„თავიდანვე ყველაფერი ისე კარგად აეწყო, ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ...“ - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

სპორტი 14/3/2023 • 13:35

ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ სპორტული გამოცემების ინტერესის სფეროში არ არის. გავლენიანი ამერიკული გაზეთის New York Times ჟურნალისტი რორი სმიტი „კვარასთან“ ინტერვიუს ჩასაწერად ნეაპოლს საგანგებოდ ეწვია და ქართველს თავისი იტალიური კარიერის პირველი 9 თვის შესახებ ესაუბრა.

„ის შეიძლება არ იქცეოდეს ისე, როგორც ვარსკვლავი. შეიძლება, არ გრძნობდეს თავს ვარსკვლავად, მაგრამ მას სწორედ ისე ექცევიან [მოწინააღმდეგე გუნდები], როგორც ვარსკვლავს“, – აღნიშნავს ჟურნალისტი, როდესაც საუბარი მეტოქეების მხრიდან კვარაცხელიას მისამართით განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას ეხება –

 

„ვგრძნობ, რომ ჩემი ფაქტორი მოქმედებს და ეს მაშინ ჩანს, როცა მოწინააღმდეგეთა დაცვით განლაგებებს ვაკვირდებით, თუმცა, ამაზე ნაკლებად ვფიქრობ”, – ამბობს თავად კვარაცხელია.
მისი თქმით, გულშემატკივრების მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.
„რაც აქ ჩამოვედი, თავი სიზმარში მგონია. თავიდანვე ყველაფერი ისე კარგად აეწყო, ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ რაღაც მომენტში მომიხდა, თავი ხელში ამეყვანა – საკუთარ თავს შევახსენე, რომ ეს რეალობა იყო და ძალა უნდა მეპოვა, რომ არ მოვდუნებულიყავი და ყველაფრისთვის ფეხი ამეწყო.

მადლიერებით სავსე ვარ იმ სიყვარულისა და მიჯაჭვულობისთვის, რასაც ხალხისგან ვგრძნობ. ეს მოტივაციას და ინსპირაციას მაძლევს და ამასთან, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყოველ თამაშზე უნდა დავამტკიცო, რომ იმის გაკეთება შემიძლია, რისი პირობაც დავდე“, – ამბობს ფეხბურთელი.
ხვიჩა კვარაცხელიამ იმაზეც ისაუბრა, თუ რას თვლის მის მთავარ ღირსებად მოედანზე.

„თავისუფლება – ეს არის ის, რასაც საკუთარ თავში ვაღიარებ. ეს კი იმიტომაა, რომ მიყვარს, რასაც ვაკეთებ. როდესაც ვთამაშობ, მთლიანად ამით ვარ მოცული. უნდა ითამაშო გულით, ენთუზიაზმით, მაგრამ ასევე, თამაშში გონებაც უნდა გქონდეს ჩართული. უნდა ისწავლო ვარჯიშებზე, საკუთარ შეცდომებზე და იმ არჩევანზე, რაც იმ მომენტში გეძლევა. მე გულითაც და გონებითაც ვთამაშობ. თუ გონებას არ ჩართავ, ვერ განვითარდები“, – ამბობს სპორტსმენი.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან პირველი სატელეფონო საუბარიც გაიხსენა. 

 


„ჩვენს შინაარსიანად ვისაუბრეთ. მან ამიხსნა, რას მოელოდა ჩემგან მოედანზე. ბევრი ვისაუბრეთ დაცვის ხაზში ფოკუსირებაზე, იმაზე, რომ უნდა ვყოფილიყავი გუნდის ნაწილი და ზოგადად იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია გუნდური სულისკვეთება. ეს ის არის, რაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. იტალიელ მწვრთნელებს სახელი აქვთ განთქმული, მათ იციან, როგორ დაახელოვნონ მოთამაშეები“, – ამბობს კვარაცხელია.

„პია.ჯი„

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამინდი
წვიმა, ელჭექი, ქარი – დღევანდელი ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებ...

საზოგადოება 3 წუთის წინ

გიორგი გახარია
„გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად“ - გიორგი გახარია

ზუსტად 34 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერ...

პოლიტიკა 9 წუთის წინ

პატრული
დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელმაც 28 მარტის აქციაზე პოლიციის ავტომანქანა დააზიანა - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს. მას 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. "გამოძი...

კრიმინალი 10 წუთის წინ

პოლიცია
სპეცოპერაცია თბილისში - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის...

კრიმინალი 12 წუთის წინ

გოცირიძე
„შეთანხმების ბოლო ვარიანტი იმაზე საშინელია, ვიდრე თავდაპირველი“ - რომან გოცირიძე აშშ-უკრაინის იშვიათი ლითონების მოლაპარაკებაზე

ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე: დაიწყო იშვიათი ლითონებიდან, რომელიც აღმოჩნდა, რომ უკრაინას ფაქტობრივად არა აქვს და საქმე მივიდა უკრაინის მთელი წიაღისეულისა და მის მოპოვებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქ...

სოცმედია 19 წუთის წინ

პოლიტიკა
"შევიკრიბოთ იქ, საიდანაც იწყებოდა სამართლიანი პროტესტი" - 12 საათიდან, "საგამოძიებო კომისიის" სხდომის პარალელურად, აქცია გაიმართება

ოლიგარქის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომის პარალელურად, დღეს, 31 მარტს, 12:00-დან 16:00 საათამდე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია გაიმართება:    "31 მარტს...

პოლიტიკა 21 წუთის წინ