"ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ძალიან გადამწყვეტ მომენტში" - სოფო ლილუაშვილი ჰელსინკის კომისიის წერილზე

პოლიტიკა 24/4/2023 • 14:42

სოფო ლილუაშვილი

ნიკა გვარამიას მეუღლის, სოფო ლილუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ყველაზე დიდ საფრთხეს თავისუფალი სიტყვა უქმნის და სწორედ ამიტომ ჩასვეს მათ განსხვავებული აზრის მქონე ნიკა გვარამია ციხეში აბსურდული ბრალდებით.

როგორც სოფო ლილუაშვილი ამბობს, იმას, რომ ნიკა გვარამიას საქმე აბსურდულია, ამბობს არა მხოლოდ მისი ოჯახი და საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ მსოფლიოში აღიარებული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები.

მისივე შეფასებით, ჰელსინკის კომიტეტის განცხადება გვარამიას პატიმრობის შესახებ, ყველა სხვა განცხადებასთან ერთად, ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს.

"რუსულ ხელისუფლების რეჟიმს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის თავისუფალი სიტყვა და სწორედ ამიტომ მათგან განსხვავებული აზრის მქონე ნიკა გვარამიას შეუკერეს საქმე და სრულიად აბსურდული ბრალდებით ჩასვეს ციხეში. ამას ვამბობთ არა მხოლოდ ჩვენ, მისი ოჯახი და საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები, არამედ მსოფლიოში აღიარებული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები და მათ შორის არის ჰელსინკის კომისიაც, რომელიც ამერიკის მთავრობის ყველაზე ძლიერი და ყველაზე გავლენიანი ადამიანის უფლებების დაცვის Watch Dog-ია. ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ განცხადებასთან ერთად, რაც ნიკას საქმეს მოჰყვა და ყველა იმ გამოხმაურებასთან ერთად, რაც ნიკას საქმეს უკვე თან მოსდევს უკვე თითქმის ერთი წელია და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დროც.

თუ პარალელს გავავლებთ, ნიკას დაკავების დროს ქვეყნისთვის ძალიან გადამწყვეტი მომენტი იყო და აი ახლა ეს დროც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ძალიან გადამწყვეტი მომეტია, რადგან ჩვენ ყველანი ველოდებით შუალედურ დასკვნას. გასათვალისწინებელია, რომ ეს ორგანიზაციები რომლებიც ნიკას თავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას, ის ორგანიზაციებია, რომლებიც წყვეტენ საქართველოს ბედს ევროპული მომავლის კონტექსტში," - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხატია დეკანოიძე
„დეკემბერში, პროტესტის დარბევის დროს, დააკავეს შემთხვევითი გამვლელი, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე... სცემეს საშინლად... ახლა საქართველოდან დიდ ბრიტანეთში არ უშვებენ“ - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე: ასეთი ამბავია:დეკემბერში, პროტესტის დარბევის დროს , დააკავეს შემთხვევითი გამვლელი, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც რამდენიმე დღე იზოლატორშიც იყო. სცემეს საშინლად. იმედმა სიუჟეტი მიუ...

პოლიტიკა 53 წუთის წინ

გიორგი ბუხრაშვილი
ვიდეო: ვინ არის აჭარის პოლიციის ახალი უფროსი, რომელმაც 2011 წელს, ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფები დააკავა

ვინ არის აჭარის პოლიციის ახალი უფროსი - ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფების საქმე [2011 წელი]. 2011 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს 4 ფოტოგრაფი. ...

პოლიტიკა 15:02

აშშ ანტიტრამპი
აშშ-ში მილიონობით ადამიანი ქუჩაშია - ხალხსი ტრამპისა და მასკის საწინააღმდეგო აქციებს მართავს

აშშ-ის მრა­ვალ შტატ­ში, დო­ნალდ ტრამ­პი­სა და ილონ მას­კის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა. ათა­სო­ბით მო­მი­ტინ­გე შე­იკ­რი­ბა ბოს­ტონ­ში და აშშ-ის სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­ში.   მა...

მსოფლიო 14:57

აიათოლა ალი ხამენეი
აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა - Reuters

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ანონიმურ წყაროზე, ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ა...

მსოფლიო 14:47

საბა სორდია 1
„ინდიგოს "ჟურნალისტი" საბა სორდია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით არის დაკავებული“ - ადვოკატი

ინდიგოს "ჟურნალისტი" საბა სორდია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამის შესახებ "სოციალური სამართლიანობ...

პოლიტიკა 14:40

შაქარიშვილი ნაცემი
ახალგაზრდებს, რომლებსაც დღეს ვატო შაქარიშვილი თავს დაესხა , ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ

 ახალგაზრდებს, რომელებსაც დღეს ვატო შაქარიშვილი დაესხა თავს, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.   შემთხვევა დილით რუსთაველის გამზირზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა გოგა ხაინდრავაც. შეგახსენებთ, გუშინ, ქაშვ...

პოლიტიკა 13:19