1743359031
„ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი
პოლიტიკა • 17/2/2024 • 19:54
ვისთვის აშენებენ სასახლეს ოქროსფერი დიადემებით და არწივის მონუმენტებით რუსეთიდან ჩამოყვანილი ტაჯიკი მუშები - 70 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია, სოფელ წეროვანში სამშენებლო პოლიგონად რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ იქცა. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ბრძანება, მცხეთის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2022 წლის 3 ოქტომბერს გასცა. რუსეთ-უკრაინის ომიდან 9 თვეში კი მცხეთის მერიამ სამეფო სასახლის პროექტი დაამტკიცა და მშენებლობა დაიწყო.
ტერიტორიის მფლობელი, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ნიკა ჯობავა და კომპანია "რონდი"არიან. "რონდის" მფლობელი კი ნიკა ჯობავას მამა როლანდ ჯობავაა.
როლანდ ჯობავა , რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს, ბაკულევის სახელობის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და რუსეთის მმართველ ელიტასთან დაახლოებული მილიონერია. "შაბათის ეთერს" ინფორმირებული პირის ჯობავას გარემოცვიდან უყვება, რომ ის საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილის მფარველობით სარგებლობს და დაქვეითებული ექს პრემიერის ახლო გარემოცვის წევრია.
რუსეთიდან და ტაჯიკეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მუშები სასახლეს დაჩქარებული წესით აშენებენ. ოთხ სართულიანი რეზიდენცია 27 ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ბაღებით და სამი აუზით, გალავნითაა გარშემორტყმული.
ეს სასახლე პუტინის გალენჯიკის რეზიდენციას მოგაგონებთ. მთავარი კარიბჭე ოქროსფერი ნაკეთობებით, თეთრი მარმარილოს თაღებშია ჩასმული. ყურადღებას თეთრი მარმარილოს ორნამენტები იქცევს, რომელიც ტანმაღალ კოლონადებს მიუყვება.
რუსეთის მმართველ ელიტასთან დაახლოებული როლანდ ჯობავას გარემოცვა "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ის დაქვეითებული ექსპრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარია.
"შაბათის ეთერმა" დოკუმენტების შესაწავლის შემდეგ, ჯოაბვას და ხელისუფლების პირველი პირების ახლო კავშირი დაადგინა: როლანდ ჯობავა კომპანია "ჯორჯიან ბინზეს ბროკერი"-ის 10 % წილის მფლობელია. ამ კომპანიაში 25 % წილს ფლობს, ბეჟან მაისურაძე, საკონტროლო პაკეტის მფლობელი კი რომან ბოკერიაა.
რომან ბოკერია ოთარ ფარცხალაძის რუსული ბიზნესების მმართველია, ისინი ერთად ფლობენ მოსკოვში ანალოგიური დასახლების კომპანიას, ბეჟან მაისურაძე კი ირაკლი ღარიბაშვილის ახლო ძმაკაცია, და ეს კავშირი მან 2020 წელს "შაბათის ეთერთან" ინტერვიუს დროს უარყო.
ირაკლი ღარიბაშვილის და ბეჟან მაისურაძის გზები ბევრჯერ გადაიკვეთა. მას შემდეგ, რაც მაისურაძემ გარეჯას საქმეში თითქოსდა მოპარული რუკები იპოვა და ყოფილ პრემიერს მტკიცებულებად გადასცა, სანაცვლოდ ინვესტორების შემომყვანი შუამავალი კომპანიის წილები და სახელმწიფო ქონების გასხვისების პრივილეგია მიიღო.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სოცქსელში წერს: ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ.უბრალოდ პოზიცია უნდა შევცვალო, ქოცების ლანძღვა გინებას უნდა მოვეშვა.რაც შეხება წულუკიანის ფილმს ქვე...
სოცმედია • 18:23
„დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ. 2008 წლის ომის ეროვნულ...
პოლიტიკა • 17:19
ჟურნალისტი ვახო სანაია: ესაა მიშას გამოსვლა 2008 წლის 7 აგვისტოს.იმედია, მოუსმენს ის ხალხიც, რომელსაც რუსი გოგა ხაინდრავას ,,ჰეროკრატიითა" და ათასი ნაგვით არწმუნებენ წლებია, საქართველომ დაიწყო ომიო.ვი...
პოლიტიკა • 17:14
პაატა ბურჭულაძე სოცქსელში წერს: მივმართავ ე.წ.საპარლამენტო კომისიას!დაიმახსოვრეთ!ქართულმა გმირმა ჯარმა სააკაშვილის სარდლობით,2008 წელს, საქართველოს 20% კი არ დაკარგა, არამედ შემოსეული ვერაგი მტრისგან...
სოცმედია • 16:58
ნენსი ვოლანდი სოცქსელში წერს: შალვა რამიშვილის სიდედრმა, რომელმაც ცადა ჩემზე მისი ბინძური სიძის პროპაგანდა გაეგრძელებინა და ჩემი სახელი შეელახა, ამწამს დამბლოკა.იცით რატომ? იმიტომ რომ სახით ვათრიე.თქვ...
სოცმედია • 16:49
ჟურნალისტი რამაზ სამხარაძე სოცქსელში წერს: წულუკიანის კომისია ისე მოქმედებს, რომ ზუსტად ეს ჯარი მოუღებს ბოლოს.ჟანრის ლოგიკა სხვა გზას არ გვიტოვებს — როცა სამართალს კლავენ, ამბოხი ლოგიკურია.თუ ეს გადა...
სოცმედია • 16:44
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა