1742716079
ვიდეო: „გუშინ დამადგა იმედის ჟურნალისტი...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
პოლიტიკა • 22 მარტი 9:23
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსთაველის გამზირზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების დაპატიმრების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტის ხმა არ წყდება.
პარლამენტთან პოლიციის მიერ დაკავებული და შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები იმყოფებიან. პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ჩიხშია მოქცეული, რის გამოც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებს ახორციელებს.
რეჟიმის ბოლო არის. მათ იმდენად დიდი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ ეშინიათ. იციან, რამხელა დანაშაულს ჩადიან ამ რუსული კანონით. სხვა გზა არ აქვთ. ისინი მიმწყვდეულნი არიან კუთხეში. არც ჩვენ გავჩერდებით. მე მაინც არ მეშინია არაფრის, ვერავინ ვერ შემაშინებს. დილაა, შუადღეა, თუ საღამო, ყოველთვის გავაპროტესტებ". - განაცხადა მოქალაქემ.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი აცხადებს, რომ რეჟიმი დაკავებებით ახალგაზრდებს ვერ შეაშინებს.
"კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ რეჟიმის გადადგომა" - აღნიშნავს დემონსტრანტი.
ისევ თავად ეშინიათ ამ ახალგაზრდების და ხალხის. ჩვენ მაგით ვერაფერს გვიზამენ. ვერც ბავშვებს დააკლებენ ვერაფერს და ვერც შეაშინებენ. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს. აუცილებლად უნდა წავიდნენ. ის კი არ უნდა მოვითხოვოთ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, არამედ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ რეჟიმის გადადგომა". - განაცხადა მოქალაქემ.
შეგახსენებთ, 21 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განაახლეს - პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო.
რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის იყვნენ თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა.
პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად "დაპატიმრებულია" სკამებიც.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დაპატიმრებული სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია 21 მარტსვე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რაც შეეხება ლუკა გოგიას, ის კვლავ დიღმის მთავარ სამმართველოში რჩება. ტაშის დაკვრის გამო დაპატიმრებულ ახალგაზრდას რეჟიმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში. როგორც მან ჟურნალი...
პოლიტიკა • 11:52
თბილისის საქალაქო სასამართლოში, რეჟიმის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის პროცესზე ხმაური იყო. გამომძიებლის გამოკითხვის დასრულებას მათეს ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა - "უსამართლოდ იქცევიან მოსამართლ...
პოლიტიკა • 11:46
საქართველოს ბანკი დეველოპერული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „დეკა დეველოპმენტი“ ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 11:30
„თუ ასეთი პრობლემურია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, გამოდის მაშინვე უნდა შეჩერებულიყო“, - ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას თბილისის მერი კახა კ...
პოლიტიკა • 11:28
გიორგი ჩიკვაიძე მიმართვას ავრცელებს - მოშიმშილე პატიმარი სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს, რომელიც ხვალ, 25 მარტს გაიმართება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გამომიცხადა სოლიდარობა, მე და...
პოლიტიკა • 11:27
„ეს არ არის ოპოზიციის მესიჯი, ეს არის გარედან წამოსული დავალება. კერძოდ ის, რომ ახლა უკვე FARA უნდა შეიფუთოს რუსულ კანონად. რა თქმა უნდა, ეს გარედან წამოსული მესიჯია და ამის მცდელობა ექნებათ“, - გან...
პოლიტიკა • 11:25
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა