„ეს არის ეროვნული ღალატის კომისია“ - ლევან სანიკიძე წულუკიანის ე.წ. კომისიაზე

სოცმედია 27 მარტი 14:01

ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე:

ვამაყობ გენერალ ზაზა გოგავასთან და გენერალ მამუკა ყურაშვილთან მეგობრობით!ახლა მაინც არ რწმუნდებით, რომ ეს არ არის ბენზინგასამართი სადგურების საქმის გამოძიების კომისია? ეს არ არის ნაცების დასჯის კომისია, ან ვინ უნდა დასაჯონ ქოცებმა, ვის ჭირს მათი დასაჯელი.ეს არის ეროვნული ღალატის კომისია!ეს ომის კომისიაა, ომის! 2008 წლის ომში რუსეთის გამართლების კომისიაა და კი, იქ უნდა მივიდნენ ის სამხედროები ვინც უსარდლა საქართველოს! დღეს ეს საუკეთესოდ გამოჩნდა.არ შეშინებიათ არც პუტინის არმიის, არ შეშინებიათ ჰააგის პროკურორის, არ ეშინიათ რუსეთის ფედერაციის დავალებით მათი ძებნის და უბრალოდ სასაცილოა აქ წულუკიანის შიშზე რომ ვკითხულობ. უნდა იცნობდეთ ზაზას და მამუკას, მათ ბიოგრაფიას.არ არიან მარტივ ვითარებაში. მე ისინი გუშინაც ვნახე და მესმის მათი გადაწყვეტილების - სადაც შეუძლიათ და შეეძლებათ დაამტკიცებენ და დაიცავენ ქართული ჯარის ღირსებას, გინდა ჰააგაში, გინდა ბრძოლის ველზე და გინდა ქოცურ კომისიაზე. ამის შესახებაც ძალიან კეთილსინდისიერად მოიქცნენ და 1 თვით ადრე დატოვეს პოლიტიკა, იმისთვის რომ არ შექმნილიყო უხერხულობა და არ დაწყებულიყო საუბარი პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებაზე.მათი წყალობითაა რომ 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ხოლო შემდეგ 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაიმარჯვა ქართულმა არმიამ და გიორგი ანწუხელიძემ.უამრავ კითხვაზე მოვისმინეთ პასუხი, რაზეც პროპაგანდას პასუხი უნდა მიეღო!ისინი ამომრჩეველზე მეტად პასუხს აგებენ ძმათა სასაფლაოებთან. არ დაუშვებენ იმის თქმას, რომ ძმები რომელაშვილები გაუაზრებელ პროვოკაციას შეეწირნენ. საშინელი ტვირთი აწევთ, რაც ბევრისთვის გასააზრებლადაც კი რთულია.მათი გამშავებელი ყველა ან ცხელთავიანი, ან მავნებელია, რომელიც მათ ღირსებას ვერაფერს დააკლებს!  

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავითაიას ქუჩ
ისნის რაიონში დავითაიას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონის გამგეობამ თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.   ინფრასტრუქტურული პროექტის  ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო...

საზოგადოება 11 წუთის წინ

პარლამენტის წევრი
"არ გაგიტარებთ“ - ნინო წილოსანი იმუქრება

"ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი. ეს დღეებია, ერთი მეორის მიყოლებით პოსტავდნენ ანწუხელიძის სახელს... ჰგონიათ პიარის დახმარებით ყველაფრის გადაფარვა შეუძლი...

სოცმედია 15 წუთის წინ

ნანუკა ჟორჟოლიანი
„დღეს, რუსთაველზე გავდივართ საქართველოსთვის და გავდივართ ბევრნი, რადგან უნდა დავანახოთ ყველას, რომ არავინ დათმობს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: მნიშვნელობა არ აქვს ვის ვირჩევთ.ვინ მოგვწონს და ვინ არა.არის ამ ყველაფერზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი.ეს არის საქართველო და მისი დამოუკიდებლობა.დღეს, რუსთაველზე გავდივართ საქართვ...

სოცმედია 17 წუთის წინ

ზელენსკი პუტინთან საუბრისთვის მზადაა
"პუტინს არ აინტერესებს დიპლომატია... ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ს წინადადების პასუხია რუსული დრონები და ბომბები, რუსეთი იმსახურებს ყველა მკაცრ ზომას" - ზელენსკი

„სამწუხაროდ, დღეს უკვე მეტი დარტყმა და დაბომბვა მოხდა. ჩერკასის რეგიონი - თავს დაესხნენ დრონებით. ხერსონის რეგიონი - არტილერია და დრონების მიერ ჩვეულებრივ შენობებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ჩამოყრილ...

რუსეთ-უკრაინის ომი 24 წუთის წინ

ამინდი
წვიმა, ელჭექი, ქარი – დღევანდელი ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებ...

საზოგადოება 29 წუთის წინ

გიორგი გახარია
„გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად“ - გიორგი გახარია

ზუსტად 34 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერ...

პოლიტიკა 36 წუთის წინ