Euromoney-მ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების მიერ შექმნილი ციფრული გადაწყვეტები საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში

სოლოოო

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ, 2025 წლის Private Banking Awards-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების მიერ შექმნილი ციფრული გადაწყვეტები საქართველოში  საუკეთესოდ დაასახელა.

Euromoney-ს ჟიური ყოველწლიურად საუკეთესო პრემიუმ საბანკო სერვისებისა და მომსახურების მიმწოდებელ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს მთელი მსოფლიოდან. მკვლევრები და გამომცემლობის რედაქციის წევრები კი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებენ.

Euromoney-ს ჟიურის შეფასებით, საქართველოს ბანკის მიერ პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი საბანკო პროდუქტები და სერვისები სრულად ერგება მათ სურვილებსა და საჭიროებებს, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მუდმივად იცვლება.

 

ამ პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ერთი სივრციდან ჰქონდეთ წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორებიც არის: ფიზიკური და ციფრული ბარათის შეკვეთა; სამოგზაურო, ავტოპასუხისმგებლობისა და სახლის დაზღვევის შეძენა; კომუნალური გადასახადების გადახდა; ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა; მანქანის სივრცე; მედლების სივრცე; შეთავაზებების სივრცე; გადარიცხვები და სხვა.

 

ამასთან, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ისარგებლონ პირადი ბანკირის, კონსიერჟის, პირადი ბროკერის სერვისებით. მობილბანკის, ინტერნეტს ბანკინგის თუ იმეილ საბანკო სერვისების მეშვეობით განახორციელონ ტრანზაქციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, მართონ საკუთარი ფინანსური აქტივები, ქასთოდი პროფილები, და ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი პირად ბანკირთან.

 

„სასიხარულოა ეს წოდება მთელი გუნდისთვის. განსაკუთრებით ვამაყობ იმით, რომ ამ წოდებას ზედიზედ ორი წელია ვინარჩუნებთ. ვფიქრობ, ამაში მომხმარებელთან ურთიერთობის ჩვენი ფილოსოფია გვეხმარება, რომელიც ნდობაზეა დამყარებული. ეს საშუალებას გვაძლევს მომხმარებლისთვის ვიყოთ ნამდვილი მრჩევლები, ნდობით აღჭურვილი პირები და საქმიანი პარტნიორები მათ ცხოვრებაში. ყოველდღიურად ვცდილობთ ტრადიციული ტრანზაქციული საბანკო გამოცდილება განვითარების ახალ  ეტაპზე ავიყვანოთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბანკის ყველა თანამშრომელს, რომელმაც წლების მანძილზე პრემიუმ ბანკინგის მიმართულების შენებაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობა Euromoney-ს ამ აღიარებისთვის!“, - აღნიშნავს თამარ ფხაკაძე, SOLO გაყიდვების და ქსელის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ Euromoney-ს გამომცემლობამ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა High-Net-Worth მომხმარებლებისთვის.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შაქარიშვილი ხაინდრავა
შაქარიშვილმა ახალგაზრდებზე დღესაც იძალადა - ადგილზე იყო ხაინდრავაც

ვატო შაქარიშვილის მორიგი თავდასხმა ახალგაზრდებზე - შემთხვევა ცოტა ხნის რუსთაველის გამზირზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა გოგა ხაინდრავაც ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში თათია აფრიამაშვილი ავრცელებს:   "ვატო...

პოლიტიკა 42 წუთის წინ

ლენტიი
ვიდეო: სასტიკი ანგარიშსწორება თბილისში - დაშავებულია 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს

სასტიკი ანგარიშსწორება თბილისში - დაშავებულია 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს  

კრიმინალი 7:24

დავით დარჩიაშვილი
„ტრამპი პუტინზე უარესია“ - დავით დარჩიაშვილი

დავით დარჩიაშვილი: ტრამპი პუტინზე უარესია. პუტინი პუტინია - რუსულ იმპერიულ/მაფიურ პარადიგმაში ბუნებრივად ზის. მისგან სხვას რას უნდა ელოდო?! აი, ტრამპმა, რაც დასავლური ცივილიზაცია და დემოკრატიაა, გადაც...

სოცმედია 7:22

 ნინო კალანდაძე
„ხელოვნურად და მიზანმიმართულად გაღვივებულ ზიზღზე დგას ქოცი“ - ნინო კალანდაძე

ნინო კალანდაძე: დიახ. ხელოვნურად და მიზანმიმართულად გაღვივებულ ზიზღზე დგას ქოცი. ქოცი რა, რუსეთი. ამ ზიზღს აჩენს და კვებავს პროპაგანდით. ისე, რომ ვერც კი ვხვდებით. არაფერი აერთიანებს ისე, როგორც ზიზღი...

სოცმედია 7:20

მირცხულავა
„ოპოზიციის ნაწილიც რომ ნაბოზარია, ეგეც თქვენი ბრალია, თუმცა აქ მიზეზი სხვაა - ტაშით არ უნდა გააგიჟო ბოგანო“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "პეპელას ეფექტი", ედვარდ ლორენცმა აღმოაჩინა - 1961 წელს. არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბრაზილიაში პეპელას ფრთების მოძრაობამ შესაძლოა, ტეხასში ტორნადო გამოიწვიოს. უფრო ქართულ...

სოცმედია 7:16

პატარიძე ლილუაშვილია
„ოცნების" პრემიერად დანიშნავენ, არ ინერვიულოთ თქვენ“ - გიორგი პატარიძე ლილუაშვილზე

პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძე: "შეეშვით" ლილუაშვილს - "ქართული ოცნების" პრემიერად დანიშნავენ, არ ინერვიულოთ თქვენ

სოცმედია 7:13