„ყველა საქმე, რომელსაც წულუკიანის ე.წ კომისია განიხილავს, კლანთანაა დაკავშირებული“ - ანა დოლიძე

პოლიტიკა 27 მარტი 8:22

ანა დოლიძე

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრის ანა დოლიძის განცხადებით, ყველა ის საქმე, რომელსაც თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია განიხილავს, ე.წ. სასამართლო კლანთანაა დაკავშირებული.

დოლიძის განცხადებით, მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, რომელმაც ჯემალ ლეონიძის საქმეზე წინა ხელისუფლების დროს მისი საწინააღმდეგო განაჩენი გამოიტანა და უკვე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგივე მოსამართლემ "გააკოტრა ლეონიძის კომპანია მაგნატი", 2021 წელს დააწინაურეს და უვადოდ დანიშნეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

გარდა ამისა, დოლიძის განცხადებით, ასევე დააწინაურეს მოსამართლე მზია ლომთათიძე, რომელმაც ლეონიძისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. ლომთათიძე 2021 წელს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უვადოდ გახდა.

რაც შეეხება ბესარიონ ხარძიანის საქმეს, როგორც ანა დოლიძე ამბობს, მოსამართლე ლელა ნოზაძე, რომელმაც ხარძიანს პატიმრობა მიუსაჯა და ასევე, განიხილა ხარძიანის მკვლელობის საქმეც, 2019 წელს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში უვადოდ გაამწესეს.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მაგივრად, იმ სპექტაკლზე მიწევს კომენტირება, რომელსაც თეა წულუკიანი მართავს ე.წ. კომისიაში - თეას ფანჩატურში მართავს. ეს კომისია საერთოდ არ არის კავშირში სამართლიანობასთან, სამართალთან ან დაზარალებულის უფლებების აღდგენასთან. კომისია არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, რომლის ამოცანაა მოამზადოს ისეთი თხრობა, მათ შორის, აგვისტოს ომის შესახებ, რომელიც ესიამოვნება რუსეთს და რუსეთის ხელისუფლებას.

[...]

ყველა ის საქმე, რომელიც აქამდე წარდგა კომისიის წინაშე და რომელიც წარდგება მომავალში, პირდაპირ დაკავშირებულია მოსამართლეთა კლანთან, რომელიც აგრძელებს ქართული ოცნების პირობებში ადამიანის უფლებების შელახვას და რომელსაც 53 პოლიტპატიმარი ტყვედ ჰყავს აყვანილი.

ის ადამიანები, რომლებმაც გამოიტანეს უკანონო განაჩენები ხარძიანის საქმეზე და ლეონიძის საქმეზე, ქართული ოცნების პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ. ისინი არიან პრივილეგირებულ მოსამართლეთა სიაში და დღეს აგრძელებენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ ეს კომისია დაკავშირებულია სამართალთან და მართლმსაჯულებასთან აბსურდია. ამ კომისიას ორი ამოცანა აქვს - პოლიტიკური ანგარიშსწორება და ისეთი ანგარიშის შედგენა, რომელიც სასიამოვნო იქნება რუსეთთან მიმართებაში". - განაცხადა დოლიძემ.

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ 21 მარტს ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა, 25 მარტს ჩატარებულ სხდომაზე კი - შპს მაგნატის და მისი მესაკუთრის, ჯემალ ლეონიძის. ამ სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა სხდომაზე თქვა, რომ კომისიაზე არგამოცხადების შემთხვევაში დგება "საკმაოდ მკაცრი სასჯელი", რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ხაზარაძის საქმე პროკურატურას გადაეცემა.

 

ხაზარაძე: საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ
ჯაფარიძე კომისიაზე: ცილისმწამებლურ შოუში მონაწილეობას არ ვაპირებ!
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მას 25 მარტის 16:00 საათამდე ჰქონდა დრო, რომ კომისიის სამდივნოსთვის ეცნობებინა გადაწყვეტილების შესახებ. კომისიამ ჯაფარიძის გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურისთვის მიმართვაზე 26 მარტს იმსჯელა. წულუკიანის განცხადებით, ჯაფარიძის საქმეც პროკურატურას გადაეცემა.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით დაიწყო, რაც, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე,  ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაჩალიკაშვილი
„ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოცქსელში წერს: ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ.უბრალოდ პოზიცია უნდა შევცვალო, ქოცების ლანძღვა გინებას უნდა მოვეშვა.რაც შეხება წულუკიანის ფილმს ქვე...

სოცმედია 30 მარტი 18:23

გიორგი თარგამაძე
„დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ“ - გიორგი თარგამაძე

„დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ. 2008 წლის ომის ეროვნულ...

პოლიტიკა 30 მარტი 17:19

სააკაშვილი მიშა
ვიდეო: „ესაა მიშას გამოსვლა 2008 წლის 7 აგვისტოს... ვიდეო 8-წუთიანია“

ჟურნალისტი ვახო სანაია: ესაა მიშას გამოსვლა 2008 წლის 7 აგვისტოს.იმედია, მოუსმენს ის ხალხიც, რომელსაც რუსი გოგა ხაინდრავას ,,ჰეროკრატიითა" და ათასი ნაგვით არწმუნებენ წლებია, საქართველომ დაიწყო ომიო.ვი...

პოლიტიკა 30 მარტი 17:14

ბურჭულაძე წულუკიანი
„დაიმახსოვრეთ“ - პაატა ბურჭულაძე ე.წ. წულუკიანის კომისიას

პაატა ბურჭულაძე სოცქსელში წერს: მივმართავ ე.წ.საპარლამენტო კომისიას!დაიმახსოვრეთ!ქართულმა გმირმა ჯარმა სააკაშვილის სარდლობით,2008 წელს, საქართველოს 20% კი არ დაკარგა, არამედ შემოსეული ვერაგი მტრისგან...

სოცმედია 30 მარტი 16:58

ნენსი რამიშვილი
„შალვა რამიშვილის სიდედრმა, ამწამს დამბლოკა... თქვენ მოსვენება არ გექნებათ ჩემგან, თქვე ბინძური გენით გაჩენილებო“ - ნენსი ვოლანდი

ნენსი ვოლანდი სოცქსელში წერს: შალვა რამიშვილის სიდედრმა, რომელმაც ცადა ჩემზე მისი ბინძური სიძის პროპაგანდა გაეგრძელებინა და ჩემი სახელი შეელახა, ამწამს დამბლოკა.იცით რატომ? იმიტომ რომ სახით ვათრიე.თქვ...

სოცმედია 30 მარტი 16:49

წულუკიანის კომისია
„წულუკიანის კომისია ისე მოქმედებს, რომ ზუსტად ეს ჯარი მოუღებს ბოლოს“

ჟურნალისტი რამაზ სამხარაძე სოცქსელში წერს:  წულუკიანის კომისია ისე მოქმედებს, რომ ზუსტად ეს ჯარი მოუღებს ბოლოს.ჟანრის ლოგიკა სხვა გზას არ გვიტოვებს — როცა სამართალს კლავენ, ამბოხი ლოგიკურია.თუ ეს გადა...

სოცმედია 30 მარტი 16:44