1743354872
ვიდეო: „ესაა მიშას გამოსვლა 2008 წლის 7 აგვისტოს... ვიდეო 8-წუთიანია“
პოლიტიკა • 15/10/2022 • 11:42
რეგიონებში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ტერორი გრძელდება და მასში ჩართული არიან პოლიციის მაღალჩინოსნები !
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანა. ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნებამ ხელისუფლების წარმომადგენლები ერთგვარ პანიკაში ჩააგდო, რის შედეგადაც მათ ოპოზიციისა და სააკაშვილის მხარდამჭერების წინააღმდეგ რადიკალური რეპრესიები დაიწყეს.
საზოგადოებაში კვლავ არ ცხრება პროტესტი სააკაშვილის თავისუფლებისა და მისი სათანადო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით კი დიდ მუნიციპალიტეტებში, აქტიურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. ამან ხელისუფლება აიძულა, კიდევ უფრო რეპრესიული მეთოდებით ემოქმედა – აქტივისტების დასაშინებლად, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნები უკვე ღიად დაუპირისპირდნენ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს.
მიზანმიმართული ზეწოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტის - ნინა გაბარაშვილის 2022 წლის 10 ოქტომბერს გამოქვეყნებული საჯარო პოსტია, რომელიც მან "აირჩიე თავმჯდომარე"-ში გამოაქცეყნა. მან ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ვაჟა გიორგაძე, პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებაში ამხილა. გაბარაშვილის თქმით, მისი პოლიტიკური დევნა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ჟურნალისტი ნინა გაბარაშვილს კომენტარისთვის დაუკავშირდა. გთავაზობთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნინა გაბარაშვილის ვრცელ კომენტარს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:
“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად ვგრძნობდი ზეწოლას პოლიტიკური ნიშნით, თუმცა ეს ყველაფერი განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. მაშინ კი მეგონა, რომ ყველაზე რთული უკვე გამოვლილი მქონდა, მაგრამ ვცდებოდი – სისტემა, რომელიც კრიტიკულ ხმას ვერ ეგუება, ცდილობს, როგორმე გამაჩეროს და ჩემს მაგალითზე სხვებსაც დაანახოს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს „პოლიტიკურ ხმაურს“ .
ჩემი პოლიტიკური შევიწროების ისტორია 2015 წლიდან იწყება. იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ ვიყავი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური წევრი. გარდაბნის მუნიციპალურ მერიაში ვმუშაობდი ინფრასტრუქტურის რეგიონალური განვითარების სპეციალისტად. მინდოდა, ჩემი საქმე კეთილსინდისიერად მეკეთებინა, მაგრამ ხელისუფლებისთვის ჩემ მიერ არჩეული გზა მიუღებელი აღმოჩნდა.
ჩემი „დანაშაული“ ის იყო, რომ საჯაროდ გამოვხატე მხარდაჭერა „ქართველ-ოსთა“ კავშირის მიმართ, რომელიც სეპარატისტული განწყობების წინააღმდეგ იბრძოდა. ამის შემდეგ დაიწყო ჩემზე ზეწოლა. თავიდან ფარულად, დაუფარავი მინიშნებებით, შემდეგ კი უკვე ღიად. მითხრეს, რომ ჩემი საქმიანობა პრობლემებს შექმნიდა და უმჯობესია, ყველაფერს ჩამოვშორებოდი. არ დავემორჩილე მათ მოწოდებას – მჯეროდა, რომ ვაკეთებდი სწორ საქმეს და ამას არ ვუღალატებდი. საბოლოოდ, როცა ხელისუფლებისგან მართული პირები შეეცადნენ, ჩართულიყავი არჩევნების გაყალბების სქემაში და ამაზე კვლავ უარი ვთქვი, ეს ჩემი სამსახურიდან გაშვების საბაბი გახდა.
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი სამოქალაქო პოზიციის გამო ასეთი მძიმე დევნის ქვეშ მომიწევდა ცხოვრება. 2019 წლის 20-21 ივნისს, როდესაც რუსთაველზე, პარლამენტის წინ, დემონსტრაციაზე ვიდექი, ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვინც სპეცრაზმის მხრიდან პირდაპირი ძალადობის მსხვერპლი გახდა. მაშინდელმა საყოველთაო პროტესტმა, რომელიც „გავრილოვის სისხლიანი ღამის” სახელით ჩაიწერა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მძიმედ დავზიანდი, ჰოსპიტალიზაცია დამჭირდა და მივხვდი, რომ ეს ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურებას მოითხოვდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ნაციონალური მოძრაობის პარტიას შევერთებოდი და ჩემი პოლიტიკური საქმიანობა კიდევ უფრო აქტიური გამეხადა.
რაც უფრო აქტიურ ოპონირებას ვუწევდი ხელისუფლებას, მით უფრო იზრდებოდა ზეწოლა ჩემზე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, როდესაც სადამკვირვებლო მისიას ვასრულებდი, ფიზიკური შეურაცხყოფა მივიღე – ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი დღე, რომელიც დღემდე მახსოვს.
მაგრამ ყველაზე მძიმე პერიოდი, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ დაიწყო. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც ხელისუფლება პანიკაში ჩავარდა და გადაწყვიტა, ყველა შესაძლო მეთოდით დაესაჯა ის ადამიანები, ვინც ღიად უჭერდა მხარს მესამე პრეზიდენტს. სწორედ ამ პერიოდში დამევალა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უპრეცედენტო მობილიზაციის ორგანიზება რუსთავსა და გარდაბანში. დავინახე, როგორ იბრძოდა ხალხი და როგორი მზადყოფნა იყო სააკაშვილის მხარდასაჭერად. დავინახე, რომ ეს იყო ის ბრძოლა, რომლის შეწყვეტის უფლება არ გვქონდა. პოლიცია არასდროს გვიჭერდა მხარს. ისინი მოჩვენებითი გამოძიბებით ჩვენს გაჩუმებას ცდილობდნენ, რეალურად კი ისინი ხელისუფლების უკანონო დავალებების შემსრულებლებად იქცნენ ბოლო წლებში.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა აქტიურად ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ვაჟა გიორგაძე. მისი მიზანი თავიდანვე ნათელი იყო – ოპოზიციონერების შეშინება, დემორალიზაცია და მოძრაობის ჩახშობა. რუსთავში და გარდაბანში ჩემ მიერ ორგანიზებული აქციების დროს, პოლიცია მუდმივად ცდილობდა ხელის შეშლას. ვაჟა გიორგაძე აშკარად მოქმედებდა როგორც ხელისუფლების პოლიტიკური ნების აღმსრულებელი და არა როგორც პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც სამართლიანობის სამსახურში უნდა ყოფილიყო.
ყველაზე შოკისმომგვრელი კი 2022 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი იყო. დამიბარეს ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოში, სადაც უშუალოდ შევხვდი ვაჟა გიორგაძეს.
როდესაც განყოფილებაში მივედი, ვაჟამ მკაფიოდ მითხრა რომ ჩემი აქტიურობა იქცევდა ყურადღებას, მაფრთხილებდა მოვგებულიყავი გონს, მკითხა, რატომ ვემტერებოდი „ქართულ ოცნებას“ და რატომ ვმონაწილეობდი სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებში.
მისი თქმით დრო იყო გონს მოვგებულიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ცოხვრება განადგურდებოდა. პირდაპირ და უყოყმანოდ დამემუქრა – მითხრა, რომ სერიოზულად უნდა დავფიქრებულიყავი ჩემს გადაწყვეტილებებზე, თუ მინდოდა სიმშივდე უნდა შევშვებოდი პროვოკაციულ ქმედებებს, თუ არა და პასუხი მეგო ჩემს ყველა გადაწყვეტილებაზე.
გაოგნებული გამოვედი იმ შეხვედრიდან. ჩემთვის ეს იყო ბოლო წვეთი. მივხვდი, რომ ვეღარ დავიწყებდი და ვეღარ გავჩუმდებოდი. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, საჯაროდ გამემხილა ყველაფერი.
ვაჟა გიორგაძის ქმედებები არის აშკარა დაშინების მცდელობა, მაგრამ მას არ გამოუვა! ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით შემაშფოთებელი ტენდენცია შეინიშნება როდესა სამართალდამცავი ორგანოს მაღალჩინოსნები საკუთარი ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობენ და პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებენ.
ამ ქვეყანაში ხელისუფლება ფიქრობს, რომ ძალადობით, დაშინებითა და პოლიტიკური დევნით ჩაახშობს განსხვავებულ აზრს. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ასე არ იქნება! ბრძოლას არ შევწყვეტ – პირიქით, რაც უფრო მეტად ცდილობენ ჩემი ხმის ჩახშობას, მით უფრო ხმამაღლა ვისაუბრებ!” - განაცხადებს ჩვენთან საუბრისას ნინა გაბარაშვილი.
ჟურნალისტმა სცადა დაკავშირებოდა ვაჟა გიორგაძეს, რათა მისგან კომენტარი მიეღო ნინა გაბარაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე. თუმცა, გიორგაძემ ჩვენს შეკითხვებს თავი აარიდა და ჟურნალისტს „ოპოზიციური პროვოკატორები“ უწოდა. მისი თქმით, მას არანაირი კავშირი არ აქვს ნინა გაბარაშვილთან და ბრალდებები სრულად უარყო.
თუმცა, გიორგაძე დეტალურ საუბარს აღნიშნულ თემაზე თავს არიდებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მას არ აქვს დასაბუთებული არგუმენტები თავის გასამართლებლად. მისი დუმილი და ბრალდებების მარტივად უარყოფა კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ ხელისუფლება მართლაც იყენებს სამართალდამცავ ორგანოებს ოპოზიციონერების დასაშინებლად და მათ წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიების განსახორციელებლად.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სოცქსელში წერს: ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ.უბრალოდ პოზიცია უნდა შევცვალო, ქოცების ლანძღვა გინებას უნდა მოვეშვა.რაც შეხება წულუკიანის ფილმს ქვე...
სოცმედია • 18:23
„დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ. 2008 წლის ომის ეროვნულ...
პოლიტიკა • 17:19
ჟურნალისტი ვახო სანაია: ესაა მიშას გამოსვლა 2008 წლის 7 აგვისტოს.იმედია, მოუსმენს ის ხალხიც, რომელსაც რუსი გოგა ხაინდრავას ,,ჰეროკრატიითა" და ათასი ნაგვით არწმუნებენ წლებია, საქართველომ დაიწყო ომიო.ვი...
პოლიტიკა • 17:14
პაატა ბურჭულაძე სოცქსელში წერს: მივმართავ ე.წ.საპარლამენტო კომისიას!დაიმახსოვრეთ!ქართულმა გმირმა ჯარმა სააკაშვილის სარდლობით,2008 წელს, საქართველოს 20% კი არ დაკარგა, არამედ შემოსეული ვერაგი მტრისგან...
სოცმედია • 16:58
ნენსი ვოლანდი სოცქსელში წერს: შალვა რამიშვილის სიდედრმა, რომელმაც ცადა ჩემზე მისი ბინძური სიძის პროპაგანდა გაეგრძელებინა და ჩემი სახელი შეელახა, ამწამს დამბლოკა.იცით რატომ? იმიტომ რომ სახით ვათრიე.თქვ...
სოცმედია • 16:49
ჟურნალისტი რამაზ სამხარაძე სოცქსელში წერს: წულუკიანის კომისია ისე მოქმედებს, რომ ზუსტად ეს ჯარი მოუღებს ბოლოს.ჟანრის ლოგიკა სხვა გზას არ გვიტოვებს — როცა სამართალს კლავენ, ამბოხი ლოგიკურია.თუ ეს გადა...
სოცმედია • 16:44
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა