1744452605
„ქალბატონო თეა, გიორგი ანწუხელიძე იყო გმირი, ვისზეც ჩვენს შვილებს აუცილებლად მოვუყვები“ - ნუცა თოფურია
პოლიტიკა • 4 აპრილი 12:29
გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას აღარ დაიკავებს - თანამდებობაზე კობახიძემ კახაბერ გულედანი წარადგინა.
მიზეზად კობახიძემ "განსხვავებული შეხედულებები" დაასახელა.
"გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას... იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორ მოადგილეების თემა, რაზეც გვქონდა განსხვავებული შეხედულებები," თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, სუს-ის ყოფილი უფროსი ლილუაშვილი კობახიძემ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად 2 აპრილს დაასახელა.
რაც შეეხება გულედანს:
"წლების განმავლობაში ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში, 2016-2017 წლებში ის იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით, ის იყო სამგორის რაიონის გამგებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. კახა გულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას" - თქვა კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილი: რუსებს ანწუხელიძე მაშინ რომ არ მოეკლათ, სხვა მებრძოლების სიებთან ერთად მის სახელსაც გადასცემდნენ რუსებს, რომელთა დიდი ნაწილი მოკლულია.ან რუსეთის მიერ შედგენილი სიის მიხედვით გამოამწ...
პოლიტიკა • 54 წუთის წინ
"გულსაკლავი სცენები სუმიდან დღეს დილით, როდესაც მოსახლეობა ბზობის კვირა დღეს შეიკრიბა, მაგრამ რუსული რაკეტები დახვდათ. რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების საშინელი მაგალითი, მაშინ, როცა უკრაინა უპირ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 60 წუთის წინ
რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა წულუკიანს ურჩევს, ჯერ მისი ძმის მკვლელობის საქმე გამოიძიოს. გივი გინტური ამბობს, რომ თამაზ გინტური რუსების წინააღმდეგ ყველა ომში იბრძოდა და ამიტომ, ოკუ...
პოლიტიკა • 10:30
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ სუმზე რუსების მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას ეხმიანება და წერს, რომ ასე მოქცევა მხოლოდ არამზადებს შეუძლიათ და რომ "რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 10:19
„გიორგი ანწუხელიძის ოჯახს, 42- ე ბატალიონის პ/შემადგენლობას, მე-4 ბრიგადის პ/შემადგენლობას, ყველა ქართველ ჯარისკაცს და მებრძოლს, 2008 წლის ომში დაღუპულ გმირების ოჯახებს... ნამდვილად მარაზმია ამ ჯალათი...
პოლიტიკა • 9:30
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამყვანების: ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვა...
პოლიტიკა • 9:25
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა