„ურჩიეთ” პროკურატურას ბავშვების ფონდს მოხსნან ყადაღა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
სოცმედია • 1793294655
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მისი საქველმოქმედო ფონდის ანგარიშებისთვის ყადაღის მოხსნას ითხოვს.
ჟურნალისტის თქმით, ფონდის ანგარიშებზე თითქმის ნახევარი მილიონი ლარია დაყადაღებული, რომლის გამოყენებაც უამრავი ბავშვის დასახმარებლად არის შესაძლებელი.
„მივმართავ ბიძინა ივანიშვილს. არ დაგიწყებთ იმის მოყოლას რა გაუკეთებია ნანუკას ფონდს. პროკურატურას დეტალურად აქვს ჩემი დოკუმენტაცია შესწავლილი და ალბათ უკვე გეტყოდნენ, რომ თქვენი “ერთგული” ვეზირებისგან განსხვავებით ერთი ლარიც კი, არაკეთილსინდისიერად არ დახარჯულა. ოქროს ზოდებზე ხომ საუბარი საერთოდ ზედმეტია.
“ურჩიეთ” პროკურატურას ბავშვების ფონდს მოხსნან ყადაღა. იცით რამდენ ბავშვს დავეხმარები თითქმის ნახევარი მილიონით, რომელიც ანგარიშებზე დევს? იცით რამდენ მშიერ და სიცოცხლისთვის მებრძოლ ბავშვს დავუბრუნებ იმედს? რა შეიძლება იყოს ამ ამბებში ჩემი ხელის შეშლის მიზეზი, თუ არა ბოროტება.
რა ახსნა აქვს ამ ფონდის ყადაღას, რომელმაც ასობით ადამიანი გადაარჩინა შიმშილს, უიმედობას, სიკვდილს და კიდევ უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს და ამის შანსი, თქვენთვის უმარტივესი პროცედურა, ყადაღის მოხსნაა.“
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










