1743607545
სახდეპი: „რაც შეეხება „ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ... დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით“ -
პოლიტიკა • 7 აპრილი 6:14
„ნიუპოსტის“ მთავარი რედაქტორი კატო შინდაგორიძე სოცქსელში წერს:
რატომ გააძევა შალვა ნათელაშვილი გია ჭანტურიამ ედპ-ს დარბაზიდან... ამ ამბის შეხსენებით, მთავარი არხი • Mtavari Arkhi-ზე დადებულ ნიუსზე Shalva Natelashvili-ს საკადრისი პასუხი მინდა გავცე. მინიმუმ იმას არ გაპატიებთ, ბატონო შალვა, ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების მერე რომ ბედავთ იმას, რასაც ვერასოდეს გაუბედავდით:
ბატონო შალვა, იქაც მოგწერეთ და აქ უფრო დაგიკონკრეტებთ... მე არ მაინტერესებს, რას დაწერთ კობახიძის ოჯახზე, მაგრამ როდესაც ბედავთ და წერთ ედპ-ზე იმას, რასაც ბედავთ... ამიტომ პასუხად ახლა ამას ვაქვეყნებ...
თქვენ, გია ჭანტურიამ გაგაგდოთ დარბაზიდან, დიახ ასე იყო და იცით რატომ? დსთ-ში შესვლას რომ ხმა მიეცით!! დიახ,თქვენ და კიდევ ბევრმა ახლა რომ ევროპაზე იგლიჯებით, აი მაშინ ხმა მიეცით საქარფთველოს შესვლას განახლებულ საბჭოტა კავშირში, თქვენ ედპ-ს წყალობით გახდით მაშინ დეპუტატი... და გია ჭანტურიამ იცით რა ქნა? სხვებს შევახსენებ, ის პოსტები რომელიც მას და ედპ-ს როგორც ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალას ჰქონდა მიღებული, ყველა თანამდებობა დაატოვებინა და შევარდნაძის რადიკალური ოპოზიცია კი არა, თქვენგან განსხვავებით, კი არ ვაჭრობდა, პირდაპირ რუსეთის უშიშროებას ღია ომი გამოუცხადა და ის კაცი, ქაშუეთის ეზოშია დაკრძალული ახლა, რომ მოკლეს, დავაკონკრეტ0ო ტორემ ხვალ სხვა მიზეზი შეიძლება თქვათ გარდაცვალების!...
ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაზე თქვენ ბედავთ და წერით იმას რაც დაწერეთ... დიახ ბაჩუკი ქარდავა რომ გალხდათ თავმჯდომარე... და რასაც მას ვერასოდეს ეტყოდით ვერც თქვენ და ვერც ვერავინ...
კიდევ ვაკონკრეტებ, არ მაინტერესებს რას ფიქრობთ კობახიძესა და მის ოჯახზე...
ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას , უკაცრავად, ისე ხელაღებით მიაკერეთ მოღალატეობა, რომ
. .. ხომ არ გეშლებათ რამე, ბატონო შალვა!..
უკაცრავად, დამოუკიდებვ საქართველოში რომ ცხოვრობთ თქვენ, დიახ ბატონო შალვა, ეროვნულ-დემოკრატების ბრძოლის და სისხლის, დიახ ადამიანური სისხლის შედეგია... ედპ იყო თქვენი შეგნებული ფრაზების მიხედვით სახელმწიფოს გადამტრიალებელი??? არა ბატონო შალვა, ძალიან კარგად იცით, ეგ გადატრიალება მაშინდელი ხელისუფლების შიგნით მყოფმა რუსულმა აგენტურამ ქნა... საგარეო მინისტრი მურმა ომანიძე ვინ იყო ხომ არ იცით? დიახ, გია ჭანტურია დაჭერილი იყო, ოპოზიციის ლიდერი იყო დაჭერილი ოპოზიციონრობისთვის და მაშინ ოპოზიცია გარეტ იმიტომ ყვიროდა მეგაფონებით, რომ პირველი არხი ჩაუკეტა ხელისუფლებამ, მაშინ ერთი ტელევიზია იყო, ხომ არ მეშლება, რავიცი.. სხვების გასაგონადაც ვამნბობ... და ტუ ვინმეს სურს, იმ წერილსაც მოგართმევთ, რომლითაც მოუწოდა პარტიას, რომ მზადდება კრემლის მიერ სახელმწიფო გადატრიალება და არ მიიღოთ მონაწილეობა ძმათამკველ ომში!!!
უფრო საინტერესო ამბებიც ვიცი, თუ ვინმე ვერ ოკდება...
ესეც ბაჩუკი ქარდავას დამსახურებაა რომ არასოდეს პასუხობდა ზვიადისტების დაუსრულებელ ცილისწამებებს... ! დიახ, ასე მიიჩნევდა, რომ პოლიტიკაში ყველაზე მართალი უნდა იყო და ცრუ ისტორია და ცრუ ტვ სიუჟეტები ვერასოდეს ჩაგყლაპავს! ცილისწამება და ბოღმა პატარა კაცების ხვედრია და თუკი გლანძღავენ დაუსურლებლად და შენი უპასუხობით ვერაფერს გაკლებენ, მაშასადამე ძალიან მნიშვნელოვანი როლი გქონია პოლიტიკასა და სახელმწიფოში... გიაზე ასეთი ლანძღვის დროს სწორედ ეგ მითხრა,
....კი, სირცხვილია და პატარა კაცობაა როცა ახალგაზრდების ამხელა აქციაზე, სრულიად არასაჭიროდ, ისევ იმ სახელის შეურაცხმყოფელად, ახალგარზდებს აძახებინებ ზვიადს, ხოლო ენა არმოგიბრუნდება და არ ეტყვი, ვერ გაბედავ და ამიტომვდრ ეტყვი რომ აი იკ უკან, ქაშუაეთში, ეპისკოპოსებს რომაქვთდაკრძა;ლვის პატივბი, კაცი ასვენია, რომელიც აი მაგ ევროპისთვის, აი მაგ რუსეულმა სპეცსამსახურმა, დღისით მზისიტ ყველას თვალწის დაუნდობლად მოკლა, ეგ პოლიტიკური შიში და შურიაო, მითხრა როცა გიას სახელის ხსენების რრალურად კომპლექსი აქვთ და ვითომ არაფრად თვლიანო, რაში ჭირდება გია ჭანტურიას თქვე უბედურებო თქვენი რამედჩაგდება, ქართული პოლიტიკის ვარსკლავს, 35 წლის კაცის რომ ისე ეშინოდა კრემლს რომ პრიმაკოვის კაბინეტში დაიგეგმა მისი მკვლელობა!
ერთადერთი მიზეზით, შეუჩერებელი და უალტერნატივო პოროდასავლური ლიდერი მოდიოდა კლასიკური დასავლური და ეროვნული ღირებულების პროგრესზე ოლრიენტურებული პოლიტიკური ძალით!.. ხო ბევრს ვწერ მაგრამ ეს უნდა დამეწერა...
დიახ, მე ამპარტიაში 30 წელია ლამის ვარ და ამ წლების უდიდესი ნაწილი მოვანდომე იმას, რომ აი ეს ისტორია ოდესღაც სწორად დაიწეროს... მე ამ იდეაზე ვიდექი ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან და არავის სიტყვას აყოლილი არ ვყოფილვარ, ასე მიმაჩნდა სწორად...... აქედან გამოიჩეკნენ შემდგომი პოლიტიკოსებიც, ზოგი ეწ. პოლიტიკოსი, ზოგმა ივარგა ზოგმა ვერა, ზოგი უნივერსიტეტის რექტორიცაა და კობახიძეცაა, მაგრამ ედპ იმ გზაზეა 2012 ში რომ მოდიოდა ბიძინა და თქვა სლოგანი - არა რუსეთს!ხო ეს ბაჩუკის შექმნილია და აი ამ გზაზეა ისევ ეს პარტია!ხო, დამითვალეთ ერთი პოლიტიკოსები, ვისაც მთელი ორი წელი ალბათ, ფბ ქავერზე აი ამგვარი ფრაზა ედოპოლიტიკაში კაცობა რთულია საერთოდ, არადა საჭიროა!ჩათვალეთ, რომ უბრალოდ კიდევ მსუბუქად გწერთ, და არა ისე, როგორც ამას ერთი ორჯერ ბაჩუკი ქარდავამ უპასუხა, სხვათაშორის კობახიძის ლანძღვაში რომ ედპ-ს შეაყოლებენ ხოლმე...პატივცემულო შალვა!, ამ პარტიის წყალობით, არავის, არცერთ აქ მოღვაწე პოლიტიკოსს ხელი არ მოუთბია თქვენგანგანსხვავებით...და იცით რატომ...ერთი რამე მართლა ყველასგან დაცული იყო და ასე იქნება ყოველთვის,ეს პარტია ილია ჭვაჭავაძის იყო და არავის გაუბედია თავისად გამოცხადება ..დიახ, ამიტომაც პოლიტიკური ტერორი იყო ამ პარტიის ხვედრი და ამიტომაც ცილს სწამებენ დღესაც იმაში, რაც თავად ჩაიდინეს! გირჩევთ, არ გაბედოს არავინ, აქაოდა ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა, ენა ამოიდგას იმ ხალხმა, რასაც მის სიცოცხელში ვერასოდეს გაბედავდა! არანაკლებ პასუხს მიიღებთ დღესაც, ამის პირობას გაძლევთ! გიხაროდენ, მიმადლებულო უფალი შენთანა... ! ხარებას გილოცავთ!ღვთოსმშობელო ქალწულო, შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩვენ!2025 წლის 7 აპრილითბილისირუსთაველის გამზირი#არარუსეთს#თავისუფლებარეჟმისტყვეებს
რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც შემდეგ ხელი მოაწერ...
პოლიტიკა • 14:19
დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირებას ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი პლატფორმა X-ზე ეხმაურება. ლიბერალ-დემოკრატთა პარტ...
პოლიტიკა • 14:02
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც წულუკიანის განცხადებას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამის შემდეგგზაზე შევიდა მანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისგან დაჟინებით ითხოვდა გატარებას. ავტომობილშ...
პოლიტიკა • 13:57
"ქართული ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება "ფაქტის კონსტატაცია და ობიექტური მოცემულობის გახმოვანებაა". რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკა...
პოლიტიკა • 13:56
ნიკა გვარამია: ეს თეა წულუკიანი, არც მეტი, არც ნაკლები, შეპყრობილია და ეგზორციზმის სეანსები სჭირდება.ბოროტი ქიშმიში
სოცმედია • 13:26
თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად იქნა საზოგადოებაში ინტერპრეტირებული, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის, თუმც...
პოლიტიკა • 13:22
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა