1744182766
რუსთაველის გამზირზე "ხარება" გამოჩნდა
პოლიტიკა • 3 აპრილი 14:30
"საყვარელი უნის საყვარელ ბავშვებსროგორ ხართ ბავშვებო? მე ძალიან კარგად ვარ. მხნედ და ამაყად ვგრძნობ თავს, რის საფუძველსაც თქვენ მაძლევთ. UG ხომ ძალიან მიყვარდა, ახლა მეტად შემიყვარდა. მადლობა ყველაფრისთვის: გვერდში დგომისთვის, ბრძოლისთვის, გამხნევებისთვის, და ასეთი ტკბილი სიტყვებისთვის. თქვენ, ასეთი მამაცი და ბრძოლისაკენ მიმართული ადამიანი, რომ არა, არაფერი გამოგვივიდოდა. მრავალგზის წავიკითხე თქვენი წერილები, დაუზარებლად და ყოველ ჯერზე მეტად და მეტად ამავსო ენერგიით, მუხტით, რწმენით.თქვენ ხართ ყველაფრის შემოქმედი, თქვენი წყალობით ვრწმუნდები, რამ ეს ყველაფერი ღირს და არცერთი წამით არ ღირს თავის დახრა. არაფერი ჩაივლის ამაოდ, მით უმეტეს რომ უმთავრესი იდეისთვის ბრძოლა. ბრძოლა, რომელსაც სამშობლოს თავისუფლებისკენ მივყავართ. იმედი მაქვს, მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას. მე მჯერა თქვენი, თქვენი ანთებული გულების, სიტყვების, ერთობის, რწმენის. გთხოვთ, არ დავიღალოთ და არ მივცეთ ვინმეს უფლება, ჩვენი საფიცარი, ჩვენი სამშობლო გამოგვგლიჯოს ხელიდან.ვიცი, რთულია ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ჩვენ, ქართველებს, უამრავი სირთულე, ერთობით ბევრჯერ გადაგვილახავს და დარწმუნებული ვარ, რომ არც ეს იქნება გამონაკლისი.მე არაფერი მიჭირს, პირიქით, ეს გამოცდილება, ჟინი, "სიჯიუტე" მასწავლის, რომ ვერაფერი გადაგეღობება წინ, თუკი შენ იბრძვი იდეისთვის, უმთავრესი იდეისთვის. არაფერი დგას იდეაზე წინ, თუნდაც ფიზიკური თავისუფლება და მე ამის მჯერა.შევხვდებით უკეთეს საქართველოში, ერთიან, ეროვნულ და სიყვარულით სავსეში.პს.იმედი მაქვს, რომ ტექსტის სიმწირის გამო არ მიწყენთ, აღარ ვიცი მადლიერება და სიყვარული თქვენდამი როგორ გამოვხატო. დრო მოვა და პირისპირ უფრო კარგად გეტყვით ჩემს სათქმელს.შეხვედრამდე! გამარჯვებამდე!გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - წერია რეჟიმის ტყვის, ლუკა ჯაბუას წერილში, რომლის ფოტოს თეონა მესხი სოციალურ ქსელში ავრცელებს
უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი,...
სპორტი • 17:45
"ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს 21 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას. 36 წლის წინ, ისინი საბჭოთა არმიამ ბრუტალურად იმსხვერპლა სწორედ მაშინ, როდესაც ანტი-საბჭოურ, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარ...
პოლიტიკა • 15:04
დღევანდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ჩვენ ჩავთვლიდით კანდიდატი ქვეყნის პროგრესად - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კ...
პოლიტიკა • 15:02
ვახო სანაია: 1996 წელს თავის ბანკში ჰქონდა ივანიშვილს ლებედის შტაბი გახსნილი. ლებედი მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.ეს ივანიშვილის სიტყვებია :Я раскручивал Лебедя, когда он был брошенным политиком....
პოლიტიკა • 14:58
"9 აპრილის, ამ უდიდესი თარიღის ფონზე, დღეს ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ ისეთ მოვლენებს, რაც ყოველგვარ ზღვარსა და ფსკერს ქვემოთ დაშვებაა. თუ 1989 წელს როდიონოვის საბჭოთა ჯარის ნაწილებით, ტანკებით, ნიჩბე...
პოლიტიკა • 14:52
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ამბობს, რომ უცნობი ნომრიდან დაურეკეს და დაემუქრნენ. იყო გინება, მუქარა, მიშას სახელის ხსენება - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში. დილიდან მირეკავდა, არ ვიღებდი, ახლა ავიღე და 3...
პოლიტიკა • 14:08
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა