ქართველი მებრძოლები უკრაინაში – პოლიტიკური დევნილობის და ბრძოლის ისტორია

პოლიტიკა 10/7/2022 • 12:43

პოლიტიკა

უკრაინაში მიმდინარე ომმა, სადაც რუსეთი მორიგ სამხედრო აგრესიას ახორციელებს, არა მხოლოდ უკრაინელი მოქალაქეების, არამედ ათასობით უცხოელის ბედისწერა შეცვალა.

მიმდინარე ომში, რომელმაც სრულიად შეცვალა მსოფლიოს გეო პოლიტიკური სურათი, განსაკუთრებული ადგილი,  ქართველ მებრძოლებს უჭირავთ – ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ 2014 წლიდან,  უკრაინის სუვერენული ტერიტორიის-ყირიმის ანექსიის და დონბასის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის მხარეს იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა მათი ისტორია მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირებით არ შემოიფარგლება. ბევრისთვის ეს ბრძოლა არა მხოლოდ ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისა და ღირსების დაცვასაც ნიშნავს.

ბევრმა ქართველმა, რომლებიც 2004-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  მმართველობის დროს სხვადასხვა ძალოვან უწყებებში მსახურობდნენ,  ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პოლიტიკური დევნის ახალი რეალობა საკუთარ თავზე გამოსცადა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, დაიწყო ყოფილი სამხედროების, სპეცრაზმელებისა და თავდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ შანტაჟი, ზეწოლა და დევნა.  ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომლები ღიად საუბრობენ რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები აიძულებდნენ დაედანაშაულებინათ ყოფილი მაღალჩინოსნები ან ჩართულიყვნენ ხელისუფლებისთვის სასურველ პოლიტიკურ თამაშებში. ვინც წინააღმდეგობას უწევდა, ხშირად ხდებოდნენ რადიკალური დევნის და შევიწროების მსხვერპლი, ბევრ მათგანს კი ქვეყნის დატოვება მოუწია.

ასეთმა გარემომ უკრაინაში მებრძოლთა რიგებში ბევრი ქართველი გააერთიანა, მათ შორის არის  ბესარიონ მანანაძეც,  – ერთ-ერთი ქართველი მებრძოლი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა. ჩვენ მასთან სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ, სადაც ის გვიყვება, როგორ აიძულეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა სამშობლოს დატოვება, რა მეთოდებით დევნიდნენ და როგორ მოხვდა რუსეთ-უკრაინის ომის შუაგულში, სადაც ახლა სამშობლოს ღირსების დაცვისთვის და საკუთარი პრინციპებისთვის იბრძვის:

 

დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იძულებული გავხდი, ქვეყანა დამეტოვებინა. მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ვიყავი, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ შევევიწროვებინე და ჩემი ცხოვრება საქართველოში ჯოჯოხეთად ექცია.

პირველი პრობლემა მაშინ დაიწყო, როცა ჩემს სოფელში, სადაც საკმაოდ გავლენიანი პირი ვიყავი, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა „ქართული ოცნება“. თავიდან ყველაფერი მეგობრობის სიმულაციით დაიწყო—წინასაარჩევნო პერიოდში მოვიდნენ ჩემთან სახლში, მითხრეს, რომ „სწორი მხარე უნდა ამერჩია“. მაგრამ როგორც კი უარი ვთქვი მათთვის სასურველი განცხადებების გაკეთებაზე, ტონი შეცვალეს. პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ თუ მათ მხარეს დავდგებოდი და მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდოდი, კარიერულ წინსვლას დამპირდნენ. მე არ დავთანხმდი ამ დამამცირებელ შემოთავაზებას ამიტომ, როგორც კი 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ჩემს წინააღმდეგ დევნა დაიწყო.

2014 წელს დამიბარეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში და მომთხოვეს, ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიმეცა. როდესაც უარი ვთქვი, მალევე გამათავისუფლეს სამსახურიდან. გავაპროტესტე ეს უკანონო გადაწყვეტილება, მაგრამ საპასუხოდ ფიზიკური ძალადობა და უფრო მასშტაბური ზეწოლა მივიღე—პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რომელსაც არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.

ჩემს წინააღმდეგ ორჯერ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს,  მცემეს, ისე რომ ჰოსპიტალიზაცია დამჭირდა. პოლიციამ არაფერი გააკეთა ჩემს დასახმარებლად.  როცა 2016 წელს პოლიტიკური აქტივობა დავიწყე და ღიად გამოვუხადე მხარდაჭერა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა. ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე პირდაპირ მოდიოდნენ სახლში, მემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.

მათ მხოლოდ მე არ შევუწუხებივარ—ჩემი ოჯახიც მიზანში ამოიღეს. 2016 წლიდან საგადასახადო ინსპექცია დაგვესხა თავს და ჩვენი საოჯახო ბიზნესი, რომელსაც ჩემი ცოლი  ხელმძღვანელობდა, აბსურდული ბრალდებებით დაჯარიმდა. უკანონო ჯარიმის გადაუხდელობის გამო ჩვენი ბიზნესი, რომელსაც წლები ვაშენებდით, დაყადაღდა და პრაქტიკულად გაგვინადგურეს. ამას დაემატა ფინანსური და მორალური ზეწოლა, ჩემი შვილების მიმართ მუქარა—მეუბნებოდნენ, რომ მათ განათლებისა და კარიერის შესაძლებლობას მოუსპობდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი მათთვის  “ჭკუის სწავლება” არ გაუჭირდებოდათ.

ამ ყველაფერმა მაიძულა, მეღიარებინა მწარე რეალობა—თუ საქართველოში დავრჩებოდი, ეს ჩემი ოჯახისთვის საბედისწერო შედეგებით დასრულდებოდა. ქვეყნიდან წასვლა ურთულესი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სხვაგვარად ვერაფერს გავხდებოდი. მიუხედავად ამისა ჩემი მეუღლე აქტიური პოლიტიკური საქმიანობების გამო დღესაც განიცდის შევიწროებას და დევნას, ბრძოლა გამოუცხადეს მის ბიზნესს, მეიჯარე აიძულეს რომ მისთვის ნაქირავები ფართის დაცლა მოეთხოვა.  ყველანაირად ცდილობენ რომ ჩაკლან მასში აქტივიზმი. დაცულები ის და ჩემი შვილებიც აღარ არიან საქართველოში, მე ყოველდღიურად ვღელავ მათ გამო.

მიუხედავად იმისა, რომ მე ქვეყნიდან წავედი, ჩემი მეუღლე მაინც დარჩა პოლიტიკურად აქტიური და ვერასდროს შეეგუა იმ უსამართლობასა და სისასტიკეს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრა. ჩვენმა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოცადა, როგორ უსწორდება ხელისუფლება ყველას, ვინც არ ემორჩილება მათ რუსულ დღის წესრიგს. მათთვის არ არსებობს არც ღირსება, არც პრინციპები, არც ის ისტორიული მეხსიერება, რომელიც ქართველ ხალხს ყოველთვის თავისუფლებისთვის ბრძოლას უკავშირდება. არაერღი ძალადობის შემთხვევა მახსენდება, როდესაც ჩემი ცოლი პოლიტიკური ნიშნით გახდა ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ამ ფაქტებზე პოლიცია დუმილს ირჩევს ობიექტური გამოძიების მაგივრად !

რუსეთ-უკრაინის ომმა საბოლოოდ ჩამოხსნა ნიღაბი „ქართულ ოცნებას“. მათი პოზიცია ამ ომთან მიმართებით არის სამარცხვინო—პირდაპირი ღალატი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსაც. ხელისუფლება ყველა ნაბიჯით ადასტურებს, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურება და ოკუპანტის ნარატივს იმეორებს. ქართველ ხალხს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს თავს ახვევენ მორალურ მონობას და უთითებენ, რომ ოკუპანტის წინაშე მორჩილება „გონივრული პოლიტიკაა“.

საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ უარს ამბობს უკრაინის ღიად მხარდაჭერაზე, არამედ მიზანმიმართულად შეურაცხყოფს იმ ბრძოლას, რომელსაც უკრაინა ჩვენს საერთო მტერთან აწარმოებს. ისინი ბინძური პროპაგანდით ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ რუსეთთან ურთიერთობის „არ გაფუჭება“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თითქოს ეს ოკუპანტი ოდესმე შეეგუება ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობას. მათ არ აინტერესებთ არც ოკუპირებული აფხაზეთი, არც ცხინვალი, არც ათასობით ადამიანი, ვინც რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულა ან იძულებით დატოვა საკუთარი სახლი. მათთვის ძალაუფლება გაცილებით ფასეულია, ვიდრე ქართველი ხალხის თავისუფლება და ღირსება, იმის მაგივრად რომ სახელმწიფო პოზიციით ღიად დააფიქსირონ ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერა, ანტი კამპანიას აწარმოებენ როგორც პრეზიდენტის, ასევე თითოეული მებრძოლის მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მებრძოლებს დაქირავებულ მონებს გვიწოდებენ და ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ჩვენ სწორედ ხელისუფლებამ წაგვართვა იმის შესაძლებლობა რომ ჩვენი ცოდნა და რესურსი საქართველოს სასარგებლოდ გამოგვეყენებინა და ჩვენს ქვეყანაში გვეცხოვრა ყოველგვარი ძალადობის გარეშე !

ეს არის ხელისუფლება, რომელიც აგრძელებს რუსეთის ნარატივის გამყარებას, დემონიზაციას უწევს უკრაინის ხელისუფლებას და ერთგულ ოპოზიციას, აკავებს აქტივისტებს, ძალადობს საკუთარ ხალხზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო საბოლოოდ გადაიქცეს რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ. მათი პოლიტიკა არის ღალატის პოლიტიკა. ისინი არაფრით განსხვავდებიან იმ მოღალატე ელიტისგან, ვინც ოდესღაც რუსეთის იმპერიის ჯარებს გზას უხსნიდა საქართველოში. ისინი უბრალოდ თანამედროვე ფორმით ახორციელებენ იმავე დანაშაულს—ნებით თუ ძალაუფლების შენარჩუნების გამო, რუსეთის ინტერესების გატარებას ემსახურებიან.

მაგრამ რაც არ უნდა ეცადონ, ქართული საზოგადოება არასდროს დაივიწყებს სიმართლეს. ისტორია არ პატიობს მოღალატეებს, და „ქართული ოცნების“ ლიდერებიც, ისევე როგორც წარსულში მათი მსგავსი ყველა მონა, აუცილებლად აღმოჩნდებიან იმავე სანაგვეზე, სადაც ყველა სამშობლოს მოღალატე, ვინც ოდესმე ცდილობდა, საქართველო რუსეთისათვის დაემონებინა. კიდევ ერთხელ ვიტყვი დიდება საქართველოს და დიდება უკრაინას, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ყველანი გამარჯვებულები დავბრუნდებით საქართველოში. „

ბესო მანანაძის მონათხრობი კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსტიტუტებს განსხვავებული პოლიტიკური აზრის დევნისთვის. მათი მმართველობის პირობებში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არა მხოლოდ რეპრესიების, არამედ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნიც ხდებიან.

მანანაძის შემთხვევა ერთ-ერთია იმ მრავალიდან, სადაც ხელისუფლება აშანტაჟებს, დევნის და ცხოვრების განადგურებით ემუქრება ყველას, ვინც არ ცნობს მის ძალაუფლებას. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მმართველი გუნდი, რომელიც თავს „ნეიტრალურ ძალად“ აცხადებს, სრულად იმეორებს კრემლის პროპაგანდას და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. დღეს, როცა უკრაინა სიცოცხლის ფასად იბრძვის თავისუფლებისთვის, საქართველოს ხელისუფლება ამ ბრძოლას უგულებელყოფს და თავადვე ახდენს საკუთარი ხალხის შეშინებას, თითქოს უკრანინას და სხვა სახელმწიფოებს ვინც ღიად გმობს რუსულ აგრესიას, საქართველოს ომში ჩაბმა სურს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიას, არამედ მის სახელმწიფოებრიობასაც.

 

დიდება საქართველოს და დეიდება უკრაინას !

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი პუტინი
„პუტინი მალე მოკვდება“ - ზელენსკი

საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეშინია. ამის შესახებ ზელენსკიმ Eurovision News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ძალაუფლების დაკარგვა არის კიდევ ერ...

რუსეთ-უკრაინის ომი 11 წუთის წინ

ანა დოლიძე
„ყველა საქმე, რომელსაც წულუკიანის ე.წ კომისია განიხილავს, კლანთანაა დაკავშირებული“ - ანა დოლიძე

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრის ანა დოლიძის განცხადებით, ყველა ის საქმე, რომელსაც თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია განიხილავს, ე.წ. სასამართლო კლანთ...

პოლიტიკა 17 წუთის წინ

ფონდები
საქველმოქმედო ფონდები ისევ დაყადაღებულია - ასობით ბენეფიციარი სააპელაციოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

საქველმოქმედო ფონდები ამ დრომდე დაყადაღებულია -  ასობით ბენეფიციარი ახლა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ბანკებში  აბსურდული მიზეზით გაყინული ფულის საქმეს მეორე ინსტანციის სასამართლ...

პოლიტიკა 23 წუთის წინ

ნანუკა ჟორჟოლიანი
ვიდეო: „პირდაპირ ეთერში ყვებიან რუსების ვერსიას... აკანონებენ ღალატს... ისეთივე მოღალატეა, როგორც წულუკიანი“ - რა კარებს ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: პირდაპირ ეთერში, ასე სახალხოდ და საქვეყნოდ ყვებიან რუსების ვერსიას.აკანონებენ ღალატს!ასე საჯაროდ ღალატობენ სამშობლოს და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევთანხმდით მოვახერხებთ თუ არა...

სოცმედია 36 წუთის წინ

ჩრ კორეა ჯარისკაცები
ჩრდ. კორეამ წლის დასაწყისში რუსეთში დამატებით 3 000-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა - სეული

27 მარტს, სამხრეთ კორეის გაერთიანებულმა ძალებმა განაცხადა, ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთში დამატებით 3 000-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციი...

რუსეთ-უკრაინის ომი 38 წუთის წინ

ზვავი
უბედური შემთვევა სვანეთში - ზვავი ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა

სვანეთში ზვავი ჩამოწვა. გავრცელებული ინფორმაციით ზვავში 4 ესპანელი ალპინისტი მოჰყვა. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი. დაშავებული ტურისტები, ადგილობრივმა გიდებმა იპოვეს და გამოიყვანეს. გარდავლილი ქალი ქუთ...

შემთხვევა 40 წუთის წინ