1744041776
პირველი „საშიში“ იდეალისტი იესო ქრისტე იყო - გოჩა მირცხულავა
პოლიტიკა • 2 აპრილი 15:25
სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებად” შეაფასა.
www.globalnews.ge-მ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ტემი ბრუსს, ბრიფინგზე შემდეგი შეკითხვა დაუსვა:
“გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან? და თუ ასეა, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს ახლა თქვენ შორის? როგორც იცით, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დაკავებულები არიან აქციების მშვიდობიანი მონაწილეები, ასევე, ამჟამად ციხეში დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორია თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?”
ამის შემდეგ www.globalnews.ge-იმ სახელმწიფო დეპარტამენტისგან შემდეგი პასუხი მიიღო.
“ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ წერილში.
ცოტა ხნის წინ, რუსთაველზე გამართულ აქციაზე მყოფ მშვიდობიან მომიტინგე გოგოებს პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გასუწორდნენ. მიუხედავად იმისა,რომ აქციის მონაწილეები უკვე გადასული იყვნენ გზის სავალი ნაწი...
პოლიტიკა • 7 აპრილი 21:23
მაშინ, როცა ქართული სახელმწიფო სხვა ჯიუტი რეალობის წინ დგას; მაშინ, როცა საპროტესტო მუხტის ავანგარდში ჟურნალისტები მთავარი როლის შემსრულებლად იქცნენ და პროფესიამ სამოქალაქო აქტივიზმს აუწყო ფეხი, ქართვ...
საზოგადოება • 7 აპრილი 16:02
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება...
საზოგადოება • 7 აპრილი 15:25
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, "სოფლის ნობათის" კონკრეტული პარტია, რომელშიც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა, სარეალიზაციო ქსელიდან სრულადაა ამოღებული. მათი ინფორმაციით, ამჟ...
საზოგადოება • 7 აპრილი 15:01
დიფ სთეითმა უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს. მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ახლა, დიფ სთეითმა ევროპულ სტრუქტურებს ექსკლუზიურად დაავალა უკრაინაში...
პოლიტიკა • 7 აპრილი 14:55
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთში "არასასურველად" ანდა "ექსტრემისტულად" გამოცხადებული უცხოური ორგანიზაციების რესურსებზე რეკლამების განთავსებას კრძალავს. კანო...
მსოფლიო • 7 აპრილი 14:51
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა