„ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში განწირულნი არიან მარცხისთვის“ - კახა კალაძე ოპოზიციაზე

კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვს, ამიტომაც ამას ფუთავენ პოლიტიკური ნიშნით, რომ არ მიიღებენ მასში მონაწილეობას.

 

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

„რეალურად ხდება ის, რომ ჩვენ პოლიტიკური პარტიები არ გვყავს, ოპოზიციის სახით. გვყავს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც უბრალოდ მითითებებს ასრულებს. მათ არც 2024 წლის არჩევნები აინტერესებდათ. აბა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიტიკური პარტია, რომელიც იღებს არჩევნებში მონაწილეობას და აინტერესებს არჩევნები და ქვეყნის ბედი, არ გადიოდეს და არ ელაპარაკებოდეს ხალხს. ხომ წარმოუდგენელია? ნონსენსია. ისე დამთავრდა არჩევნები, სარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ, ხალხს ვერ ხვდებოდნენ, თუმცა, ამას აქვს თავისი ახსნა და მიზეზი. ეს ადამიანები არიან უბრალოდ დავალების შემსრულებლები და მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე  ქვეყანაში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, ხალხის დაპირისპირება და ასე შემდეგ, გამოიყენონ ადამიანები თავიანთი ინტერესების გასატარებლად, როგორც მოხდა რამდენიმე თვის წინ, აქციების დროს - ძალადობრივი დაჯგუფებები წინ გაუშვებდნენ ამ ახალგაზრდებს და თვითონ ხან ცხელ ჩაის სვამდნენ, ხან ყავას მიირთმევდნენ. ეს იყო რეალობა.

 

თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ განწირულები არიან მარცხისთვის, მათ არანაირი შანსი არ აქვს, რომ რომელიმე რაიონში, რომელიმე მუნიციპალიტეტში მიაღწიონ რაიმე სახის წარმატებას. ამას ფუთავენ პოლიტიკური ნიშნით, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს ხედვას სამომავლო გეგმების შესახებ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თორნიკე გოშაძ
"მთვარეზეც კი ვერ ვიქნები მშვიდად, როცა ჩემი ქვეყანა და ხალხი ასეთ დღეში მეგულება" - თორნიკე გოშაძის წერილი ციხიდან

დედა, რაღაც სასამართლოებზე ცოტა უხასიათოდ ხარ და გაიღიმე ხოლმე - ასე იწყება ოთხ კედელში გამომწყვდეული სინდისის პატიმრის წერილი გლდანის ციხიდან, რომელიც თორნიკე გოშაძემ დედას გამოუგზავანა და უთხრა, რომ...

პოლიტიკა 47 წუთის წინ

გია ხუხაშვილი
„პუტინისთვის ომი შიგა სტაბილურობის შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: რატომ არ აწყობს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა?ვფიქრობ, სამხედრო მოტივებზე აქ საუბარი უადგილოა. პასუხი პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ პ...

სოცმედია 14:01

პუტინი ვირთხა
„კრემლი უკრაინასთან ცეხლის დროებითი შეწყვეტით დაინტერესებული არაა“ - უშაკოვი

საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველისა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინასთან დროებითი ზავის დადებით დაინტერესებული არ არის. უშ...

რუსეთ-უკრაინის ომი 13:58

საზოგადოება
„რთულია, ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც, ახალგაზრდების "მოძულე" აკადემიური პერსონალია“ - თამარ ცაგარელმა თეატრალურის აკადემიური საბჭო დატოვა

ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, თეატრალური უნივერსიტეტიდან, სტუდენტების გარიცხვას პროტესტით პასუხობენ ამავე უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში. დღეს ცნობილი გახდა, რომ თეატრალური უნივერსიტეტ...

პოლიტიკა 13:39

ღარიბაშვილი წულუკიანი
ირაკლი ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ივანიშვილის პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ - შესაბამისი განკარგულებები, რომელსაც ხელს ივანიშვილის წარმომ...

პოლიტიკა 12:03

მიხეილ სააკაშვილი
"ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ სტრატეგიული ქონება, გეოგრაფია, აჩუქოს ჩინეთს“ - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩინეთს საქართველოს სტრატეგიული ქონება და გეოგრაფიული მდებარეობა აჩუქოს.   მისივე შეფასებით, შავ...

პოლიტიკა 12:00