1743224478
„ერთადერთ პრეზიდენტს ვერ იტანდა... სხვებთან ისე იყო, როგორც თევზი წყალში და ბოზი ბორდელში“ - რეზო შატაკიშვილი ხაინდრავაზე
პოლიტიკა • 29/4/2023 • 18:30
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ალაპარაკდა - ნინო გვენეტაძე სატელევიზიო ეთერით პირველად ადასტურებს ინფორმაციას ე.წ. აგენტ ქალზე, რომელიც კლანმა მის გასანეიტრალებლად გამოიყენა.
საუბარია, თიკა ბეჟაშვილზე, რომელმაც ნინო გვენეტაძეს სასამართლოში უჩივლა, რასაც საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა შეეწირა.
"შაბათის ეთერმა" იპოვა კაცი, რომელიც დიდი ფულის სანაცვლოდ მოსყიდული ქალის ამბავს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. მიშა ოსიტაშვილი ამბობს, რომ ბეჟაშვილმა დიდი ფული აიღო და გვენეტაძის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაში სუს-ის მოკავშირე გახდა.
"შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ნინო გვენეტაძისგან გაშვისუფლებულ თინათინ ბეჟაშვილს "მერიოტში" შეხვედრაზებანკში არსებული დიდი ფული (30 000 $) დაუფარეს.
არსებობს და შაბათის ეთერის ხელშია SMS-შეტყობინებები, ოსიტაშივლისა და ბეჟაშვილის მიმოწერაც, სადაც ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე, მეგობარს პირდაპირ წერს, რომ მას გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, შესაბამისი სამსახურებიდან ჰქონდა აკრძალული.
როგორ აღმოჩნდა, საბოლოოდ მთელი სასამართლო სისტემა, ერთი კლანის ხელში და როგორ მოიშორეს ნინო გვენეტაძე?
ოსიტაშვილის თქმით, თიკა ბეჟაშვილი სუსს დათანხმდა, რომ დიდი ფულის სანაცვლოდ მის ყოფილ უფროსს ნინო გვენეტაძეს უჩივლებდა. გარიგების გაფორმებიდან მალევე, ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ ბეჟაშვილმა სარჩელი პროკურატურაში შეიტანა. ქალმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ გვენეტაძე მის მეგობრეობს მოსამართლეობის გამოცდებს უწყობდა.
პროკურატურამ ამბავი გვენეტაძეს უთხრა, გვენეტაძე პანიკაში ჩავარდა, საქმის გახმაურება მის რეპუტაციას მთლიანად ანგრევდა, იყო შანსი დაეჭირათ. გვენეტაძე ივანიშვილს შეხვდა, ივანიშვილმა უთხრა, რომ სუსი საქმეში ჩართო და ქალი, რომელიც მას უჩიოდა, ერთადერთი შემთხვევაში გაჩნდებოდა, თუ ის გადადგებოდა. გვენეტაძემ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და გადადგა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ამ დროს იწყება ქალის გამდიდრების ისტორია, თიკა ბეჟაშვილის მიხეილ ოსიტაშვილს წერს, რომ უძრავი ქონების ყიდვა უნდა.
მიმოწერაში კარგად ჩანს, რა დროიდან უჩნდება ბეჟაშვილს, რომელიც გაჭირვებაში ცხოვრობდა, დიდი ფული, როგორ იწუნებს დიღომში კერძო სახლებს როგორ შიშობს, რომ მის ხელში აღმოჩენილი თანხა, სარფიანად დაბანდების გარეშე არ დაეხარჯოს.
საჯარო რეესტრის დოკუმენტებით დგინდება, რომ თიკა ბეჟაშვილმა ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ შეიძინა, მიწა საგურამოში, სადაც ვილა აიშენა, იყიდა აპარტამენტი ბაკურიანში და ბოლო მოდელის თხილისფერი "ტოიოტა".
თიკა ბეჟაშვილის და "შაბათის ეთერის" რესპოდენტის მიმოწერითვე დგინდება, რომ ქალს რომელმაც სუსს სასამართლო სისტემის კლანისთვის გადაცემაში დაეხმარა,არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენა, არამედ სამაცივრე მეურნეობის მოწყობაც ჰქონდა დაგეგმილი , რაც თავის მხრივ საკმაოდ სოლიდურ დანახარჯებს მოითხოვს.
