ჩიქოვანი ფიქრობს, რომ თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერებაზე აშშ და EU გადაწყვეტილებებს "გადახედავენ"

პოლიტიკა 11/7/2024 • 9:18

ჩიქოვანი

თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვაზე.

რაც შეეხება აშშ-ის მხრიდან, სამხედრო წვრთნების "ღირსეული პარტნიორის" უვადოდ შეჩერებას, ჩიქოვანი ამბობს, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც:

"ეს ჩვენთვის საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გვაქვს არაერთი წარმატებული შედეგი. შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. საერთაშორისო წვრთნებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი ატარებენ, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობას იღებს, რადგანაც ერთი მხრივ, ეს ხელს უწყობს ჩვენი თავსებადობის გაზრდას, მეორე მხრივ, გამოცდილებას აძლევს უმაღლეს პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებს.

თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება.

რაც შეეხება „ევროპის მშვიდობის“ ფონდიდან რესურსების გაყინვას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედება. ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა ძირითადად არალეტალური იარაღის და საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას“, - ამბობს ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 
შეგახსენებთ, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.  სახდეპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვია "საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებმა შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და მონაწილეობა მიეღო გადატრიალების მცდელობებში".

 

9 ივლისს კი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
ნიკა გოისაშვილი: „ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს...“ ქართველი ახალგაზრდობა - ბრძოლის მთავარი საყრდენი და ივანიშვილის დაუძლეველი ბარიერი

თაობიდან თაობას გადაცემული ბრძოლა თავისუფლებისთვის და სტუდენტი-ახალგზრდობა, რომელიც დღეს, პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად დადგა ბარიკადებზე ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. დამოუკიდებ...

პოლიტიკა 13 მარტი 17:28

თორნიკე გოშაძ
"მთვარეზეც კი ვერ ვიქნები მშვიდად, როცა ჩემი ქვეყანა და ხალხი ასეთ დღეში მეგულება" - თორნიკე გოშაძის წერილი ციხიდან

დედა, რაღაც სასამართლოებზე ცოტა უხასიათოდ ხარ და გაიღიმე ხოლმე - ასე იწყება ოთხ კედელში გამომწყვდეული სინდისის პატიმრის წერილი გლდანის ციხიდან, რომელიც თორნიკე გოშაძემ დედას გამოუგზავანა და უთხრა, რომ...

პოლიტიკა 13 მარტი 15:06

გია ხუხაშვილი
„პუტინისთვის ომი შიგა სტაბილურობის შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: რატომ არ აწყობს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა?ვფიქრობ, სამხედრო მოტივებზე აქ საუბარი უადგილოა. პასუხი პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ პ...

სოცმედია 13 მარტი 14:01

პუტინი ვირთხა
„კრემლი უკრაინასთან ცეხლის დროებითი შეწყვეტით დაინტერესებული არაა“ - უშაკოვი

საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველისა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინასთან დროებითი ზავის დადებით დაინტერესებული არ არის. უშ...

რუსეთ-უკრაინის ომი 13 მარტი 13:58

საზოგადოება
„რთულია, ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც, ახალგაზრდების "მოძულე" აკადემიური პერსონალია“ - თამარ ცაგარელმა თეატრალურის აკადემიური საბჭო დატოვა

ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, თეატრალური უნივერსიტეტიდან, სტუდენტების გარიცხვას პროტესტით პასუხობენ ამავე უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში. დღეს ცნობილი გახდა, რომ თეატრალური უნივერსიტეტ...

პოლიტიკა 13 მარტი 13:39

ღარიბაშვილი წულუკიანი
ირაკლი ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ივანიშვილის პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ - შესაბამისი განკარგულებები, რომელსაც ხელს ივანიშვილის წარმომ...

პოლიტიკა 13 მარტი 12:03