„ყოველთვის ფარშევანგობდა, ფარშევანგი კი, კუდს რომ გაშლის, ჩვეულებრივი ქათმის კურტუმო უჩანს“ - ივანიშვილის პროპაგანდისტი მძინარაშვილი მსოფლიო ბანზე

სოცმედია 10 აპრილი 2:50

ბურჭულაძე მძინარაშვილი


საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი:

პაატა ბურჭულაძე ჯარიმებით რომ არის გადაფსიხებული, ცხადია!

აბა, როგორია, აქამდე სულ ფულს უკუჭავდნენ ჯიბეში და ახლა ბიუჯეტში უნდა შეიტანოს!

ამასთან და ამიტომაც, არც იმას გამოვრიცხავ, რომ 8-9 აპრილის პროვოკაცია დაუკვეთეს და თვითონ აზრზეც არ არის, რა სამუდამო სირცხვილი აჭამეს: წლევანდელი 9 აპრილი, წამებულთა შეურაცხყოფა აგრესიითა და ბილწსიტყვაობით, ხალხის მეხსიერებაში ბურჭულაძის სახელს დაუკავშირდება და არასდროს დაგვავიწყდება!

დააკვირდით: არავინ, არცერთი პოლიტიკური ლიდერი თუ საქვეყნოდ ცნობილი ხელოვანი არ ასოცირდება დღევანდელ უმსგავსობასთან!

მხოლოდ ბურჭულაძე!

აზრზე არ არის მეთქი იმიტომ ვწერ, რომ ყოველთვის ფარშევანგობდა, ფარშევანგი კი, კუდს რომ გაშლის, ჩვეულებრივი ქათმის კურტუმო უჩანს!

ერთმა ხელოვანმა (სხვათა შორის, ბურჭულაძეზე დიდმა ხელოვანმა) ინტერვიუში თქვა, სცენაზე ყველაფერი ხელოვნური უნდა იყოსო. დეკორაციასაც გულისხმობდა და თამაშსაც, ანუ გარდასახვას, – როლი იმგვარად უნდა გაითავისო, რომ მაყურებელი შენზე კი არა, იმ გმირზე ფიქრობდესო. მაგრამ ისე უნდა შეასრულო, რომ სხვა როლში ყოფნისას წინა როლში არ გხედავდნენო.

ეს არის დიდი ხელოვნება!

ბურჭულაძეს დიდი სცენა რეალურ ცხოვრებაში გადმოაქვს, აქ კი ყოველთვის ყალბი და ანგარებიანია; ყალბია მისი ქართველობაც და მისი პატრიოტობაც!

რუსეთში რუსებს ეუბნება, რუსი ბანი ვარო და, საქართველოში სამშობლოსთვის თავდადებულის და ქველმოქმედის ნიღბის მორგებას ცდილობს!

ბურჭულაძის პრინციპია სულ თამაში და სულწაწყმედა!

ცუდი კაცია ბურჭულაძე, ძალიან ცუდი!

ბევრს კი ეცადა, საკუთარ თავზე მაღლა ამხტარიყო, მაგრამ ამ სალტო-მორტალეში თავზე დაიბიჯა!

ღირსია!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამინდი
ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი 18-21 აპრილს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე...

საზოგადოება 17 აპრილი 11:11

უგულავა
"უდავოა, ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან. მათთვის ყველაფერი ჩინურია" - გიგი უგულავა

"ბოლოს ჩინურის ცოდნა დაერქმევა იმას, რის გაგნებაშიც არ ვართ. ფიზიკა, ქიმია, ლიტერატურა, კომპიუტერი, ინგლისური - ყველაფერი რაზეც ვამბოთ - მოაშორე აქედან, ჩინურია ეგ ჩემთვის. ისიც უდავოა, ამ წმინდა უვიც...

სოცმედია 17 აპრილი 10:40

გიორგი ფოფხაძე
"იმან" ახალი პერსონალური მჩხიბავი ჩამოიყვანა პეკინიდან თუუუ" - გიორგი ფოფხაძე

"რა იყო, რა ხდება, "იმან" ახალი პერსონალური მჩხიბავი ჩამოიყვანა პეკინიდან თუუუ, გვანჯოუს "ლევი ტავარის" ფაბრიკებთან გაჭრა "კანალი"?.. აბა რა ჩინურის სწავლა და ჩინეთზე "გაპოჭოჭოკინება" დეეიწყოთ ? არა ნ...

სოცმედია 17 აპრილი 10:30

წითელი კვერცხი
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო 20 აპრილს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციაც. წმიდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრის...

ეს საინტერესოა 17 აპრილი 10:21

საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. "აღდგომის დღე...

საზოგადოება 17 აპრილი 10:10

გვარამია
"და ამდენი ჩინურის მასწავლებელი საიდან მოყავს..." - ნიკა გვარამია

"განათლების სამინისტრო სკოლებში მეორე უცხო ენად ჩინურის შემოტანას აანონსებს. და ამდენი ჩინურის მასწავლებელი საიდან მოყავს, ჩინური ტერაკოტას ჯარისკაცები ჩამოაქვს თუ ოჩამჩირელი კაცი რომ იყო, მეგრულს რომ...

სოცმედია 17 აპრილი 10:10