და მის მოქმედებაში ლოგიკა ნამდვილად არის.ამას ვერ დაუკარგავდათო
აგვისტოს ომის ვეტერანები თეა წულუკიანის განცხადებას, თითქოს გიორგი ანწუხელიძე "ვიღაცის პიარს შეეწირა", მოღალატეობრივს უწოდებენ. ამბობენ, რომ "ოცნება" ახლა ისტორიის გადაწერას ცდილობს და გმირებს შეურაცხ...
პოლიტიკა • 10 წუთის წინ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წელს რეკორდული 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაციას აპირებს. ამის შესახებ Washington Post-ი მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს...
მსოფლიო • 6:34
რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ფოტოგრაფს, რომელმაც ავტორიტეტულ ფოტო კონკურსში თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ნამუშევრებით გაიმარჯვა, დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვევა გაუუქმეს. World Press P...
პოლიტიკა • 6:13
ივანიშვილის შალვა პაპუაშვილი სოცქსელში ბაია პატარაიას სტატუსის სქრინს აზიარებს და წერს: უკვე აღარ მგონია, მის რომელიმე უცხოელ დონორს ეს აწუხებდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანისთვის ჩარიცხ...
პოლიტიკა • 5:15
თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისია სკანდალში ეხვევა - "ქართულ ოცნებას" მოკლული ახლავ არღვლიანის ოჯახი საგანგებო განცხადებით პასუხობს. მოკლული კაცის შვილიშვილი ამბობს, რომ წულუკიანის კომისიას მისი ო...
სოცმედია • 4:08
მაია ორჯონიკიძე: ვაზაგაშვილმა უფროსმა ყაზბეგში მოხუცი ცოლ-ქმარი აწამა და დააუთოვა, ვაზაგაშვილმა უმცროსმა ერთი ყმაწვილი მოკლა და მეორე, ვინც შემთხვევით ამ მკვლელობას შეესწრო, მეთერთმეტე სართულიდან გადა...
სოცმედია • 4:04
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა