ზარქუა-სანიკიძის სკანდალი აბუ დაბის სასტუმროში - ელჩი ადასტურებს, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირები პოლიციაში გადაიყვანეს
კრიმინალი • 1736854737
აბუ დაბიში, სადაც "ოცნების" დეპუტატები საქართველოს მოქალაქეს თავს დაესხნენ, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - ამ ინფორმაციას "პირველებს" საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა უდასტურებს.
ჯანჯღავა ამბობს, რომ მომხდარში ოფიციალურ ად არის ჩართული საელჩოს საკონსულო სამსახური.
მისივე განცხადებით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები პოლიციაში არიან გადაყვანილნი.
ჩვენ დაგვირეკა პოლიციამ, რის შემდეგაც საელჩოს საკონსულო სამსახური ჩაერთო საქმეში. მიდის გამოძიება და ჯერ ვერაფერს გეტყვით.
დაკავებულებს ვერ დავარქმევ, უფრო გამოძიებისთვის არიან პოლიციაში გადაყვანილნი", - ამბობს ელჩი.
აბუ დაბის პოლცია ამ დრომდე იძიებს სატუმრო რედისონში მომხდარ ინციდენტს, რომლის ფიგურანტებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარული - ჯგუფურად თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს, რომელმაც "ოცნების" დეპუტატებს "მონები" და "რუსები " ეძახა. საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეების გამოკითხვები ჯგუფური თავდსხმის საქმეზე ამ წუთებშიც გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია გიორგი გოგოლაძე, პირი, რომელიც თან ახლა "ოცნების" დეპუტატებს და რომლის ნასროლი თეფში სასტუმროს თანამშრომლეს მოხვდა.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












