„მათ თავიანთი თავი ამ ქვეყნის პატრონი ჰგონიათ - ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია“ - კახა კალაძე ელჩებზე
პოლიტიკა • 1741861652
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნის ელჩებს საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ.
ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ კრიტიკა მისაღებია, თუმცა ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხია.
„ეს არის სამწუხარო მოცემულობა. მაგალითად, გავიხსენოთ, სულ რამდერნიმე თვის წინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, რა ტიპის განცხადებები კეთდებოდა თუნდაც ევროკავშირის ან ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩის მხრიდან. წარმოუდგენელია უბრალოდ, შენი განცხადებებით ერეოდე წინასაარჩევნო კამპანიაში, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში. მათ თავიანთი თავი, თავიანთი ქვეყნებიდან, ამ ქვეყნის პატრონი ჰგონიათ. წარმოუდგენელია ეს. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია. აქ კრიტიკაზე არ არის საუბარი. შეგიძლია, გააკრიტინო, მაგრამ არ გაქვს უფლება, ჩაერიო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, მთავარი მოქალაქეების ინტერესებია.
„როდესაც გერმანიაში ტარდებოდა არჩევნები, ილონ მასკმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. მაშინვე გამოვიდნენ და ევროპიდან გააკეთეს განცხადებები, თურმე როგორ შეიძლება ეს, რადგან არჩევნებში პირდაპირ ჩარევააო. როგორც კი საკუთარ ქვეყანასთან, საკუთარ თავთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები, მაშინვე გამოითქვა, ეს როგორ შეიძლებაო. რუმინეთში არჩევნები გააუქმეს საერთოდ. გინახავთ, ვინმე გამოსულიყო და ეს ყველაფერი გაეკრიტიკებინოს? ჰგონიათ, რომ საქართველო რაღაც მეასეხარისხოვანი ქვეყანაა. პირიქით, დღეს საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის ინტერესებია. დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, განვამტკიცებთ და გავაძლიერებთ ქვეყნის სუვერენიტეტს. არავის მიეცემა უფლება, ქვეყანასთან დაკავშირებით ჰქონდეს თუნდაც იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც ვხედავდით მსგავსი ტიპის განცხადებებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის შეფასებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო შეთანხმ...
პოლიტიკა • 1768304955
"ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი, ეკატერინე ტიკარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "პირველების" შეკითხვას პასუხობს. ჯანდაცვის ყოფილი მინის...
პოლიტიკა • 1768302869
ალეკო ელისაშვილი მოსამართლე მზია გარშაულაშვილს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე უყვება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხომათა დარბაზში ამბობს, რომ ბორკილები ისე ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაშ...
პოლიტიკა • 1768301481
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა. გიგუაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი ახლა ციხეში შესახლებ...
პოლიტიკა • 1768299741
"ხამენეი 12 დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ხელმძღვანელობის წევრები "ქვეყნიდან გაქცევისთვის ემზადებიან" - ამის შესახებ ირანის შაჰის დინასტიის მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევმა განაცხადა. მისი...
მსოფლიო • 1768299082
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ირანში მიმდინარე მოვლენებზე მკვეთრი შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნის მოქმედი რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ინდოეთში ვიზიტისას ისაუბრა. „თუ...
მსოფლიო • 1768298986