ფულის გარდა, ბეჟაშვილმა მიიღო სამსახური ბიძინა ივანიშვილის დედიაშვილის, უჩა მამაცაშვილის კომპანიაში. მისმა ვაჟმა კი თანამდებობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
"შაბათის ეთერმა" ნინო გვენეტაძის ჩაწერა შეძლო:
მოვწყდი ამ პროცესებს, ცოტა ადამიანის სახე მივიღე, აღვიდგინე ჯანმრთელობა, დავდივარ ჩემთვის, ვაკეთებ ჩემს საქმეს. ამ გადმოსახედიდან ეს ყველაფერი დამთავრდა. გამიგე რა! "- უთხრა ნინო გვენეტაძემ "შაბათის ეთერის" ჟურნალისტს.
კითხვაზე, ასე ცუდად სისტემამ გაგხადათ? გვენეტაძე ამბობს, "დავიღალე კი".
არ მაინტერესებს, (ბეჟაშვილს რომ სუს-ი "მერიოტში" შეხვდა-ჟურნალიეტი), ვიცი, კი,რაღაცას ვხვდები, მე ხომ ვიცი, რომ ყველასთან მართალი ვარ - ამბობს ის.
კითხვაზე, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, თუ ისაუბრებს ამ საკითხზე ან თუ მოითხოვს გამოძიების დაწყებას, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ "არ იცის".
არ ვიცი, ვერ გეტყვით, არაფერი მაქვს მოფიქრებული და წინასწარ დადგენილი გეგმები... არაფერზე არ დავინტერესებულვარ და თუ დამიჯერებთ ასე ვაგრძელებ.
არ მაინტერესებს (თინათინ ბეჟაშვილის უეცარი გამდიდრება). ვიღაცას ხომ მონახავდნენ, ვისაც დამიპირისპირებდნენ?!
გარდა ამისა, კაცი რომელმაც სასამართლო კლანის ხელში ჩაგდების ისტორია გასაჯაროვა, ნინო გვენეტაძის ყოფილ თანაშემწეს სასამართლოში უჩივის. ოსიტაშვილმა გაურემონტა თინათინ ბეჟაშვილს საგურამოს სახლი და როგორც თავად ამბობს, გაწეული სამუშაოსთვის ანაზღაურება ამ დრომდე არ აუღია.
იდენტიფიცირებულია ყველა პოლიციელი, ვინც გუშინ პარლამენტთან მოქალაქეები დააკავა. "ანწუხელიძე უკვდავია" - გოგონა, რომელსაც ამ შინაარსის საპროტესტო ბანერი ეჭირა, "პირველების" ინფორმაციით, მეხუთე განყოფი...
პოლიტიკა • 7:23
ძლიერი მიწისძვრა მიანმარში - დაღუპულთა რიცხვი 1 000-ს აჭარბებს. დაღუპულთა დიდი ნაწილი სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიშია, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოსაა. სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მი...
მსოფლიო • 7:21
რუსეთი უკრაინის ქალაქ დნიპროს დრონებით დაესხა თავს, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს, ერთ-ერთი 27 წლის ორსულია. დრონებით თავდასხმამ რამდენიმე ხანძარი გა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 7:19
"სამარცხვინოა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ამერიკის კრიმინალიზებისა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გზას მიმართა, რათა მიტაცებულ ძალაუფლებას ჩაებღაუჭოს. ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ მათი ქვეყანა ჩინე...
პოლიტიკა • 7:04
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამოწმებს, შესაძლებელია თუ არა სანქციების შემსუბუქება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში -ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. კრ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 6:37
დაიძრა 100 კილომეტრიანი მარში დმანისიდან!100 კილომეტრს ფეხით გავივლით და 31 მარტს რუსთაველზე შემოვალთ დამოუკიდებლობის დასაცავად!მტკიცე და ამაყი ნაბიჯებით ვივლით ეს სამი დღე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობ...
პოლიტიკა • 5:33
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა