1741806455
"ხარება" ისევ კლინიკაში გადაიყვანეს
კრიმინალი • 3 თებერვალი 8:31
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო მეორე პირს - დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში, საქნავთის დასახლების №2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთ შელაპარაკებისას ბრალდებულმა, მის სახელზე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, განზრახ მკვლელობა, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 1-ელ თებერვალს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე ბრალდებულს - სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით." აცხადებს პროკურატურა
თაობიდან თაობას გადაცემული ბრძოლა თავისუფლებისთვის და სტუდენტი-ახალგზრდობა, რომელიც დღეს, პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად დადგა ბარიკადებზე ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. დამოუკიდებ...
პოლიტიკა • 13 მარტი 17:28
დედა, რაღაც სასამართლოებზე ცოტა უხასიათოდ ხარ და გაიღიმე ხოლმე - ასე იწყება ოთხ კედელში გამომწყვდეული სინდისის პატიმრის წერილი გლდანის ციხიდან, რომელიც თორნიკე გოშაძემ დედას გამოუგზავანა და უთხრა, რომ...
პოლიტიკა • 13 მარტი 15:06
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: რატომ არ აწყობს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა?ვფიქრობ, სამხედრო მოტივებზე აქ საუბარი უადგილოა. პასუხი პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ პ...
სოცმედია • 13 მარტი 14:01
საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველისა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინასთან დროებითი ზავის დადებით დაინტერესებული არ არის. უშ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 13 მარტი 13:58
ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, თეატრალური უნივერსიტეტიდან, სტუდენტების გარიცხვას პროტესტით პასუხობენ ამავე უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში. დღეს ცნობილი გახდა, რომ თეატრალური უნივერსიტეტ...
პოლიტიკა • 13 მარტი 13:39
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ივანიშვილის პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ - შესაბამისი განკარგულებები, რომელსაც ხელს ივანიშვილის წარმომ...
პოლიტიკა • 13 მარტი 12:03
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა