ევროკავშირმა TikTok-თან დაკავშირებით გამოძიება

მსოფლიო 21/2/2024 • 6:06

ევროკავშირი

ევროკავშირმა TikTok-თან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება დაიწყო. შედეგად უნდა გაირკვეს დაარღვია თუ არა სოციალურმა ქსელმა ონლაინ კონტენტთან დაკავშირებული წესები, მათ შორის ბავშვების უსაფრთხოების მხრივ.

ამის შესახებ ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. საუბარია ციფრული სერვისების აქტის (DSA) დარღვევაზე.

ტიერი ბრეტონმა, ევროკავშირის კომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, თქვა, რომ ბავშვების დაცვა პრიორიტეტია. ეს მოიცავს, როგორც ასაკის შემოწმებას, ისე შესაბამის კონფიდენციალურობას.

„ეს პლატფორმა მილიონობით მოზარდზე ახდენს გავლენას. TikTok სრულად უნდა შეესაბამებოდეს DSA-ს და განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს არასრულწლოვნების დაცვაზე. ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ ჩვენი შვილების დასაცავად", - თქვა ბრეტონმა.

გასული წლის აპრილში, ირლანდიურმა მარეგულირებელმა TikTok 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მაშინ ეს ევროკავშირის მონაცემთა კანონმდებლობის დარღვევის გამო მოხდა, რის მიხედვითაც პლატფორმის მიერ არასრულწლოვნების მონაცემები უკანონოდ მუშავდებოდა. იმავე თვეში, გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის კომისარმა კომპანია 12,7 მილიონი ფუნტით დააჯარიმა. ამჯერად 13 წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემების უკანონო დამუშავებისთვის.

კომპანიებს, რომლებიც DSA-ს არღვევენ, საერთო ბრუნვის 6%-ით დაჯარიმება ემუქრებათ.

TikTok ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ ByteDance-ს ეკუთვნის. კომპანიაში ამბობენ, რომ გააგრძელებენ ექსპერტებთან მუშაობას, რათა პლატფორმაზე ახალგაზრდების უსაფრთხოება ბოლომდე იყოს დაცული.

რაც შეეხება გამოძიებას, მისი ვადები არ არის დადგენილი. ბრიუსელში ამბობენ, რომ გამოძიება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის საქმის სირთულესა და იმაზე თუ რამდენად ითანამშრომლებს კომპანია გამოძიებასთან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
ნიკა გოისაშვილი: „ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს...“ ქართველი ახალგაზრდობა - ბრძოლის მთავარი საყრდენი და ივანიშვილის დაუძლეველი ბარიერი

თაობიდან თაობას გადაცემული ბრძოლა თავისუფლებისთვის და სტუდენტი-ახალგზრდობა, რომელიც დღეს, პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად დადგა ბარიკადებზე ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. დამოუკიდებ...

პოლიტიკა 13 მარტი 17:28

თორნიკე გოშაძ
"მთვარეზეც კი ვერ ვიქნები მშვიდად, როცა ჩემი ქვეყანა და ხალხი ასეთ დღეში მეგულება" - თორნიკე გოშაძის წერილი ციხიდან

დედა, რაღაც სასამართლოებზე ცოტა უხასიათოდ ხარ და გაიღიმე ხოლმე - ასე იწყება ოთხ კედელში გამომწყვდეული სინდისის პატიმრის წერილი გლდანის ციხიდან, რომელიც თორნიკე გოშაძემ დედას გამოუგზავანა და უთხრა, რომ...

პოლიტიკა 13 მარტი 15:06

გია ხუხაშვილი
„პუტინისთვის ომი შიგა სტაბილურობის შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: რატომ არ აწყობს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა?ვფიქრობ, სამხედრო მოტივებზე აქ საუბარი უადგილოა. პასუხი პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ პ...

სოცმედია 13 მარტი 14:01

პუტინი ვირთხა
„კრემლი უკრაინასთან ცეხლის დროებითი შეწყვეტით დაინტერესებული არაა“ - უშაკოვი

საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველისა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინასთან დროებითი ზავის დადებით დაინტერესებული არ არის. უშ...

რუსეთ-უკრაინის ომი 13 მარტი 13:58

საზოგადოება
„რთულია, ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც, ახალგაზრდების "მოძულე" აკადემიური პერსონალია“ - თამარ ცაგარელმა თეატრალურის აკადემიური საბჭო დატოვა

ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, თეატრალური უნივერსიტეტიდან, სტუდენტების გარიცხვას პროტესტით პასუხობენ ამავე უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში. დღეს ცნობილი გახდა, რომ თეატრალური უნივერსიტეტ...

პოლიტიკა 13 მარტი 13:39

ღარიბაშვილი წულუკიანი
ირაკლი ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ივანიშვილის პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ - შესაბამისი განკარგულებები, რომელსაც ხელს ივანიშვილის წარმომ...

პოლიტიკა 13 მარტი 12:03