„მზად ვარ, ნებისმიერ დროს გავიარო ნარკოშემოწმება“ - კახა კალაძე
პოლიტიკა • 1741861597
„ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრება მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას და ადამიანების დახმარებას“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს მედიასთან ისაუბრა.
„ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები. გვინდა ადამიანებს დავეხმაროთ, სწორედ ეს არის ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრების მიზანი. გვინდა ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას, დავეხმაროთ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, მხარში ამოვუდგეთ მათ და, ზოგადად, გვინდა შეიცვალოს საზოგადოებაში დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა თავად გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, როგორც ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ მოუწოდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, კახა კალაძემ განაცხადა: „ნებისმიერ დროს მზად ვარ, თუმცა, საბა ბუაძესთან დაკავშირებით მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს.“
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












