„საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1 აპრილი 14:48

პოლიტიკა

საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში მიღებულ კანონებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა“ ახორციელებენ სახელმძღვანელოს, რომელიც „აშკარად არ არის დაწერილი საქართველოში“.

“პარლამენტში საერთოდ არავითარი დებატები არ არის - კანონი კომიტეტების სამ ეტაპს სულ რაღაც სამ დღეში გადის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დიახ, იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთში და ბელარუსშია. მაგალითი რომ მოგცეთ, მხოლოდ დღეს პარლამენტმა სამი სხვადასხვა კანონი მიიღო. რა თქმა უნდა, პარლამენტში საერთოდ არავითარი დებატები არ არის - კანონი კომიტეტების სამ ეტაპს სულ რაღაც სამ დღეში გადის. პირველი ე.წ. ამერიკული FARA კანონია, რომელიც უბრალოდ, ახალი “რუსული კანონია”, რომელიც მეტ ძალაუფლებას აძლევს ხელისუფლებას, რომ შეზღუდონ და შეაკაონ არასამთავრობო ორგანიზაციები. მეორეს სისხლის სამართალში ხელახლა შემოაქვს “სახელმწიფო ღალატის” მუხლი, რაც საბჭოთა დროს არსებობდა. მესამე ზღუდავს მედიას და მათ დამატებით შეზღუდვებს უწესებს ფინანსურ კონტროლზე, ასევე, კონტენტის კონტროლზე.  ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა. ეს აჩვენებს სისწრაფეს, რომლითაც შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა ახორციელებენ სახელმძღვანელოს, რომელიც აშკარად საქართველოში არ არის დაწერილი, ვინაიდან, ისინი მხოლოდ ერთ პარტიას და ერთ კაცს, ბატონ ივანიშვილს, წარმოადგენენ.

ასევე მნიშვნელოვანი აღნიშვნა, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტიც არ არსებობს. ყველა ინსტიტუტი ერთპარტიულმა მმართველობამ დაიპყრო, ისინი ახდენენ ყველა ადამიანის ნომინაციას - სასამართლოებში, უზენაეს სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ცენტრალურ ბანკში, რომელსაც გუშინ შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, ყველა სარეგულაციო კომისიაში, რომელთაგან ერთ-ერთი მედიის რეგულაციას ახდენს. ასე რომ, ეს სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ მოქცევაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შაქარიშვილი ხაინდრავა
შაქარიშვილმა ახალგაზრდებზე დღესაც იძალადა - ადგილზე იყო ხაინდრავაც

ვატო შაქარიშვილის მორიგი თავდასხმა ახალგაზრდებზე - შემთხვევა ცოტა ხნის რუსთაველის გამზირზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა გოგა ხაინდრავაც ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში თათია აფრიამაშვილი ავრცელებს:   "ვატო...

პოლიტიკა 7:46

ლენტიი
ვიდეო: სასტიკი ანგარიშსწორება თბილისში - დაშავებულია 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს

სასტიკი ანგარიშსწორება თბილისში - დაშავებულია 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს  

კრიმინალი 7:24

დავით დარჩიაშვილი
„ტრამპი პუტინზე უარესია“ - დავით დარჩიაშვილი

დავით დარჩიაშვილი: ტრამპი პუტინზე უარესია. პუტინი პუტინია - რუსულ იმპერიულ/მაფიურ პარადიგმაში ბუნებრივად ზის. მისგან სხვას რას უნდა ელოდო?! აი, ტრამპმა, რაც დასავლური ცივილიზაცია და დემოკრატიაა, გადაც...

სოცმედია 7:22

 ნინო კალანდაძე
„ხელოვნურად და მიზანმიმართულად გაღვივებულ ზიზღზე დგას ქოცი“ - ნინო კალანდაძე

ნინო კალანდაძე: დიახ. ხელოვნურად და მიზანმიმართულად გაღვივებულ ზიზღზე დგას ქოცი. ქოცი რა, რუსეთი. ამ ზიზღს აჩენს და კვებავს პროპაგანდით. ისე, რომ ვერც კი ვხვდებით. არაფერი აერთიანებს ისე, როგორც ზიზღი...

სოცმედია 7:20

მირცხულავა
„ოპოზიციის ნაწილიც რომ ნაბოზარია, ეგეც თქვენი ბრალია, თუმცა აქ მიზეზი სხვაა - ტაშით არ უნდა გააგიჟო ბოგანო“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "პეპელას ეფექტი", ედვარდ ლორენცმა აღმოაჩინა - 1961 წელს. არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბრაზილიაში პეპელას ფრთების მოძრაობამ შესაძლოა, ტეხასში ტორნადო გამოიწვიოს. უფრო ქართულ...

სოცმედია 7:16

პატარიძე ლილუაშვილია
„ოცნების" პრემიერად დანიშნავენ, არ ინერვიულოთ თქვენ“ - გიორგი პატარიძე ლილუაშვილზე

პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძე: "შეეშვით" ლილუაშვილს - "ქართული ოცნების" პრემიერად დანიშნავენ, არ ინერვიულოთ თქვენ

სოცმედია 7:13