თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოვლინდება. აქვე დასახელდება ევროპის წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება.2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და გასულ წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29 %-ით გაიზარდა. წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, თვის ბოლოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეტაპობრივად 4 ახალი ევროპული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას:30 მარტიდან - გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი British Airways - ლონდონი-თბილისი31 მარტიდან - ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet სამი მიმართულებით: ლონდონი, ჟენევა, მილანი12 აპრილიდან - ფრანგული Transavia France- პარიზი-თბილისი12 აპრილიდან Lufthansa Group-ის წარმომადგენელი შვეიცარიული Edelweiss -ციურიხი-თბილისისაქართველოს აეროპორტების გაერთიანების წინასწარი პროგნოზით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 4 % მოიმატებს და 5 მილიონამდე გაიზრდება.თბილისის აეროპორტთან ერთად 5 საუკეთესო ნომინანტთა შორის მოხვდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქალაქების აეროპორტები როგორებიცაა: ბრემენი, კორფუ, ლონდონი (Southend Airport) და ვილნიუსი. შეფასების კრიტერიუმის თანახმად, წლის საუკეთესო აეროპორტებს მზარდი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ასევე ჯამურად წელიწადში ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების დამატების კუთხით, ხმათა უმრავლესობით ავიაკომპანიები ირჩევენ. ავიაკომპანიებს კი პირიქით, აეროპორტები წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებაზე დაყრდნობით აფასებენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი

ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...

საზოგადოება 1768640523

კარატისტი გოგო
 ბოლნისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა

 ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

შემთხვევა 1768639057

ირან
ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...

მსოფლიო 1768635795

 3 მლნ ლარის
ამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების 6 კგ. "მეთადონი" - შსს-მ 2 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...

კრიმინალი 1768633614

ირანი ბირთვული
„ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს“ - The Guardian

აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...

მსოფლიო 1768631783

რეზა ფეჰლევი
„მოგიწოდებთ თქვენ, ყველა მამაც თანამემამულეს მთელ ირანში, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 17-დან 19 იანვრამდე, საღამოს 8 საათამდე, აღიმაღლოთ თქვენი რისხვის ხმა და გააგრძელოთ პროტესტი ეროვნული ლოზუნგებით“ - რეზა ფეჰლევი

"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...

მსოფლიო 1768629642