საქართველოს ბანკი განათლებისთვის - შესაძლებლობები ღიაა, რომ განვითარების გზაზე არ გაჩერდე
ბიზნესი & ეკონომიკა • 1742553308

ოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
40-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი, 500 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა - ეს ფინანსური ინსტიტუტის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივებია, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი.
ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე csr.bog.ge
განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის:
უკვე 5 წელზე მეტია, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებისთვის განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა შორისაა:
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა
STEM მიმართულებით (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით შექმნილი პროექტი შესაძლებლობას აძლევს VII-XI კლასის მოსწავლეებს:
·
გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ;
·
დაეუფლონ მომავლის პროფესიებს;
·
მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური ცოდნა STEM მიმართულებით.
რაც მთავარია, კურსი ონლაინ რეჟიმში ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება.
ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას.
სასკოლო ოლიმპიადები
საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად არაერთ სასკოლო ოლიმპიადას ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის არის:
·
STEM ოლიმპიადა - კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თეორიული და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაზე მუშაობენ. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცემა.
·
ევერესტი - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადაა, რომელიც სეზონურად ტარდება და მასში მონაწილეობას 17 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს. ევერესტის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია.
ოლიმპიადის ფარგლებში, ოქროს ტურის 2 გამარჯვებული მოსწავლე საქართველოს ბანკისგან 5000 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებს.
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები საქართველოს 11 რეგიონის 24 სკოლის 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას.
ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოს ბანკმა რეგიონის სკოლებში ინოვაციური ბიბლიოთეკები გახსნა, რომელიც მოსწავლეებისთვის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას ქმნის.
ყოველი ბიბლიოთეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით, STEM კუთხით.
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს წვდომას უსაზღვრო აღმოჩენების სივრცეზე.
შესაძლებლობები სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის:
საქართველოს ბანკის სტიპენდია და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია - პროექტი შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. საქართველოს ბანკმა უკვე გამოავლინა 165-ზე მეტი სტიპენდიატი.
UniGrant სტუდენტებისთვის - საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სემესტრული გადასახადის 100%-იანი დაფინანსება და გრანტი საარსებო ხარჯებისთვის, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად.
სწავლა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში - საქართველოს ბანკი CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ისწავლონ სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით. საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სასწავლებლად 50-ზე მეტი ახალგაზრდა გაემგზავრა.
საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია csr.bog.ge-ზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერ...
საზოგადოება • 1745735245

კანადაში, ვანკუვერში მანქანა ფესტივალის დროს ხალხში შევარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა მათი რიცხვი არ კონკრეტდება. მანქანის მძღოლი დაკავებულია. შემთხვევა კი...
მსოფლიო • 1745734900

ვაფასებ ტრამპისა და მისი გუნდის მუშაობას უკრაინაში, პუტინის ბარბაროსული ომის სამართლიანად დასასრულებლად - წერს x-ზე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და რუსეთის წინააღმდეგ, დამატებითი სანქციების დაწე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745734818

რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები გამართოს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის წარმომადგენლი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745733809

"ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპა მშვიდობისკენ სწრაფვაში ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგებასამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი მხარდაჭერის იმედი შეგიძლიათ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745732250

რუსეთში ГРУ-ს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ იაროსლავ მოსკალიკის 25 აპრილს აფეთქების ბრალდებით 1983 წელს დაბადებული იგნატ კუზინი დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოე...
მსოფლიო • 1745732032