რას ჰყვება ჩვენებაში კაცი, რომელმაც 22 წლის გოგო დანის 59 დარტყმით მოკლა - "შაბათის ეთერის"ექსკლუზივი

კრიმინალი 2/3/2024 • 20:05

ცინდელიანი

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, კაცი, რომელმაც 22 წლის გოგო წამებით მოკლა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს ისიც,  რას ჰყვება ბრალდებული ჩვენებაში, რომელმაც მეგობარს 59 ჭრილობა მიაყენა

განსაკუთრებული სისასტიკით  მოკლული ქეთი ჯავახიშვილის ერთადერთი ძმა "მელაძის შაბათისთვის" მიცემულ პირველ ინტერვიუში  ამბობს,  რომ ქეთის ძებნა 27 თებერვალს  იმ წუთიდან დაიწყეს, როდესაც დილით გაღვიძებულმა ოჯახმა აღმოაჩინა,  რომ გოგონა სახლში არ იმყოფებოდა. ქეთის ყველგან ეძებდნენ,  ამ დროს კი 22 წლის გოგო საკუთარი სახლიდან რამდენიმე მეტრში ბეტონის თხრილში სისხლისგან იცლებოდა.

ქეთის  ტრაგედია 27 თებერვალს სოციალურ ქსელში მიღებული  ერთი  sms-ით  დაიწყო, პოლიციის ფაილებით დგინდება, რომ საბედისწერო შეტყობინება ქალმა  ღამის 20:00 საათზე მკვლელი  ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ოთარ ცინდელიანისგან მიიღო. კაცი  შეხვედრას სთხოვდა. საბოლოოდ კი ადგილზე მისულ პოლიციას საზარელი სურათი დახვდა.

59 ჭრილობა მთელს სხეულზე, თავში  ჩარჩენილი დანის პირი  და ყველა ორგანო დაზიანებული - ასეთი მისტიკით ჩადენილ მკვლელობას საქმის პროკურორი ვერ იხსენებს.“ შაბათის  ეთერთან" ინტერვიუში სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ ყველაზე მეტი ჭრილობა ქეთი ზურგზე ჰქონდა მიყენებული, ამიტომ გამოძიება  ვარაუდობს, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ოთარ ცინდელიანი უკვე მოკლული ქალის დანაწევრებას ცდილობდა.

ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულ კაცს ჰქონდა მიღებული, სავარაუდოდ ამფეტამინის ჯგუფს განეკუთვნება, ეს საბოლოოდ ექსპერტიზამ უნდა დაადგინეს, თუმცა ეს ნივთიერება, მოხმარების შემდეგ ჰალუცინაციებს იწვევს.

ირკვევა, რომ 22 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის  შემდეგ ოთარ ცინდელიანმა შემთხვევის  ადგილი დატოვა და მტკიცებულებების განადგურება დაიწყო, ის ჯერ წინუბანში ბებიის სახლში მივიდა, იბანავა, სისხლიანი ტანსაცმლის ნაწილი გარეცხა ნაწილი კი ნაგავი  გადაყარა, თუმცა პოლიციამ მტკიცებულებები იპოვა და ექსპერტიზამ მასზე ქეთის სისხლის კვალიც აღმოაჩინა. ერთადერთი ადამიანი, ვინც მკვლელობის შემდეგ სახლში დაბრუნებული ბრალდებული ნახა,  მისი ბებია იყო, თუმცა მან ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.

მტკიცებულებების გადამალვის შემდეგ „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, ოთარ ცინდელიანმა ტაქსი გამოიძახა და ჟინვალის მიმართულებით წავიდა, ერთ-ერთი ვერსიით, მას იქ მამა ელოდა. საბოლოოდ კი მამა-შვილი დასავლეთ საქართველოს მიმართულებით წავიდა. არსებობს ვარაუდი, რომ ცინდელიანი ოკუპირებულ კოდორში  გადასვლას და ცენტრული ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიის დატოვებას აპირებდა, ამაში კი მამა ეხმარებოდა. თუ ეს დადასტურდა, შესაძლოა, განსასჯელის სკამზე ბრალეულის მამაც აღმოჩნდეს.

რა იცოდა  მომიხარის შესახებ განსაკუთრებული მისტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულის მამამ? - "შაბათის ეთერის" ეს კითხვები  დავით ცინდელიანმა კამერის წინ უპასუხოდ დატოვა. თქვა მხოლოდ ის, რომ  მის შვილს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

ის რაც არ თქვა კამერებთან ბრალეულის მამამ "პირველებს" დაუდასტურა  - სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი  შვილი წლებია, მკვლელ ნარკოტიკზე, ამფეტამინზეა დამოკიდებული. მკვლელობაში ბრალდებულმა რეაბილიტაციის კურსი ესპანეთშიც გაიარა თუმცა ვერაფერი უშველეს, ამიტომ უკან საქართველოში დაბრუნდა.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულად არც ბრალეული ოთარ ცინდელიანი უარყოფს, ადასტურებს იმასაც, რომ როდესაც ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა დანით მიაყენა, ამფეტამინის  ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ოთარ ცინდელიანმა 22 წლის ქალის სწორედ ნარკოტიკებისთვის საჭირო ფულის გამოძალვის  გამო მოკლა, გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა მას ნარკოტიკის საყიდლად თანხა არ მისცა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

პროკურორი, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ გამოძიება ახლა ყველა მიმართულებით მუშაობს, ყველაზე საინტერესო კი პროკურორისთვის  იმ მიმოწერის აღდგენაა, რომელიც მოკლულ ქალთან ბრალეულმა დანაშაულის შემდეგ წაშალა.

მიმოწერის ის ნაწილი რაც  საგამოძიებო უწყებამ ბრალეულის ტელეფონიდან ამოიღო, პროკურორის განცხადებით ადასტურებს, რომ  მკვლელობაში ბრალდებული 22 წლის ქალს სისტემატურად აბულინგებდა, ამცირებდა და ამაზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზურაბიშვილი ივანიშვილი
„დღეს ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ “დღე...

პოლიტიკა 17 წუთის წინ

ჭიღლაძე პაპაშვილი
„ლაშა, უუუწმინდესის კურთხევით აჭმევდი სკინტლს ძროხებს?” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება: ,,ჯაან მორჭმუნე და ჯაან ეკლეშიური ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი თურმე თავის ძროხებს ქათმის სკინტლს (ანუ ნაკელს) აჭმევდა და დაიხოც...

სოცმედია 19 წუთის წინ

ბოსნიელი სერბი ლიდერი
ბოსნიელი სერბი ლიდერი მოსკოვში გაიქცა – ბოსნია ინტერპოლის დაკავების ორდერს ითხოვს

ბოსნიელი სერბების ლიდერი მილორად დოდიკი მოსკოვში გამოჩნდა მას შემდეგ, რაც სარაევოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საერთაშორისო დაკავების ორდერის – "წითელი ცირკულარის" – გამოცემა მოითხოვა. დოდიკი, რომელიც...

მსოფლიო 21 წუთის წინ

საქბანკიიიი
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო

მოსწავლეების რჩეულ საბანკო აპლიკაცია sCoolApp-ში ბავშვების საყვარელი საჩუქრების კამპანია ბრუნდება! თუკი მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ sCoolApp-ი, აპლიკაციაში დარეგისტრირდებიან, საჩუქრად sCool Car...

ბიზნესი & ეკონომიკა 23 წუთის წინ

პოლიტიკა
„საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ონლაინ ჩართვისას...

პოლიტიკა 25 წუთის წინ

ბოკუჩავა
„ვითანამშრომლებთ აღნიშნულ ფორმატთან საკითხების მიხედვით საჭიროების შესაბამისად“ - თინა ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ინიციატივაზე

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა: სალომე ზურაბიშვილის ფორმატთან დაკავშირებით:ნაციონალური მოძრაობა არ ემიჯნება არც ერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას ივანიშვილის რეჟიმის დას...

პოლიტიკა 12:43