„ჩეხეთის საელჩო და კონკრეტული ელჩები დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ საქართველოს მაშინ, როცა ხალხს ქუჩაში კლავდნენ და ციხეებში აუპატიურებდნენ“ - კახა კალაძე

პოლიტიკა 3 აპრილი 8:44

კალაძე ახალი

„ჩეხეთის საელჩოს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოში ის დრო არასდროს დაბრუნდება, როცა ხალხს ქუჩაში კლავდნენ, ციხეებში აუპატიურებდნენ. ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ჩეხეთის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

 

კახა კალაძის თქმით, სწორედ ჩეხეთის საელჩო და კონკრეტული ელჩები აფასებდნენ საქართველოს დემოკრატიის შუქურად მაშინ, როცა ხელისუფლება ადამიანებს ქუჩაში კლავდა და აუბედურებდა.

 

„პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველო დემოკრატიის შუქურა არ ყოფილა. დემოკრატიის შუქურა ჩვენ ერთი გვყავდა - მიხეილ სააკაშვილი. ეტყობა აერიათ. ამის თქმა უნდოდათ და ვერ გაბედეს. ეს ადამიანი კლავდა, აუბედურებდა ხალხს. პარლამენტში საგამოძიებო კომისია შექმნილია. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ მოსასმენია კონკრეტული ფაქტები, რასაც ამ კომისიაზე განიხილავენ, რაზეც ჩვენ ინფორმაცია გვქონდა. მათი შეხედულებით, ეს იყო დემოკრატიის შუქურა. სწორედ  ჩეხეთის საელჩო და კონკრეტული ელჩები, მაღალი თანამდებობის პირები აფასებდნენ ასე, რომ  დემოკრატიის შუქურა იყო საქართველო მაშინ, როდესაც ხალხს ქუჩაში კლავდნენ, აუბედურებდნენ, ციხეებს ავსებდნენ. ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს.

 

ჩეხეთის საელჩოს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოში ის დრო არასდროს დაბრუნდება, როცა ხალხს ქუჩაში კლავდნენ, ციხეებში აუპატიურებდნენ. თუ ვინმეს უნდა საკუთარ თავზე გამოსცადოს, თავიანთ ოჯახებზე გამოსცადონ ეს ყველაფერი და არა ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლევან სანიკიძე
„9 აპრილის დილა გათენდა... ქაშუეთიდან ზარები ისევ არ დარეკილა“ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე: 9 აპრილის დილა გათენდა, ქუჩაში ვართ, ქაშუეთიდან ზარები ისევ არ დარეკილა.

სოცმედია 9 წუთის წინ

ბუკია პოლიციელი
„ლოყა ჩაუცხრა, მადლობა ღმერთს... მადლობა ექიმების შესანიშნავ გუნდს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ დგებუაძის ლოყა განკურნებულიყო სიწითლისგან“ - ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ლოყა ჩაუცხრა, მადლობა ღმერთს   მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მადლობა ექიმების შესანიშნავ გუნდს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ დგებუაძის ლოყა განკურნებულიყო სიწითლისგან...

სოცმედია 15 წუთის წინ

სინდისის პატიმრის დედა
„იმ ჭორვილელ ვირთხას, ჩვენ ცრემლებს არაფრით შევარჩენთ, კეთილი ინებოს და დატოვოს ხელისუფლება“ - თორნიკე გოშაძის დედა

რუსტაველის გამზირზე პარლამენტის შენობისკენ ხელჩაკიდებულები მიემართებიან სინდისის პატიმრების დედები. როგორც ისინი “პირველებს“ ეუბნებიან,  “ივანიშვილი დღეს იგივეს აკეთებს, რაც 9 აპრილს რუსეთის ჯარმა გაა...

პოლიტიკა 19 წუთის წინ

ნანა მახარაძე
„ამ ქვეყანაში ხელისუფალი იყო ხალხი და მუდამ ასე იქნება, ისტორია ყველაფერს დაარქმევს სახელს“ - ნანა მახარაძე

ნანა მახარაძე, რომლის ფოტო 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლოა, ამბობს, რომ დღესაც ისევ იქ დგას, სადაც 36 წლის წინ იდგა. მახარაძის თქმით, “მაშინდელი ბრძოლა გაცილებით იოლი იყო, რადგან ისინი ებრძოდნენ ყველაზე დ...

პოლიტიკა 33 წუთის წინ

მელია ზურაბიშვილი
„პრეზიდენტობანას თამაშში არ შევიდოდი, მას მოქმედ პრეზიდენტს არ ვუწოდებ“ - ნიკა მელია ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილი არის, ამ ეტაპზე, ამ ქვეყანაში, ამ მოცემულ პერიოდში, ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი, ანუ ყოფილი პრეზიდენტი, მართლაც. ანუ მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამა...

პოლიტიკა 34 წუთის წინ

ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი $350 მლნ-ით შემცირდა - Bloomberg

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, 8 აპრილის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის აქტივები ერთ დღეში $350 მლნ-ით შემცირდა. ივანიშვილის კაპიტალს Bloomberg-ი ამ მომენტში $6.83 მილიარდად აფასებს, რით...

ბიზნესი & ეკონომიკა 38 წუთის წინ