1744210712
„1996 წელს თავის ბანკში ჰქონდა ივანიშვილს ლებედის შტაბი გახსნილი... შროების საბჭოს მდივანი, როდიონოვი კი ლებედმა რუსეთის თავდაცვის მინისტრად მოიყვანა. როდიონოვი, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს თბილისში ხალხი აჩეხა“
პოლიტიკა • 3/12/2024 • 6:35
დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა - ამბობს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი "გლობალნიუსთან" ინტერვიუში.
უილსონი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას:
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს. ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს." ამბობს კონგრესმენი
კონგრესმენი ხსნის, რატომ უწოდა "ქართულ ოცნებას" არალეგიტიმური ხელისუფლება:
- ჩემი აზრით, საქართველოში ვიხილეთ უამრავი დარღვევა, რაც დაასაბუთეს როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის არალეგიტიმურობა დამტკიცებული რომ არ იყოს. საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის. მათ არჩევნები მანიპულაციური ჩარევებით ჩაატარეს, დაარღვიეს კონსტიტუცია, მთავრობა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცეს და განაგრძობენ სასტიკად ძალადობას მათზე, ვინც ამ ყველაფერს საქართველოში აპროტესტებს. სწორედ ამიტომაც მივიჩნევ მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებად. " განაცხადა ჯო უილსონმა.
"ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს 21 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას. 36 წლის წინ, ისინი საბჭოთა არმიამ ბრუტალურად იმსხვერპლა სწორედ მაშინ, როდესაც ანტი-საბჭოურ, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარ...
პოლიტიკა • 18 წუთის წინ
დღევანდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ჩვენ ჩავთვლიდით კანდიდატი ქვეყნის პროგრესად - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კ...
პოლიტიკა • 19 წუთის წინ
ვახო სანაია: 1996 წელს თავის ბანკში ჰქონდა ივანიშვილს ლებედის შტაბი გახსნილი. ლებედი მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.ეს ივანიშვილის სიტყვებია :Я раскручивал Лебедя, когда он был брошенным политиком....
პოლიტიკა • 24 წუთის წინ
"9 აპრილის, ამ უდიდესი თარიღის ფონზე, დღეს ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ ისეთ მოვლენებს, რაც ყოველგვარ ზღვარსა და ფსკერს ქვემოთ დაშვებაა. თუ 1989 წელს როდიონოვის საბჭოთა ჯარის ნაწილებით, ტანკებით, ნიჩბე...
პოლიტიკა • 30 წუთის წინ
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ამბობს, რომ უცნობი ნომრიდან დაურეკეს და დაემუქრნენ. იყო გინება, მუქარა, მიშას სახელის ხსენება - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში. დილიდან მირეკავდა, არ ვიღებდი, ახლა ავიღე და 3...
პოლიტიკა • 14:08
"პატივი მივაგე 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის დემონსტრაციის დროს საბჭოთა არმიის მიერ მოკლული ქართველების ხსოვნას. აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხმა პროტესტი გამოთქვა იმავე მ...
პოლიტიკა • 13:09
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა