ქართული რაგბის არქიტექტორი

კლოდ სორელი1

მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ისე ქართულ სარაგბო წრეებში გარდამტეხ ფიგურად მიიჩნევა: სწორედ, მისი შრომის შედეგი იყო „ბორჯღალოსნების“ ასპარეზობა 2003 წლის სადებიუტო მსოფლიო თასზე.

სარაგბო კარიერა „ბეზიე“-ში წარმართა, სამწვრთნელო კარიერა კი, სარაგბოს დასრულებისთანავე დაიწყო და მშობლიურ კლუბთან ერთად ორჯერ იზეიმა საფრანგეთის ჩემპიონობა. საერთაშორისო დონეზე ჯერ მაროკოს, შემდეგ კი საქართველოს შვიდკაცა და ეროვნულ გუნდებში მუშაობდა.

 

ფრანგი სპეციალისტი საქართველოში პირველად 1997 წელს მოიწვიეს, რათა არსებული მდგომარეობა შეეფასებინა. პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია იყო და სარაგბო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არსებობდა. ამის მიუხედავად, სორელმა ქართული რაგბის პოტენციალი დაინახა და მაინც დათანხმდა მთავარი მწვრთნელის პოსტს:
„როდესაც საქართველოში ჩავდიოდი, ვფიქრობდი, რომ გადარჩენის ნაკლები შანსი მქონდა, ვიდრე თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმომხტარ ადამიანს“, - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში . ფაქტია, რომ გადარჩა - ფრანგი მწვრთნელის მუშაობის პერიოდში „ბორჯღალოსნებმა“ პირველად მოიპოვეს მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება და 2003 წლის წარმატებულმა კამპანიამ ქართული რაგბის მიმართ დამოკიდებულება, პირველ რიგში, ჩვენთან, საქართველოშივე შეცვალა.

 

სორელისთვის საქართველოში გატარებული წლები (1997-2003)  განსაკუთრებული და საპატიო გამოწვევა იყო. ჩამოსვლისას მას ქვეყანაში მხოლოდ ორი, დაბალი ხარისხის, ბალახის სარაგბო მოედანი დახვდა, ქვეყანას და შესაბამისად სპორტის ოვალურ სახეობასაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამ და სხვა მრავალი სირთულის მიუხედავად, სორელის სტრატეგიულმა ხედვამ და მუდმივმა ოპტიმიზმმა გუნდი წარმატებისთვის განაწყო. კლოდისთვის ნაკრები ოჯახი იყო - ყიდულობდა  სავარჯიშო ეკიპირებას, იყენებდა საკუთარ კამერას ვიდეო ანალიზისთვის და ცდილობდა ქართველი მორაგბეების ფრანგულ კლუბებთან დაკავშირებას, რასაც ხშირად წარმატებითაც ახერხებდა.

 

პირველ მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნებმა“ ოთხივე შეხვედრა დათმეს, მაგრამ თავი მაინც ყველას დაამახსოვრეს. სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე უთანასწორო, მაგრამ მაინც ბოლომდე ბრძოლაში წაგებული მატჩის (46:19) შემდეგ ამაყმა სორელმა პრესასთან განაცხადა : 
„დღეს თქვენ საქართველოს ნამდვილი სახე იხილეთ“.

„ევროპულ სარაგბო კულტურებს შორის ხიდების აშენებაში კლოდ სორელს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ,“ - დაწერა საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფლორიან გრილმა გამოსათხოვარ წერილში და ამაზე ვერავინ იკამათებს. ქართული რაგბის ევროპასთან და პირველ რიგში, საფრანგეთთან ღრმა პროფესიულ და ადამიანურ კავშირებს, სწორედ, სორელმა ჩაუყარა საფუძველი. რაგბი, სპორტულ დაპირისპირებასთან ერთად, სხვადასხვა კულტურების ურთიერთობის სივრცეა და ეს, „ბორჯღალოსნების“ ფრანგმა მწვრთნელმა ძალიან კარგად იცოდა.

კლოდ სორელის მემკვიდრეობა მეტია, ვიდრე სპორტული შედეგები და ტიტულები - ის რაგბის მეშვეობით სხვა ადამიანების და როგორც აღმოჩნდა, ქვეყნების ცხოვრებას ცვლიდა და გვაჯერებდა, რომ შეუძლებელი არაფერია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპი პუტინი
"მინდა, რომ შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას" - ტრამპი პუტინზე

 აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პუტინს, გამოხატოს ერთგულება მშვიდობისადმი და შეწყვიტოს ბრძოლა უკრაინაში. „მინდა, რომ მან შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას. ვფიქრობ, რომ გვა...

რუსეთ-უკრაინის ომი 5 წუთის წინ

ტრამპი
"ნუ მელაპარაკებით ყირიმზე...ესაუბრეთ ობამას და ბაიდენს“ - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ზელენსკი მზადაა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დასადებად, რომელიც ყირიმის დათმობას მოიცავს - წერს მედია დონალდ ტრამპის მიერ, შესაბამის კითხვაზე გაცემულ პასუხზე დასკვნი...

რუსეთ-უკრაინის ომი 7 წუთის წინ

ხუხაშვილი ყაველა კობახა
“რატომ დადიან მხოლოდ ქელეხებში? – ქელეხში დაუპატიჟებლად შეიძლება მისვლა” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: რატომ დადიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ქელეხებში? იმიტომ, რომ დაბადების დღისგან, ქორწილისგან და ნათლობისგან განსხვავებით, ქელეხში დაუპატიჟებლად შეიძლება მისვ...

სოცმედია 20 წუთის წინ

დოიაშვილი
„არ ვფიქრობ თეატრზე იმიტომ, რომ ბევრად სერიოზული პრობლემა გვაქვს - 50 კაცი უდანაშაულოდ ზის ციხეში და... ჩემი ტკივილი ანდროა“ - დავით დოიაშვილი

"მართლა ვამბობ ამას, არ ვფიქრობ ჩემზე, არ ვფიქრობ თეატრზე იმიტომ, რომ ბევრად სერიოზული პრობლემა გვაქვს, ეს არის 50 კაცი, რომელიც მართლა მეხუთე თვეა, უდანაშაულოდ სხედან ციხეში და ნუ, განსაკუთრებით, ჩემ...

პოლიტიკა 42 წუთის წინ

კობახიძე ირაკლი
"დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს" - ირაკლი კობახიძე

"ჩვენ გვიწევდა ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება წლების განმავლობაში, რაღაც დონეზე დღემდე შენარჩუნდა ეს ერთგვარი რეჟიმი, თუმცა დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება, ამას დრო დასჭირ...

პოლიტიკა 45 წუთის წინ

კრემლი 9 მაისი
კრემლის 9 მაისის "სამხედრო აღლუმზე" დამსწრე ლიდერების სიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტიც წერია

რუსეთი 9 მაისს "სამხედრო აღლუმზე" დამსწრე სახელმწიფოთა ლიდერების სიას ავრცელებს, მათ შორისაა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა. აღლუმს ასევე დაესწრებიან: ჩინეთის ლიდერი სი ძინპ...

მსოფლიო 46 წუთის წინ