1743390974
„დავინახე თეა წულუკიანისადმი შიში. მის ნაცვლად შემრცხვა“ - ბექა კობახიძე გენერალ ყურაშვილზე
პოლიტიკა • 27 მარტი 13:29
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა „მეგობარი აქტი“ არის არამეგობრული კანონპროექტი, რომელიც „დიფ სთეითის“ ზრახვებს ასახავს.
როგორც კახა კალაძემ დღეს მედიასთან საუბრისას განაცხადა, „მეგობარ აქტს“ ქართველი ხალხის ინტერესთან კავშირი არ აქვს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „მეგობარ აქტს“ ხალთან და ხალხის ინტერესთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ქართველი ხალხის უმრავლესობის საბედნიეროდ, არის უმცირესობაში. აგენტურა და მოღალატეები ვერ იქნებიან უმრავლესობაში. ყოველთვის იქნებით იქ, სადაც იმყოფებით და კიდევ უფრო ქვემოთ. მაგრამ მე, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, რომ ჩემი ქვეყნის, თუნდაც ერთი რიგითი მოქალაქე იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც ახლა რადიკალური დაჯგუფებები იმყოფებიან.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ არამეგობრულ კანონპროექტს, ეს არის „დიფ სთეითის“ ზრახვები. მათ არ მოეწონათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და ყველანაირი მეთოდით, ყველანაირი სიბინძურით, ტყუილითა და არასამართლიანი დამოკიდებულებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის გამარჯვებული იქნებიან, რადგან სიმართლე საქართველოს მხარესაა.
„პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ვგულშემატკივრობთ და ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, თუ ვერ მოახერხებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ საქართველოს დაცვას და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, ისევე, როგორც არ მიეცა ამ დრომდე, რომ საქართველოს ინტერესები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ“, - აღნიშნა მერმა.
მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პრაგმატულმა პოლიტიკამ ქვეყანას გრძელვადიანი მშვიდობა მოუტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო უკრაინაზე უფრო უბედურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
ისნის რაიონის გამგეობამ თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო...
საზოგადოება • 6:43
"ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი. ეს დღეებია, ერთი მეორის მიყოლებით პოსტავდნენ ანწუხელიძის სახელს... ჰგონიათ პიარის დახმარებით ყველაფრის გადაფარვა შეუძლი...
სოცმედია • 6:39
ნანუკა ჟორჟოლიანი: მნიშვნელობა არ აქვს ვის ვირჩევთ.ვინ მოგვწონს და ვინ არა.არის ამ ყველაფერზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი.ეს არის საქართველო და მისი დამოუკიდებლობა.დღეს, რუსთაველზე გავდივართ საქართვ...
სოცმედია • 6:37
„სამწუხაროდ, დღეს უკვე მეტი დარტყმა და დაბომბვა მოხდა. ჩერკასის რეგიონი - თავს დაესხნენ დრონებით. ხერსონის რეგიონი - არტილერია და დრონების მიერ ჩვეულებრივ შენობებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ჩამოყრილ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 6:31
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებ...
საზოგადოება • 6:25
ზუსტად 34 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერ...
პოლიტიკა • 6:18
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა