„აჭარის მთავრობის მეთაურად თბილისის პოლიციის უფროსის დანიშნვა აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება იქნება“ -  ტარიელ ნაკაიძე

პოლიტიკა 4 აპრილი 8:57

ნაკაიძე თამაზაშვილი

„აჭარის მთავრობის მეთაურად თბილისის პოლიციის უფროსის, სულხან თამაზაშვილის დანიშნვა აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება იქნება,“ - ამის შესახებ პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს.

 

თორნიკე რიჟვაძე გადადგა ან გადააყენეს. გავრცელებილი ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას თბილისის პოლიციის უფროსი სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. თუ მართლაც ასე მოხდება, ვფიქრობ, ეს აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა, უფრო მეტიც, აბუჩად აგდება იქნება, თუმცა ე.წ. ხელისუფლება მხოლოდ აჭარის მოსახლეობას კი არა, თავად „ოცნების“ წევრებსაც არაფრად თვლის და აბუჩად იგდებს (ამას, მაინცდამაინც, არ ვნერვიულობ).

ნუთუ, არ მოიძებნება აჭარაში „ოცნების“ რიგებში  ადამიანი, ვისაც ნდობას გამოუცხადებენ. იმედია, თორნიკე რიჟვაძეს არ მოუწევს სამსახურის ძებნა უცხოეთში. თუ მას რომელიმე მინისტრის პოსტზე დასვამენ, ამას შევაფასებ დადებითად. ამ ნაწილში ერთგვარი გარღვევა იქნება, აჭარის რეგიონიდან ვინმე მინისტრად თუ დაინიშნება (მიუხედავად იმისა, ჩემთვის ეს ხელისუფლება არაღიარებულია, უბრალოდ, მოცემულობის გათვალისწინებით ვმსჯელობ, თორემ ამ რეალობაში ვინ სად იქნება, რა აზრი აქვს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვაშაძე წულუკიანი
„ჩვენი ისტორია თურმე “პიარია”, გმირები კი – „უაზროდ გაწირულები“?! ეს არ არის პოლიტიკა – ეს არის ეროვნული ღალატი!“ - გიორგი ვაშაძე წულუკიანს

„რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?“ – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ! და არა საქართველოს!თუ ანწუხელიძე „უაზროდ იყო გაწირული“, მაშინ:გმირობა რას ნიშნავს?სამშობლო რას ნიშნავს?და თქვენ საერთოდ ვის ემსახურე...

პოლიტიკა 10:22

ნუცა თოფურია
„ქალბატონო თეა, გიორგი ანწუხელიძე იყო გმირი, ვისზეც ჩვენს შვილებს აუცილებლად მოვუყვები“ - ნუცა თოფურია

ქალბატონო თეა, გიორგი ანწუხელიძე იყო გმირი, ვისზეც ჩვენს შვილებს აუცილებლად მოვუყვები - ასე ეხმაურება წულუკიანის სკანდალურ განცხადებას მომღერალი ნუცა თოფიურია და ამბობს, რომ რაც დრო გადის რეჟიმი უფრო...

სოცმედია 10:10

ქეთათო
„ანწუხელიძის მშობელს, შვილს, ყველას მე მოვუხდი ბოდიშს“ - ქეთათო ჩარკვიანი

გაუგონარი რაღაცები ხდება! სახელების გადარქმევა და ფასეულობების გადაფასება აღარ ჰქვია ამას - ასე ეხმაურება თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძეზე გაკეთებულ განცხადებას ქეთათო ჩარკვიანი. ანწუხელიძის მშ...

პოლიტიკა 9:56

ველიჯანაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შემდეგ, არხს თანამშრომლები ტოვებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შემდეგ, არხს თანამშრომლები ტოვებენ.   ცნობილი ხდება, რომ პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს...

პოლიტიკა 9:55

პაპუაშვილი
ივანიშვილის პაპუაშვილმა ივანიშვილის წულუკიანის სახლთან გამართული აქცია „დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორად“ მოიხსენია

შალვა პაპუაშვილმა თეა წულუკიანის სახლთან გამართული აქცია „დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორად“ მოიხსენია. "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ირწმუნება...

პოლიტიკა 9:54

ზაზა ოქუაშვილი
„ლონდონის სასამართლომ დაადგინა, რომ ივანიშვილის უსაფუძვლო გამდიდრება სერიოზულ საკითხს წარმოადგენს, რომელიც ინგლისის სასამართლოს განხილვას ექვემდებარება“ - "ომეგა ჯგუფი"

„ქართული ოცნება“ ფეიკ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ზაზა ოქუაშვილი ინგლისის სასამართლოში დამარცხდა ბიძინა ივანიშვილთან - ამის შესახებ განცხადებას "ომეგა ჯგუფი" ავრცელებს. "ომეგა ჯგუფი" ინფორმაციით, ლო...

პოლიტიკა 9:53