ყეინიშვილმა დიდებულად იცის, ივანიშვილის სამყაროში მოძრაობის წესები - "ძარცვა წესების გარეშე, სისტემის მორჩილების სანაცვლოდ" - თამარ ჩერგოლეიშვილი
სოცმედია • 1791626178
ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება. არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა კრიპტომატების მსხვილი კომპანიის მფლობელს ბიზნესის წილი და სანაცვლოდ მფარველობა და გაფართოებაში დახმარება შესთავაზა. ბიზნესმენმა და დირექტორმა „შეთავაზება“ სუსთან შეთანხმებით ფარულად ჩაიწერეს, ჩანაწერი უწყებას გადასცეს, წილი არ დათმეს. ჩერგოლეიშვილი ჩანაწერში გაჟღერებულ ფრაზაზე ამახვილებს ყურადღებას.
"ნანა ყეინიშვილი მართალია როცა იძახის რომ “მოძრაობის წესები კარგად იცის”. მან მართლა კარგად იცის ივანიშვილის სამყაროში მოძრაობის წესები. იმდენად კარგად იცის, რომ ორ წელიწადზე მეტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იცის, რომ სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და ამის ჩანაწერი, უტყუარი მტკიცებულება არსებობს, და ამის მიუხედავად ხელს არ კიდებს, დანაშაულს ხელს აფარებს - პოლიტიკური მიზანშეწონილობით. და ასეც გაგრძელდებოდა, 6 ოქტომბერს რადიო თავისუფლებას კითხვები რომ არ გაეგზავნა სუსისთვის და გაეგოთ, რომ ჩანაწერი ქვეყნდება. მხოლოდ რადიო თავისუფლების კითხვების მიღების შემდეგ დაიწყეს ფაფხური, როცა მიხვდნენ რომ სისტემაში გლიჩია და გაუსკდათ. ყეინიშვილმა დიდებულად იცის, ივანიშვილის სამყაროში მოძრაობის წესები - “ძარცვა წესების გარეშე, სისტემის მორჩილების სანაცვლოდ”! რადიო თავისუფლების გამოძიების მასალებით, ყეინიშვილის გარდა, სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი სუსის შესაბამისი ვერტიკალს და ნათელა თურნავას." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










